ფორექსის და კაზინოს შედარება

ფორექსის და კაზინოს შედარება

ინტერნეტ სივრცეში მრავლად შეხვდებით სტატიებს, რომლებშიც ფორექსი გაიგივებულია კაზინოს აზარტულ თამაშებთან, მათ შორის რულეტკასთან. ამის დასადასტურებლად, სტატიის ავტორებს მოყავთ ალგებრული გამოთვლები და ფარდობითობის თეორია. შევეცადოთ გავაქარწყლოთ ეს წარმოდგენები.

რულეტკა – უძველესი და საკმაოდ საინტერესო აზარტული თამაშის სახეობაა. ერთი შეხედვით რულეტკის მექანიზმი უმარტივესია, მაგრამ სინამდვილეში ამ თამაშში იმალება ზუსტი კანონები, რომელთა მეშვეობითაც კაზინოების მფლობელთათვის შესაძლებელია მილიარდობით აშშ დოლარის მოგების მიღება, მაშინ როცა თვით რულეტკაზე მოთამაშე ფორტუნის მაძიებელნი, ცარიელი ჯიბეებით ტოვებენ კაზინოებს. შევეცადოთ განვიხილოთ რულეტკით თამაშის პრინციპები.

შემთხვევითი მოვლენების კანონზომიერებას ახასიათებს 2 ძირითადი ცნება: თვითონ მოვლენა და მოვლენის მოხდენის შესაძლებლობა. სიტყვა “მოვლენა” თვითოეულისთვის ასოცირდება ინდივიდუალურად. ჭექა-ქუხილი გვალვის შემდეგ, მატარებლის კატასტროფა, მოგება სთამაშო აპარატში და ა. შ. სია შესაძლებელია გავაგრძელოთ უსასრულოდ. ეს მოვლენები ხდება სხვადასხვა სიხშირით და ალბათობით.

მოკლედ ასეთი მოვლენების უსასრულო რაოდენობაა, მათ შორის არის ისეთებიც, რომლებიც შესაძლებელია მოხდეს ერთი და იმავე დროს, ასეთი მოვლენები მიეკუთვნება რთული მოვლენების კატეგორიას. მაგრამ არსებობს ისეთი მოვლენებიც, რომლებიც არ შეიძლება მოხდეს ერთი და იმავე დროს, ამიტომ ისინი წარმოადგენენ ზემოაღნიშნული მოვლენების ანტიპოდს. მოვლენა თავისი არსით რთული კონსტიტუციისა და მისი დადგომის ალბათობა საკმაოდ მცირეა, ხოლო ურთიერთგამომრიცხავი მოვლენების დადგომის ალბათობა ნულის ტოლია. რთული მოვლენა – ეს არის მარტივი მოვლენების ერთობლიობა, და იმისათვის რომ რთული მოვლენა მოხდეს საჭიროა მოხდეს რამდენიმე მარტივი მოვლენა შესაბამისი რიგითობის მიხედვით.

უფრო ახლოს მივუახლოვდეთ უშუალოდ ჩვენს თემას. მაგალითისთვის ავიღოთ კამათელი. ყოველ მათგანს აქვს ექვსი ზედაპირი, თითოეულ მათგანზე ამოტვიფრულია ღარი, რომელიც შეესაბამება ციფრს ერთიდან – ექვსამდე. როცა ვისვრით კამათელს იგი ჯდება გარკვეულ ციფრზე – ეს არის მოვლენა, მაგრამ ერთი მცდელობის შედეგად ჩვენ ვერ მივიღებთ რამდენიმე ციფრიან შედეგს. გამოდის, რომ კამათლის სროლის ერთი მცდელობის შედეგად ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ მხოლოდ ექვსიდან ერთი რომელიმე მოვლენა, გარდა ამისა ამ ექვსიდან თითოეულის დადგომა გამორიცხავს სხვას. მაშასადამე ეს მოვლენები გამორიცხავენ ერთმანეთს.

როდესაც მოთამაშე ისვრის კამათელს, შანსი იმისა, რომ დაჯდება ციფრი – არის 100 %, მაგრამ კონკრეტული ციფრის, მაგალითად, ორიანის ან ექვსიანის დაჯდომის შანსის გამოთვლა უფრო რთულია და ვინაიდან ამ სტატიაში ამ საკითხს ენიჭება მნიშვნელოვანი ადგილი, ამიტომაც ვცადოთ მისი გარკვევა.

თითქმის ყველასთვის ცნობილ ფარდობითობის თეორიაში არის ამა თუ იმ მოვლენის წარმოშობის კანონზომიერებების განსაზღვრა. სათამაშო კამათლის შემთხვევაში, კამათლის თითოეულ ციფრს აქვს ერთი და იგივე დაჯდომის შანსი. ვინაიდან კამათელს აქვს კუბური, ერთნაირი ზომის ექვს ზედაპირიანი ფორმა, ამიტომ ორიანის, ექვსიანის ან სხვა ციფრის დაჯდომის შანსები ერთმანეთის ტოლია. გამოვთვალოთ ეს შანსი – იგი დაჯდომის სრული პროცენტისა და კამათლის გვერდების რაოდენობის შეფარდების ტოლია = 16.6 %.

აღნიშნული თეორიის გაგებისათვის საჭიროა აგრეთვე “დიდი რიცხვების თეორიის” მოშველიებაც. იმ შემთხვევაში, როდესაც კამათელი ბევრჯერ გავაგორებთ, მაშინ ერთიდან ექვსამდე ყველა ციფრი დაჯდება, დაჯდომის, როგორც მოვლენის, ტოლი ურთიერთდამოკიდებული რაოდენობით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, კამათელზე მონიშნულია 6 ციფრი, თითოეულის დაჯდომის შანსი ერთმანეთის ტოლია, ანუ თითოეული ციფრი დაჯდება რაოდენობრივად ერთნაირჯერ. და რაც უფრო მეტჯერ გავაგორებთ კამათელს მით უფრო ზუსტი იქნება ეს თეორია, ხოლო თითოეული ციფრის დაჯდომის რაოდენობათა სხვაობა გაუტოლდება ნულს. შესაბამისად თუ კამათელი გაგორდება 100-ჯერ, მაშინ ციფრთაგან თითოეული დაჯდება 16,6 %, რაც დაახლოვებით უდრის 16 – ცდომილების გათვალისწინებით.

ალბათობის თანაბარი განაწილების შემთხვევაში მისი გააზრება უფრო მარტივია, მაგრამ როდესაც ზოგიერთი მოვლენის წარმოშობა სხვადასხვაგვარია – მაშინ მისი გაააზრება უფრო რთულია. თუ სათამაშო კამათლის ნებისმიერ ნაწილზე დავადებთ მეტალის წვრილ ფენას, მაშინ კამათლის კვ. მმ-ზე წნევა გაიზრდება, რაც თავის მხრივ გაზრდის დისბალანსს. ამიტომ შანსი იმისა, რომ მაგალითად რიცხვი “ხუთი” დაჯდება – 50 %-ია, ხოლო დანარჩენი ციფრების დაჯდომის შანსი იქნება 10 % თითოეულისათვის. ამ შემთხვევაში კამათლის 100-ჯერ გაგორებისას, 50-ჯერ დაჯდება ციფრი “5”, ხოლო სხვა ციფრები 10-10-ჯერ.

დავუბრუნდეთ რულეტკას. რულეტკა წარმოადგენს მრგვალ ფირფიტას, რომელიც დაყოფილია 37 დანაყოფად. თითოეული შეესაბამება ციგრს 0-დან 36-მდე. თითოეული ციფრის დაჯდომის რაოდენობის შანსი ერთმანეთის ტოლია და უდრის 0,027. პრიზი გამოცნობილი ციფრისთვის უდრის 36 პირობით ერთეულს. ამ მონაცემებით გამოვსახოთ ფორმულა:

36/37 * N – N = N * (36/37 – 1) = –1/37 * N

ფორმულა გულისხმობს, რომ თუ ფსონი N-ჯერ გაკეთდება ერთი და იმავე ციფრზე, მაშინ მოგება, უსასრულო რაოდენობით კამათლის გაგორების შედეგად ტოლი იქნება 37 დადებული ფსონიდან – 36 პირობითი ერთეულისა. ამიტომ მოთამაშე ყოველთვის იქნება წაგებაში. მაგრამ ჩვენს მიერ განხილული იქნა ყველაზე იდეალური ვარიანტი – როდესაც ფსონი ერთი პირობითი ერთეულია. სინამდვილეში ფსონები აღწევს დიდ რაოდენობას და როცა მოთამაშე შედის აზარტში, მისი გაჩერება ძალიან ძნელია. სწორედ ასე იღებს კაზინო მოგებას. მოთამაშე ხელსაყრელ პოზიციაში იქნება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი პირველივე მოგების შემდეგ, რომელიც გადაფარავს ყველა ხარჯს, შეწყვეტს თამაშს და აღარასოდეს დაბრუნდება კაზინოში.

ერთი პირობითი ერთეული 37-დან არის დაახლოვებით 2.73 %. ეს ის რაოდენობაა, რომლითაც კაზინოები ყოველთვის გაუსწრებენ მოთამაშეს და თუ რულეტკას დავუმატებთ კიდევ ერთ ციფრს (როგორც ეს ამერიკულ რულეტკაშია), მაშინ კაზინოს უპირატესობა იქნება 5,26 % -.

ვინც იცის რულეტკის თამაშის წესები, მაშინ ის იტყვის, რომ რულეტკაში შესაძლებელია ფსონის დადება არა მხოლოდ ერთ ციფრზე, არამედ 10-ზე, 15-ზე და თუნდაც ყველა 37-ზე, მაგრამ აქვე უნდა გაითვალისწინოს მოთამაშემ ის, რომ, რაც უფრო მეტ ციფრზე დადებს იგი ფსონს, მით უფრო ნაკლები იქნება მოგების რაოდენობა – მოგება იკლებს დადებული ფსონების პროპორციულად. ალბათობის მათემატიკური გამოთვლები შესაძლებელია ჩატარდეს ნებისმიერი თამაშისათვის და შესაბმისად გამოვითვალოთ შესაძლო მოგება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ კაზინო ნებისმიერ შემთხვევაში იქნება მოგებაში, მოთამაშეებს კი ადრე თუ გვიან ფული გაუთავდებათ, და არც წაგებული თანხის ამოღებისთვის ეყოფათ სახსრები.

ყოველივე ზემოთაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სათამაშო დაწესებულებების შემოსავლის მუდმივი წყაროს თავლსაზრისით განხილვა შეუძლებელია.

ფორექსზე კი მდგომარეობა სხვაგვარია. მიუხედავად იმისა, რომ კაზინოს მსგავსად ფორექსზეც არსებობს ამა თუ იმ მოვლენის დადგომის ალბათობა – განსხვავება იმაშია, რომ ალბათობის მონაცემების გამოხატვა მათემატიკური გათვლებით შეუძლებელია და ამ გზით ვერც წინასწარ განვსაზღვრავთ ვინ იქნება მოგებაში და ვინ წაგებაში. ასეთი სიტუაციების დადგომის შანსების გამოთვლა შესაძლებელია პროგნოზების მეშვეობით: ტექნიკური ანალიზის და ფუნდამენტალური ანალიზის მეშვეობით. შესაბამისად ფორექსის – როგორც შემოსავლის მუდმივ წყაროდ გამოყენება საკმაოდ რეალურია.

თუ რატომ მოხდა კურსის შემთხვევითი რყევა, შესაძლებელია გავიგოთ ანალიზის მეშვეობით. კოტირებების ცვლილება დამოკიდებულია თვით ფორექსის ბაზრის მონაწილეებზე. როდესაც ვალუტის ყიდვების რაოდენობა უფრო მეტია, მაშინ ხდება ამ ვალუტის კურსის ზრდა, თუ დომინირებს ვალუტის გაყიდვები, მაშინ ამ ვალუტის ფასი ეცემა. ბაზრის მონაწილეებს, რომლებიც სწორად გამოიცნობენ ამინდს ფორექსის ბაზარზე – შესაბამისად ექნებათ მუდმივი შემოსავალი. პროგნოზირების მეთოდები დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ამიტომ ტრეიდერის ამოცანაა მიეტმასნოს ბაზრის მონაწილეების უმრავლესობას. სხვათა ქცევების შესწავლით, მიიღებთ ფასდაუდებელ გამოცდილებას.

თუმცა ბაზრის უმრავლესობა — ეს არ არის მონაწილეთა რაოდენობა, არამედ შესრულებული ფულადი ოპერაციების რაოდენობა და მასშტაბურობა. მსხვილი სავაჭრო ოპერაციების განხორციელებისათვის საჭიროა შესაბამისი განათლება და მუშაობის გამოცდილება, ამიტომ ასეთ ოპერაციებს აწარმოებენ ბანკები, კომპანიები და ფონდები. ფორექსზე ტრეიდერის წარმატებულობას განაპირობებს თვისება და ნიჭი გაიზიაროს, გადაიღოს და გაითავისოს უფრო გამოცდილი ტრეიდერების მოქმედებები და გამოცდილება.

სანამ შეუდგებით საქმიანობას ფორექსზე, რეკომენდებულია გაეცნოთ სავალუტო ბაზრის მუშაობის პრინციპებს, მექანისზმს და მოწყობილობას, რომლებსაც საბირჟო საქმიანობის ექსპერტები იყენებენ ანალიზისა და პროგნოზების შედგენისათვის. მოცემული ალგორითმი არის ფორექსზე წარმატების გასაღები.
მიუხედავად მცირედი მსგავსებისა, სტატიის მკითხველი ალბათ დარწმუნდა ფორექსსა და აზარტულ თამაშებს შორის განსხვავებაში. თუ თქვენ არ გაჩერდებით ამ სტატიაზე და გააგრძელებთ საიტის სხვა პუბლიკაციების კითხვას – გარწმუნებთ მიიღებთ ძალიან დიდი ცოდნის მარაგს, რომელიც თავის მხრივ მოგცემთ თქვენი კაპიტალის შექმნის საშუალებას ფორექსის მეშვეობით. წარმატების გასაღები ფორექსზე – თქვენსავე ხელშია.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Margin Call

Margin Call

Margin Call – ეს ფრაზა ნებისმიერ ტრეიდერს არასასიამოვნო ჟრუანტელს ჰგვრის. სადილინგო ცენტრების მეშვეობით, საფინანსო ბაზარზე …