ტექნიკური ანალიზი

ტექნიკური ანალიზი

ტექნიკური ანალიზი ფორექსის სავალუტო ბაზარზე არის ვალუტის კურსის ცვლილების პროგნოზირების ერთ-ერთი ინსტრუმენტი. იგი ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ ვალუტების კურსების ცვლილებების ტენდენციები უკვე მოცემულია ფასების ცვლილებების ისტორიულ მაჩვენებლებში. აღნიშნული პრინციპი ეფუძნება იმ მოსაზრებასაც, რომ ისტორიას აქვს გამეორების თვისება.

ტრეიდერი, რომელიც იყენებს ტექნიკურ ანალიზს, აგებს სავალუტო კურსების გრაფიკს, ამ გრაფიკზე პოულობს სატრენდო ხაზებს, განსაზღვრავს ტრენდის შემობრუნების ფიგურებს და იყენებს ინდიკატორებს – ყოველივე ხსენებულის საფუძველზე კი იღებს გადაწყვეტილებებს, ამა თუ იმ სავალუტო წყვილზე, გრძელი ან მოკლე პოზიციის გახსნის შესახებ.

აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ფორექსზე ვალუტის კურსების ცვლილებებს ხელს უწყობს თვით ხალხი. სავალუტო კურსები არ ემორჩილება არავითარ ფიზიკურ კანონებს და ამიტომ ფასების მოძრაობის რაიმე ზუსტი ფორმულის გამოყვანა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ფინანსური ბაზრის არსებობის მთელის ისტორიის განმავლობაში, არა ერთი მცდელობა იყო, რათა ფასთა რხევები მოექციათ გარკვეული სისტემის ჩარჩოებში. სწორედ ამგვარმა სისტემამ ჰპოვა თავისი გამოხატულება ტექნიკურ ანალიზში და იგი შედგება ინსტრუმენტების ნაკრებისგან, რომელსაც განვიხილავთ სხვა სტატიებში.

ფორექსის სავალუტო ბაზარზე, დროის გარკვეულ მონაკვეთი, თითოეული სავალუტო წყვილისთვის, ტრეიდერები იყოფიან სამ ნაწილად:
  • ტრეიდერები, რომლებიც ყიდულობენ ვალუტას (თამაშობენ ზრდაზე, ხარები);
  • ტრეიდერები, რომლებიც ყიდიან ვალუტას (თამაშობენ კლებაზე, დათვები);
  • ტრეიდერები, რომლებიც საერთოდ არ ახორციელებენ აქტივობას მოცემულ სავალუტო წყვილზე;

მოთხოვნა-მიწოდების მოდელიდან გამომდინარე, თუ ვალუტის ყიდვა ხდება უფრო აქტიურად, ვიდრე მისი გაყიდვა, ე.ი. მოთხოვნა მასზე იზრდება და შესაბამისად მისი ფასი იზრდება. მართებულია სხვაგვარი შეფასებაც – თუ ხდება ვალუტის გაყიდვა უფრო აქტიურად, ვიდრე მისი ყიდვა, ე.ი. მოთხოვნა მასზე მცირდება და მასთან ერთად კლებულობს ვალუტის ფასიც. ფორექს ტრეიდერისთვის მთავარია დროულად განსაზღვროს, თუ ვის მხარეზეა (ხარების თუ დათვების) უმრავლესობა, რათა შეუერთდეს ამ უმრავლესობას. უმრავლესობა, რა თქმა უნდა განისაზღვრება არა მონაწილეთა რაოდენობით, არამედ მათი კაპიტალის რაოდენობით. ის ფაქტი, რომ ტექნიკური ანალიზი ფართოდ გამოიყენება ტრეიდერებში, რომლებიც ფლობენ მსხვილ კაპიტალს, ხსნის იმას თუ საერთოდ რატომ მუშაობს ეს თეორია. რაც უფრო მეტად არის გავრცელებული ტექნიკური ანალიზის ესა თუ ის მეთოდი, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ იგი იმუშავებს, რადგან ტრეიდერები პრაქტიკაში იყენებენ მას.

სწორედ ამიტომ, ტექნიკური ანალიზის გამოყენებისას უნდა გვახსოვდეს ერთი წესი – ყველაფელი გენიალური მარტივია. რაც უფრო მარტივია ტექნიკური ანალიზის ესა, თუ ის ინსტრუმენტი, მით უფრო მეტი ტრეიდერი გამოიყენებს მას, და მით უფრო მეტი ალბათობით იმუშავებს იგი. ამიტომ რაიმე ახლის გამოგონება ტექნიკური ანალიზის თეორიაში აზრს მოკლებულია. თქვენს მიერ გამოგონილი ინდიკატორი იმუშავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გავრცელდება მსოფლიო მასშტაბით და გამოყენებული იქნება ტრეიდერების უმრავლესობის მიერ. გამონაკლისის სახით შესაძლებელია დავუშვათ ის, რომ თქვენს მიერ გამოგონილი ინდიკატორი იმუშავებს იმ შემთხვევაში თუ მისი ალგორითმი ეფუძნება სხვა ფართოდ გავრცელებულ ინდიკატორებს.

ტექნიკური ანალიზის დილემა შესაძლებელია შევადაროთ დილემას “რა უფრო ადრე გაჩნდა ქათამი, თუ კვერცხი”. ან, ფინანსურ ბაზარზე კურსის ცვლილებები, მართლაც, რომ შესაძლებელია, გარკვეული ალბათობით ავხსნათ რაღაც საიდუმლო, საკრალური ფიგურების დახაზვით და მათემატიკური ინდიკატორების გამოთვლით. ან, კურსის ცვლილებები გარკვეული ალბათობით, შესაძლებელია ავხსნათ ტექნიკური ანალიზის თეორიით, მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხის უმრავლესობა ასე თვლის და იყენებს. მე მხარს ვუჭერ უკანასკნელ მოსაზრებას. ამის თაობაზე თქვენ შეგიძლიათ ჩამოგიყალიბდეთ სხვა შეხედულება. თუმცა, ასეა თუ ისე ტექნიკური ანალიზი მუშაობს, და მისი შესწავლა აუცილებელია. ტექნიკური ანალიზის გარეშე ფორექსზე მუშაობა ემსგავსება რულეტკაზე თამაშს.

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

შრომის ბაზრის ინდიკატორები

შრომის ბაზრის ინდიკატორები

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს შრომის ბაზრის ინდიკატორები, რომლებსაც ეთმობა დიდი ყურადღება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.