საქმიანი ციკლის და საქმიანი ოპტიმიზმის მაჩვენებლები

საქმიანი ციკლის და საქმიანი ოპტიმიზმის მაჩვენებლები

საფინანსო ბაზრებზე მნიშვნელოვან პარამეტრს წარმოადგენს საქმიანი ციკლის და საქმიანი ოპტიმიზმის მაჩვენებლები.

საქმიანი ციკლის და საქმიანი ოპტიმიზმის მაჩვენებლები
  • წინმსწრები ეკონომიკური ინდიკატორი (Leading Economic Indicators, LEI);
  • საქმიანი ოპტიმიზმის ინდექსი (Institute for Supply Management, ISM, PMI);
  • ატლანტის ფედერალური სარეზერვო ბანკის საქმიანი აქტიურობის ინდექსი (Atlanta Fed Index);
  • ფილადელფიის ფედერალური სარეზერვო ბანკის საქმიანი აქტიურობის ინდექსი (Philadelphia Fed Index);
  • ჩიკაგოს შესყიდვების მენეჯერების ბიუროს (მმარველობის/სამმართველოს) ინდექსი (Chicago Purchasing Managers’ Index);
  • Empire State Manufacturing Survey;
  • APICS ინდექსი (APICS Business Outlook Index);

წინმსწრები ეკონომიკური ინდიკატორი (Leading Economic Indicators, LEI)

  • აღნიშნული ინდიკატორი არის ქვეყნის საერთო ეკონომიკური მდგომარეობის ინდექსი, რომელიც ფორმირდება 11 წამყვანი ეკონომიკური პარამეტრისაგან:
  • საცხოვრებელი უძრავის ქონების მშენებლობის ნებართვები;
  • უმუშევრების სოციალური დაზღვევის განაცხადების საშუალო რაოდენობა კვირის განმავლობაში;
  • ნედლეულზე და მასალებზე ფასების ცვლილების დინამიკა;
  • მიწოდების ეფექტურობა (იმ კომპანიების საფუძველზე, რომელთათვისაც იზრდება მიწოდებების შესრულების ვადა);
  • წარმოების საშუალებებზე და მოწყობილობებზე შეკვეთები და კონტრაქტები (1982 წლის ფასების საფუძველზე);
  • საქონელზე და მასალებზე ახალი საწარმოო შეკვეთები (1982 წლის ფასების საფუძველზე);
  • თვის განმავლობაში, ხანგრძლივ ვადიანი მოხმარების საქონელზე, წარმოების სექტორის შეუსრულებელი შეკვეთები (1982 წლის ფასების საფუძველზე);
  • M2 – ფულადი აპარატი აშშ დოლარებში (1982 წლის ფასების საფუძველზე);
  • წარმოების სექტორის საშუალო სამუშაო კვირა;
  • მიჩიგანის უნივერსიტეტის სამომხმარებლო მოლოდინების ინდექსი;
  • S&P – საფონდო ინდექსი (საშუალო თვიური);

მონაცემები იკრიბება ყოველთვიურად და მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი წონადი კოეფიცენტი. მის საფუძველზე შესაძლებელია გავაკეთოთ დასკვნები მოსალოდნელი ტენდენციებისა და ეკონომიკური სიტუაციის ცვლილებიების შესახებ.

წინმსწრები ეკონომიკური ინდიკატორი

წინმსწრები ეკონომიკური ინდიკატორის საფუძველში ჩადებულია იდეა იმის შესახებ, რომ მოგებების მოლოდინები წარმოადგენს ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას, რადგან სწორედ, შემოსავლების ზრდის მოლოდინში, კომპანიები ახორციელებენ ინვესტიციებს წარმოების გაფართოვებისათვის და მომსახურეობების შეთავაზებებისათვის, იძენენ ახალ აღჭურვილობას/მოწყობილობებს და ახორციელებენ მოდერნიზაციას. ბუნებრივია, რომ ეკონომიკური პროცესების ვარდნის პირობებში გაფართოვება ნელდება, ან საერთოდ ჩერდება.

წინმსწრები ეკონომიკური ინდიკატორი შემუშავებული იქნა იმ მიზნით, რომ გამოეხატა ეკონომიკის საქმიანი ციკლი და მისი შემობრუნების წერტილები. თავისი არსით, მასში შემავალი 11 ინდიკატორი გამოხატავს საქმიან აქტიურობას თითოეული თავისებურად და მოიცავს ყველა მნიშვნელოვან სფეროსა და ეკონომიკური აქტიურობის მაჩვენებელს. ამიტომ ინდექსი LEI, მასში შემავალი მაჩვენებლების გაშუალებული მნიშვნელობის წყალობით, უკეთ ახასიათებს ეკონომიკური მდგომარეობის საქმიანი ციკლის თანამიმდევრობებს, ვიდრე მასში შემავალი თითოეული ინდიკატორი ცალ-ცალკე.

მიჩნეულია, რომ ინდიკატორის ზრდის საშუალო ტემპი არის 0,2 % – გაფართოვების პერიოდში, ხოლო აღდგენის პერიოდში – “0,1%”. ვარდნის პერიოდში, ინდიკატორის მაჩვენებლის დაცემის ტემპია 0,3%. LEI ინდექსისათვის დამახასიათებელია მაღალი ვოლატილობა, რომელიც შეადგენს დაახლოვებით 0,8% – ეკონომიკური ზრდის პერიოდში და 1,2%-ს რეცესიის პერიოდში. ანალიტიკოსები, ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით, პრაქტიკულად დარწმუნდნენ, რომ ინდექსის შემობრუნება წინ უსწრებს ეკონომიკური ციკლების გარდატეხას. ძლიერ სიგნალად ითვლება თანმიმდევრული კლება 3 პერიოდის განმავლობაში, ყოველთვიური კლება 0,5-1%-ით, შესაძლებელია მიუთითებდეს ქვეყნის ეკონიმიკური ვარდნის პერსპექტივაზე.

ინდიკატორის გავლენა ნაციონალური ვალუტის კურსზე პირდაპირ პროპორციულია – აშშ დოლარის კოტირებების გრაფიკი ემთხვევა წინმსწრები ეკონომიკური ინდექსის გრაფიკს. მაგრამ, ინდიკატორის ცვლილება ძლიერ გავლენას ვალუტის კურსზე არ ახდენს, რადგან LEI ინდექსის გამოქვეყნებამდე, მის შემადგენლობაში შემავალი თერთმეტივე ინდიკატორის მაჩვენებელი უკვე გამოქვეყნებულია. გასული ორი თვის მინაცემები ქვეყნდება ყოველი თვის პირველივე სამუშაო დღეებში GMT 15:00 საათზე.

მაჩვენებლების შემდეგ ტიპს წარმოადგენს საქმიანი ოპტიმიზმის ინდექსი. იგი არის შეწონილი მონაცემი, რომელსაც საფუძვლად უდევს ბიზნეს სფეროს წარმომადგენლების აზრები/შეხედულებები. ბოლო დროს სწორედ ეს მონაცემები გახდა საკმაოდ პოპულარული, რადგან ისინი ახასიათებენ, ამა თუ იმ ქვეყანაში, ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ ნდობას. ფაქტიურად, ინდექსი აფასებს მხოლოდ საქმიანი წრეების სუბიექტურ აზრებს/შეხედულებებს, თუმცა ცენტრალური ბანკები სერიოზულ ყურადღებას აქცევენ საქმიანი ოპტიმიზმის მაჩვენებელს, რაც ინდექსის მნიშვნელობაზე მიუთითებს.

საქმიანი ოპტიმიზმის ინდექსის ფორმირება ეფუძნება დიფუზიურ მეთოდებს. მისი გამოთვლისათვის, მონაცემები იკრიბება, კომპანიების ხელმძღვანელებისათვის სპეციალურად შემუშავებული კითხვარების საფუძველზე, რათა შეფასდეს აქტიურობები ეკონომიკურ სფეროებში – როგორც შესუსტებულად, არა ცვალებადად ან გაძლიერებულად.

თავის მხივ, ინდიკატორები არის ბიზნესმენების გაერთიანებების და ასოციაციების პასუხისმგებლობა და მიუხედავად მათი სუბიექტურობისა, ისინი გამოიყენება როგორც საზოგადოებრივი აზრის შეფასებისათვის, ასევე ობიეტური მაჩვენებლების მნიშვნელობებთან შედარებისათვის. საქმიანი ოპტიმიზმის ინდექსები ქვეყნდება ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, ინგლისში და იაპონიაში, სადაც ამერიკული PMI ინდექსის ანლოგი – TANAKAN მაჩვენებელი გამოიყენება ცენტრალური ბანკის მიერ საფინანსო პოლიტიკის კორექტირებისათვის.

ყოველი ცალკეული ეკონომიკური სფეროსთვის ინდექსი გამოითვლება, როგორც ხმათა რაოდენობის ჯამი აქტიურობის – “გაძლიერებისათვის” და “არა ცვალებადობისათვის”. საერთო ინდექსი მიიღება, როგორც ყველა ინდექსის შეწონილი, ჯამური, ნორმირებული მნიშვნელობა, კოეფიცენტებისა და სეზონური ფაქტორის გათვალისწინებით. მიჩნეულია, რომ საქმიანი ინდექსების კომპეტენტურ ანალიზს, დიდი დამაჯერებლობით შეუძლია, რამდენიმე თვის პერსპექტივაში ეკონომიკური განვითარების პროგნოზირება.

საქმიანი ოპტიმიზმის ინდექსი

(Institute for Supply Management, ISM, PMI). აღნიშნული ინდექსს სახელი შეეცვალა 2002 წელს, მანამდე მას National Association of Purchasing Managers (NAPM) ერქვა. ISM – საბითუმო შესყიდვების საქმიანი აქტიურობის დიფუზიური ინდექსია, რომელიც აერთიანებს კომპანიების დაახლოვებით 45 ათას მენეჯერს. მონაცემები იკრიბება 4 ათასი კომპანიის გამოკითხვის საფუძველზე და მოიცავს საანგარიშო მონაცემებს გამოშვებული პროდუქციის, შეკვეთების, მარაგების, პროდუქციის იმპორტისა და ექსპორტის ფასების და მიწოდების ვადების შესახებ. მნიშვნელობის გამოთვლა ხდება ინდექსების შეწონვის შედეგად:

  • მატერიალურ-საწარმოო მარაგები (10%);
  • მიწოდება (15%);
  • დასაქმება (20%);
  • პროდუქცია (25%);
  • შეკვეთები (30%);

მნიშვნელობები ფასდება 43,8%-იან დონესთან მიმართებაში. აღნიშნული მნიშვნელობა მიუთითებს მთლიანი შიდა პროდუქტის ნულოვან ზრდაზე. თუ ინდიკატორის მნიშვნელობა 50%-ზე მეტია, მაშინ დომინირებენ ოპტიმისტური განწყობები, გაფართოვებისა და პერსპექტიულობის მოლოდინები, რაც გავლენას ახდენს წარმოების სექტორის შეკვეთების რაოდენობის ზრდაზე. 44%-ზე დაბალი მნიშვნელობა შესაძლებელია გახდეს ეკონომიკური რეცესიის მომასწავებელი. 44%-სა და 50%-ს შორის მნიშვნელობა მიუთითებს ნეგატიურ მოლოდინებზე.

ინდიკატორის მაჩვენებლის ზრდა ხელს უწყობს აშშ დოლარის კურსის ზრდას. ინდექსის და ვალუტის საკურსო ღირებულების დინამიკას აქვს პირდაპირ პროპორციული დამოკიდებულება. მონაცემები ქვეყნდება ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, GMT 15:00 საათზე.

ატლანტის ფედერალური სარეზერვო ბანკის საქმიანი აქტიურობის ინდექსი

(Atlanta Fed Index). ინდექსი ახასიათებს საზოგადოებრივ აზრს ატლანტის მეწარმეთა ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. მაჩვენებლის შეფასება ხდება ნულოვან დონესთან მიმართებაში: თუ ინდიკატორის მაჩვენებელი ნულზე მეტია, მაშინ რეგიონში საქმიანი აქტიურობა გაზრდილია, თუ ნულოვან დონეზე ნაკლებია, მაშინ – საქმიანი აქტიურობა კლებულობს. ინდექსის ზრდა ხელს უწყობს ვალუტის კურსის გამყარებას, მაგრამ ინდიკატორის გავლენა ბაზარზე შეზღუდულია იმის გამო, რომ მონაცემები ქვეყნდება ნაციონალური დონის ISM მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, ყოველთვიურად 10 რიცხვის შემდეგ GMT 14:00 საათზე.

ფილადელფიის ფედერალური სარეზერვო ბანკის საქმიანი აქტიურობის ინდექსი

(Philadelphia Fed Index). ეს ინდექსი, ისევე, როგორც Atlanta Fed Index ფასდება ნულოვან დონესთან მიმართებაში და ასევე შეზღუდული გავლენა აქვს ბაზარზე. მონაცემები იკრიბება რეგიონებში: პენსილვანიაში, ნიუ-ჯერსში და დელავერში და ქვეყნდება ყოველი თვის მესამე ხუთშაბათს GMT 15:00 საათზე. მაჩვენებელი ქვეყნდება ნაციონალური დონის ISM მონაცემების გამოყვეყნებამდე, ამიტომ Philadelphia Fed Index მეშვეობით შესაძლებელია ISM მაჩვენებლის პროგნოზირება.

ჩიკაგოს შესყიდვების მენეჯერების ბიუროს (მმარველობის/სამმართველოს) ინდექსი

(Chicago Purchasing Managers’ Index). ინიკატორის მაჩვენებელი გამოითვლება ჩიკაგოს რეგიონის საწარმოების მონაცემების საფუძველზე. მაჩვენებელმა შესაძლებელია მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ვალუტის კურსზე. ინდექსი გამოიყენება ისეთი მაჩვენებლების ანალიზისთვის, როგორიცაა შესყიდვების მენეჯერების ნაციონალური ასოციაციის ინდექსი. მიჩნეულია, რომ თუ ინდიკატორის მაჩვენებელი 50-ზე მეტია, მაშინ აქტიურობა რეგიონში იზრდება და პირიქით 50-ზე ნაკლები მაჩვენებლისათვის. მონაცემები ქვეყნდება ყოველთვიურად, ბოლო სამუშაო დღეს, GMT 15:00 საათზე.

Empire State Manufacturing Survey

ეს საკმაოდ ახალი ინდექსია, რომლის გამოთვლა დაიწყო 2001 წელს. მაჩვენებელი გამოითვლება ნიუ-იორკის რეგიონის წარმოების სექტორის კომპანიების მენეჯერების გამოკითხვების საფუძველზე. არსებობის მოკლე ისტორიის მანძილზე, მაჩვენებელმა მიიპყრო ბიზნეს საზოგადოების ფართო ინტერესი. ანალიტიკაში იგი ხშირად გამოიყენება Philadelphia Fed Index მაჩვენებლის პროგნოზირებისათვის.

ინდექსი APICS

(APICS Business Outlook Index). მაჩვენებელი გამოიყენება ნაციონალურო დონის საქმიანი აქტიურობის ინდიკატორის მაჩვენებელის პროგნოზირებისათვის, ამიტომ იგი ბაზარზე უმნიშვნელო გავლენას ახდენს. ჩიკაგოს ინდიკატორის ანალოგიურად, მისი მნიშვნელობა ფასდება 50-იან დონესთნ მიმართებაში: თუ ინდიკატორის მაჩვენებელი 50-ზე მეტია, მაშასადამე იგი მიუთითებს ზრდაზე, ხოლო 50-ზე ნაკლები მაჩვენებელი მიუთითებს კლებაზე, Outlook Index მაჩვენებელი ქვეყნდება ყოველი თვის ბოლო სამუშაო კვირის განმავლობაში, GMT 21:30 საათზე.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ინფლაციის დამხმარე მაჩვენებლები

ინფლაციის დამხმარე მაჩვენებლები

გარდა ინფლაციის ძირითადი მაჩვენებლებისა, არსებობს ინფლაციის დამხმარე მაჩვენებლები.