სარჩევი
ფორექს ინდიკატორები წარმოადგენენ ტექნიკური ანალიზის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს. მათი სწორი კონფიგურირების შემთხვევაში იზრდება მათგან მიღებული სიგნალების ეფექტურობა. ფორექს ინდიკატორები მრავალი პარამეტრებით განსხვავდება ერთმანეთისაგან, ამიტომ საჭიროა ფორექს ინდიკატორების კლასიფიკაცია.
სტანდარტულ ინდიკატორებში ვგულისხმობ მხოლოდ იმ ინდიკატორებს, რომლებიც სავაჭრო ტერმინალის MetaTrader-ის სტანდარტულ კომპლექტაციაშია. მათი გამოყენებით შექმნილია უამრავი სავაჭრო სტრატეგია და წარმოადგენენ ფორექსის კლასიკას.
არასტანდარტულ ინდიკატორებში ვგულისხმობ ყველა დანარჩენ ინდიკატორს, რომლებიც შექმნილია საფინანსო ბაზრების არსებობის პერიოდში, მაგრამ სავაჭრო ტერმინალის MetaTrader-ს სტანდარტულ კომპლექტაციაში არ შედის, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არაეფექტურია. პირიქით ბევრი მათგანი ძალიან კარგად მუშაობს და ეფექტურ სიგნალებსაც იძლევა.
ინტერნეტ სივრცეში შეხვდებით ინდიკატორების სხვაგვარ კატეგორიებად დაყოფის ალგორითმსაც. იმისათვის რომ დამწყები ტრეიდერებისათვის არ იყოს უცხო ინდიკატორების ასეთი დაყოფა, ამიტომ შევეხები ზოგადად ამ თემას.
ფორექს ინდიკატორების კლასიფიკაცია
- ტრენდის ინდიკატორები – გვიჩვენებენ ტრენდის მიმართულებას, მის ძალას და იმას თუ რამდენ ხანს გასტანს ასეთი ტენდენცია;
- შემობრუნების ინდიკატორები – იძლევიან სიგნალებს ტრენდის შესაძლო შემობრუნების შესახებ;
- საუკეთესო ინდიკატორები – ამ კატეგორიაში აერთიანებენ იმ ინდიკატორებს, რომლებიც გამოცდილია დროით, ან ჩვეულებრივი მარკეტინგული ფანდია;
- ახალი ინდიკატორები – ყველა ცდილობს რაღაც ახალი შექმნას/ გამოიგონოს, თუმცა ახალი დროთა განმავლობაში ძველდება, ასე რომ ესეც მარკეტინგული ფანდია;
- არხის ინდიკატორები – ავტომატურ რეჟიმში აგებენ არხებს;
- დონეების ინდიკატორები – ავტომატურ რეჟიმში აგებენ ფასურ დონეებს;
- ბაზრის ანალიზის ინდიკატორები – ეხმარებიან ტრეიდერებს ბაზრის ანალიზის განხორციელებისათვის;
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინდიკატორების ტიპები საიტზე გაერთიანებულია ერთ რუბრიკაში – არასტანდარტული ინდიკატორები.
და ბოლოს:
- სტანდარტული ინდიკატორები – ინდიკატორები, რომლებიც ჩატვირთულია სავაჭრო ტერმინალის MetaTrader-ის სტანდარტულ კომპლექტაციაში;
ამა თუ იმ ინდიკატორების გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაეცნოთ მის პარამეტრებს და გაანალიზოთ მისი სიგნალები ისტორიულ მონაცემებზე, ასევე ზედმეტი არ იქნება დატესტოთ იგი ონლაინ რეჟიმში მინიმუმ ერთი სავაჭრო კვირის განმავლობაში.
რამდენიმე ინდიკატორის ერთდროული გამოყენება ზრდის მათგან მიღებული სიგნალების სიზუსტეს, თუმცა ამ საკითხშიც საჭიროა ზომიერების გამოჩენა და არ არის რეკომენდებული სავაჭრო გრაფიკზე ბევრი ინდიკატორის დახვავება.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით