ბაზრის ანალიზის ინდიკატორები

ბაზრის ანალიზის ინდიკატორები

ინდიკატორების დიფერენციაციის თვალსაზრისით არსებობს ინდიკატორის დამახასიათებელი კატეგორია – “ბაზრის ანალიზის ინდიკატორები”, რაც იმას ნიშნავს, რომ ინდიკატორი ტრეიდერს ეხმარება ჩაატაროს ბაზრის სხვადასხვა სახის ანალიზი – ტექნიკური, ფუნდამენტალური და ა.შ.

ბაზრის ანალიზის ინდიკატორების საჭიროება

პრინციპში ყველა ინდიკატორი განკუთვნილია იმისათვის რომ საფინანსო ბაზრის ანალიზი განახორციელოს და ამით დაეხმაროს ტრეიდერს კრებითი ანალიზის საბოლოო შედეგი შექმნას. მაგრამ, თავად ინდიკატორების შემქმნელების აზრით ამგვარ კატეგორიაში გაერთიანებულია ის ინდიკატორები, რომლებიც ვიზუალური და მათემატიკური გამოთვლების თვალსაზრისით უფრო რთულ ოპერაციებს ახორციელებენ, ვიდრე სხვა სახის სტანდარტული ინდიკატორები.

მაგალითად, ბაზრის ანალიზის ინდიკატორებს შეუძლიათ სავაჭრო ინსტრუმენტის გრაფიკზე კომბინირებულად დახაზონ/დააყენონ ტრენდული წრფეები, მრუდების ალგორითმის მქონე ინდიკატორები და ოსცილატორები ერთობლივად. ასეთი მზა მასალა, მთელ რიგ შემთხვევებში კარგი შაბლონია ბაზრის ანალიზის ჩასატარებლად.

ბაზრის ანალზის ინდიკატორების გამოყენება

ბაზრის ანალზის ინდიკატორების გამოყენების დროს, ისევე როგორც სხვა ინდიკატორების შემთხვევაში, საჭიროა მრავალმხრივად შევისწავლოთ ინდიკატორის კონფიგურაციული პარამეტრები და დავტესტოთ იგი ისტორიულ მონაცემებზე.

პირადი გამოცდილებით ვიცი, რომ ასეთ კომბინირებულ ინდიკატორს საკმაოდ კარგად ხმარობს არაერთი ტრეიდერი და საკმაოდ წარმატებულადაც. მთავარია ინდიკატორის კონფიგურაციის კარგი ცოდნა და ვიზუალურ-ტექნოლოგიური შეჩვევა მასთან.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექს ინდიკატორების კლასიფიკაცია

ფორექს ინდიკატორების კლასიფიკაცია

ფორექს ინდიკატორები წარმოადგენენ ტექნიკური ანალიზის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს. მათი სწორი კონფიგურირების შემთხვევაში იზრდება მათგან მიღებული სიგნალების …