ინდიკატორების დიფერენციაციის თვალსაზრისით არსებობს ინდიკატორის დამახასიათებელი კატეგორია – “ტრენდის შემობრუნების ინდიკატორები”, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ინდიკატორების ძირითადი დანიშნულებაა დროულად შეატყობინოს ტრეიდერს ტრენდის შემობრუნების შესახებ.
ტრენდის შემობრუნება წარმოადგენს სავაჭრო პროცესის უმთავრეს მომენტს. მისი გათვალისწინება საჭიროა არა მხოლოდ პოზიციების გახსნის დროს, არამედ უკვე ღია პოზიციების დახურვისათვის. ამასთან ერთად, ტრენდის შემობრუნების ტენდენცია გასათვალისწინებელია როგორც მომგებიანი, ასევე წამგებიანი პოზიციებისათვის.
ტრენდის შემობრუნების ინდიკატორები მოწოდებულია იმისათვის, რომ:
ტენდენციის ცვლილების ჩასახვისთანავე დროულად შეატყობინოს ტრეიდერს ამის შესახებ. ასეთი ინდიკატორების უმრავლესობას აქვს ხმოვანი სიგნალის გამოცემის ფუნქცია. ანუ როდესაც ინდიკატორის ალგორითმის მიხედვით ინდიკატორი ჩათვლის რომ დაიწყო ტრენდის შემობრუნება, მაშინ იგი გამოსცემს ხმოვან სიგნალს. გასაგები მომენტია, რომ ხმოვანი სიგნალის გასაგებად საჭიროა კომპიუტერს გააჩნდეს აუდიო აპარატურა. ეს საინტერესო ოფცია ტრეიდერს აძლევს საშუალებას დროულად მოახდინოს რეაგირება ჩამოყალიბებული ტენდენციის შესახებ.
გამოხატეთ თქვენი ემოცია
ბრავო
6
კარგია
2
ცუდია
0
Love
1
Sad
0
Haha
0
***
***
***
***