სარჩევი
ტრენდის შემობრუნების ინდიკატორები ტრეიდერს ეხმარებიან ტრენდის შემობრუნების მომენტის დროულად განსაზღვრაში. პრაქტიკულ ტრეიდინგში არსებობს 7-8 უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელთა გათვალისწინება აუციელებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერავითარ შედეგს ვერ მივიღებთ.
ზემოთხსენებულ ფაქტორებს შორისაა:
- ტრენდის მიმართულების სწორი განსაზღვრა;
- ტრენდის მიმართულების ცვლილების დროულად განსაზღვრა;
- ბაზარზე შესვლის ზუსტი წერტილის დადგენა;
- ბაზრიდან გამოსვლის ზუსტი წერტილის დადგენა;
ფაქტობრივად ამ სახის ყველა ინდიკატორი შექმნილია ყველასთვის ცნობილი და პოპულარული ინდიკატორების ბაზაზე, როგორებიცაა: Moving Average, MACD, RSI და Stochastic.
ყველა დანარჩენი ინდიკატორი, ზემოთ ჩამოთვლილი ინდიკატორების მოდიფიკაციებს წარმოადგენენ და ემსახურებიან რაიმე კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტას.
ტრენდის შემობრუნების ინდიკატორები – პრაქტიკული გამოყენება:
- ყიდვა – ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ბაზარზე დაღმავალი ტრენდია, ხოლო ინდიკატორი გვაძლევს სიგნალს იმის შესახებ, რომ არსებობს ტრენდის შემობრუნების შესაძლებლობა. პოზიცია იხსნება მას შემდგ რაც ინდიკატორთან ერთად თავად გრაფიკზეც ვხედავთ აღმავალი ტენდენციის დაწყებას;
- გაყიდვა – ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ბაზარზე აღმავალი ტრენდია, ხოლო ინდიკატორი გვაძლევს სიგნალს იმის შესახებ, რომ არსებობს ტრენდის შემობრუნების შესაძლებლობა. პოზიცია იხსნება მას შემდგ რაც ინდიკატორთან ერთად თავად გრაფიკზეც ვხედავთ დაღმავალი ტენდენციის დაწყებას;
სიგნალების გამოყენება ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ ტრენდის თანხვედრილად, ამასთან ერთად აუცილებლად გასათვალისწინებელია დროის ინტერვალი – ტაიმ ფრეიმი და კორექციის სიდიდე.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით