Relative Strength Index

Relative Strength Index, RSI; ძალის შედარებითი ინდექსი; Индекс Относительной Силы

Relative Strength Index, RSI (შედარებითი ძალის ინდიკატორი) – არის ფასის თანმდევი ოსცილატორი, რომელიც მერყეობს 0-დან 100-მდე დიაპაზონში. ამ ინდიკატორის ცნების შემოტანისას უ.უილდერი იძლეოდა რეკომენდაციას გამოყენებული ყოფილიყო 14 -იანი პერიოდის ვარიანტი. შემდგომში გავრცელდა ამ ინდიკატორის 9 და 25-იანი პერიოდების ვარიანტები.

ინდიკატორის ანალიზის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთიოდია განსხვავებების პოვნა, რომლის დროსაც ფასი ქმნის ახალ მაქსიმუმს, ხოლო RSI ვერ ახერხებს თავისი წინა მაქსიმუმის დონის გადალახვას. ასეთი განსხვავება მიუთითებს ფასის სავარაუდო შემობრუნებაზე. თუ ამის შემდეგ ინდიკატორი შემობრუნდება და ეშვება თავისი ფსკერის ქვემოთ, მაშინ იგი ამთავრებს ე.წ. “უშედეგო მოქნევას” (failure swing). ეს უშედეგო მოქნევა ითვლება ახლო პერიოდში მოსალოდნელ ფასის შემობრუნების დადასტურებად.
Relative Strength Index ინდიკატორის მუშაობის პრინციპი

Relative Strength Index

Relative Strength Index ინდიკატორის სიგნალები
  • მწვერვალი და ფსკერი – Relative Strength Index ინდიკატორის მწვერვალი, როგორც წესი ფორმირდება 70-იანი დონის ზემოთ, ხოლო ფსკერი 30-იანი დონის ქვემოთ. ამასთან როგორც წესი ისინი წინ უსწრებენ ფასის მიერ მწვერვალის და ფსკერის წარმოქმნას.
  • გრაფიკული მოდელები – Relative Strength Index ხშირად გამოსახავს გრაფიკულ მოდელს, როგორიცაა თავი და მხრები, სამკუთხედი, რომლებიც სავსებით შესაძლებელია არ გამოჩნდეს თვით ფასთა გრაფიკზე.
  • უშედეგო მოქნევა (წინააღმდეგობის და მხარდაჭერის დონეების გარღვევა) –ადგილი აქვს მაშინ, როდესაც Relative Strength Index ადის წინა მაქსიმუმზე მაღლა ან ეშვება წინა მინიმუმზე დაბლა.
  • წინააღმდეგობის და მხარდაჭერის დონეები – Relative Strength Index ინდიკატორის გრაფიკზე წინააღმდეგობის და მხარდაჭერის დონეები უფრო მკაფიოდ გამოისახება, ვიდრე ფასის გრაფიკზე.
  • განსხვავება –როგორც ზემოთ აღინიშნა განსხვავება ფიქსირდება მაშინ, როდესაც ფასი მიაღწევს ახალ მაქსიმუმს (მინიმუმს) მაგრამ იგი არ არის დადასტურებული RSI ინდიკატორის გრაფიკზე ახალი მაქსიმუმის (მინიმუმის) წარმოქმნით. როგორც წესი, ასეთ შემთვევებში ხდება ფასის კორექცია ინდიკატორის მოძრაობის მიმართულებით.

ინდიკატორი Relative Strength Index

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

ასევე დაგაინტერესებთ:

Williams Accumulation/Distribution

Williams Accumulation/Distribution, W_A/D; უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი; Индикатор накопления/распределения Уильямса

Williams Accumulation/Distribution W_A/D უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი წარმოადგენს ფასის პოზიტიური “დაგროვებითი” მოძრაობების და ფასის ნეგატიური “განაწილებითი” …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.