Moving Average Convergence Divergence

Moving Average Convergence/Divergence, MACD; მცოცავი საშუალოს კონვერგენცია/დივერგენცია; Схождение/Расхождение Скользящих Средних

Moving Average Convergence/Divergence, MACD ტენდენციის თანმდევი დინამიკური ინდიკატორია. იგი აჩვენებს ორ მცოცავ საშუალოს შორის თანაფარდობას.

ინდიკატორი MACD აიგება, როგორც ორი 12 და 26 პერიოდიანი ექსპონენციალური მცოცავი საშუალოს (EMA) შორის სხვაობა. იმისათვის, რომ მკაფიოდ განვსაზღვროთ ყიდვის და გაყიდვისთვის ხელსაყრელი მომენტები, MACD-ის გრაფიკზე დაიტანება ე.წ. სასიგნალო ხაზი – 9 პერიოდიანი მცოცავი საშუალო.

MACD ეფექტურია იმ პირობებში, როცა ბაზარი დიდი ამპლიტუდით მერყეობს სავაჭრო კორიდორში. MACD-ის ყველაზე მეტად გამოყენებადი სიგნალებია – გადაკვეთა, ყიდვა/გაყიდვის გაჯერებულობის მდგომარეობა და განსხვავება (დივერგენცია).
Moving Average Convergence/Divergence გადაკვეთა

MACD-ის მეშვეობით ვაჭრობის ძირითადი წესი აგებულია ინდიკატორის და მისი სასიგნალო ხაზის გადაკვეთაზე: როცა Moving Average Convergence/Divergence ჩადის თავისი სასიგნალო ხაზის ქვემოთ – გენერირდება გაყიდვის სიგნალი, ხოლო როცა ინდიკატორი ადის თავის სასიგნალო ხაზის ზემოთ – გენერირდება ყიდვის სიგნალი. აგრეთვე ყიდვა გაყიდვის სიგნალად ითვლება ნულოვანი ხაზის მიერ MACD-ის გადაკვეთა ზემოთ ან ქვემოთ.

Moving Average Convergence/Divergence გაჯერებული ყიდვა/გაყიდვის მდგომარეობა

ინდიკაორი გამოიყენება, როგორც გაჯერებული ყიდვა/გაყიდვის მაჩვენებელი ინდიკატორი. როდესაც მოკლე მცოცავი საშუალო გრძელ მცოცავ საშუალოზე ზემოთ მნიშვნელოვნად მაღლა ადის (ანუ MACD იზრდება), ეს ნიშნავს, რომ ფასი სავარაუდოდ გაზვიადებულია და მალე დაუბრუნდება რეალისტურ დონეს.

Moving Average Convergence Divergence

Moving Average Convergence/Divergence განსხვავება

როდესაც MACD-სა და ფასს შორის დიქსირდება განსხვავება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ არსებული ტენდენცია მალე დასრულდება. ხარის განსხვავება აღმოცენდება მაშინ, როდესაც MACD აღწევს ახალ მაქსიმუმებს, ხოლო ფასს არ შესწევს ძალა ამ მაქსიმუმების მიღწევისთვის. დათვის განსხვავება აღმოცენდება, მაშინ, როდესაც MACD აღწევს ახალ მინიმუმებს, ხოლო ფასს არ შესწევს ძალა ამ მინიმუმების მიღწევისთვის. განსხვავების ორივე სახეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაშინ როდესაც იგი ფორმირდება ყიდვა/გაყიდვის გაჯერებულობის ზონებში.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Williams Accumulation/Distribution

Williams Accumulation/Distribution, W_A/D; უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი; Индикатор накопления/распределения Уильямса

Williams Accumulation/Distribution W_A/D უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი წარმოადგენს ფასის პოზიტიური “დაგროვებითი” მოძრაობების და ფასის ნეგატიური “განაწილებითი” …