საუკეთესო ინდიკატორები

საუკეთესო ინდიკატორები

ინდიკატორების დიფერენციაციის თვალსაზრისით შეხვდებით ინდიკატორის დამახასიათებელ კატეგორიას – “საუკეთესო ინდიკატორები”, რაც ასეთი ეპითეტების ავტორების თვალსაზრისით იმას ნიშნავს, რომ ამ ინდიკატორების ალგორითმი საუკეთესოა და მათი გამოყენება ვაჭრობაში მხოლოდ და მხოლოდ დადებით რეზულტატებს იწვევს.

რაც ელექტრონული ტრეიდინგი არსებობს ყველა ცდილობს შექმნას საუკეთესო ინდიკატორი რათა მისმა სიგნალებმა ას პროცენტიანი რეზულტატი მოგვცეს, მაგრამ სამწუხაროდ და ასევე საბედნიეროდ, რა თქმა უნდა არავითარი საუკეთესო ინდიკატორი არ არსებობს. არ მოტყუვდეთ – ინდიკატორი ან ცუდია ან ნორმალური. საუკეთესო მხოლოდ ტრეიდერები არსებობენ.

ასევე ვერავითარ შემთხვევაში ვერ გირჩევთ ამდაგვარად რეკლამირებულ ინდიკატორში ფული გადაიხადოთ. ინდიკატორის ყიდვის შემთხვევაში მას უნდა მოყვებოდეს მხოლოდ ობიექტური დახასიათება, პარამეტრების, დადებითი და უარყოფითი თვისებების რეალური აღწერით.

მიუხედავად ზემოთ გამოთქმული სკეპტიციზმისა, ყველა ინდიკატორს აქვს არსებობის უფლება. მთავარია ე.წ. საუკეთესო ინდიკატორები დატესტოთ, გამოავლინოთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოთ გამოიყენებთ თუ არა მას ვაჭრობის პროცესში.

 

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

ასევე დაგაინტერესებთ:

ტრენდის ინდიკატორები

ტრენდის ინდიკატორები

“ტრენდის ინდიკატორები” – ფორექს ტერმინოლოგიაში ხშირად შეხვდებით ამ ტერმინს, რომელიც არის ინდიკატორის ერთ-ერთი კატეგორია, რომელიც …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.