არხის ინდიკატორი

არხის ინდიკატორი (ზოგადად)

არხის ინდიკატორი სავალუტო წყვილის გრაფიკზე ავტომატურ რეჟიმში ხაზავს არხებს. არხის საზღვრებს წარმოადგენს ორი პარალელური წრფე. ერთი მათგანი აერთებს მნიშვნელოვან მინიმუმებს და გვევლინება მხარდაჭერის ხაზად (დონედ), ხოლო მეორე აერთებს ფასურ მაქსიმუმებს და გვევლინება წინააღმდეგობის ხაზად (დონედ). ტრენდული არხის საზღვრები წარმოადგენს ბაზარზე შესვლისა და გამოსვლის საორიენტაციო არეებს.

არხის ინდიკატორის გამოყენება:

როგორც წესი, არხის ინდიკატორის გამოყენებით ვაჭრობა ხორციელდება ძირითადად ორი მარტივი მეთოდის მეშვეობით: შემობრუნების მეთოდით და გარღვევის მეთოდით.

  • გარღვევის მეთოდი გულისხმობს: თუ ფასი გაარღვევს მხარდაჭერის ან წინააღმდეგობის დონეს და გარკვეული დროის განმავლობაში გააგრძელებს გარღვევის მიმართულებით მოძრაობას, მაშინ არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ ტრენდი შემდეგაც გააგრძელებს ამ მიმართულებით მოძრაობას.
  • გარღვევაზე ორდერების გახსნა ხდება: გაყიდვა – მხარდაჭეის ხაზის გარღვევის შემთხვევაში; ყიდვა წინააღმდეგობის ხაზის გარღვევის შემთხვევაში.
  • შემობრუნებაზე ორდერების გახსნა ხდება: შედარებით სტაბილური მეთოდია და ფორექსის კლასიკად ითვლება, რადგან სტატისტიკის მიხედვით მაქსიმალურად მომგებიანია და ალგორითმიც უფრო ხშირად მართლდება.
არხის ინდიკატორის მუშაობის მაგალითი:

არხის ინდიკატორი (ზოგადად)

გრაფიკზე ინდიკატორის დაყენება ხდება სტანდარტული მეთოდებით, რომლის შემდეგად იგი ავტომატურად დაიწყებს არხების ხაზვას შესაბამის ტაიმ ფრეიმზე.

არხების გამოყენებით ვაჭრობის ძირითადი ასპექტია დარწმუნება იმაში, რომ ფასმა ჭეშმარიტად გაარღვია არხის საზღვარი, ან ჭეშმარიტად აისხლიტა მისგან. თუ ამ საკითხში დავრწმუნდით, მაშინ არხში ვაჭრობის მეთოდისა და თავად ამ არხის ინდიკატორი გამოყენების მარგი ქმედების კოეფიცენტი მაღალი იქნება.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ტრენდის ინდიკატორები

ტრენდის შემობრუნების ინდიკატორები

ინდიკატორების დიფერენციაციის თვალსაზრისით არსებობს ინდიკატორის დამახასიათებელი კატეგორია – “ტრენდის შემობრუნების ინდიკატორები”, რაც იმას ნიშნავს, რომ …