ტრენდის ინდიკატორები

ტრენდის ინდიკატორები

“ტრენდის ინდიკატორები” – ფორექს ტერმინოლოგიაში ხშირად შეხვდებით ამ ტერმინს, რომელიც არის ინდიკატორის ერთ-ერთი კატეგორია, რომელიც ჩემი აზრით არის, წმინდა წყლის პირობითი დაყოფა.

ფორექსზე ყველას აინტერესებს ტრენდი და არავის აინტერესებს “არატრენდი” ამიტომაც ყველა ინსტრუმენტი არის ტრენდის, მათ შორის ყველა ინდიკატორი წარმოადგენს ტრენდის ინდიკატორს.

ყველა ინდიკატორის პროგრამული შიგთავსის მიზანია ტრეიდერს დაანახოს ტრენდის ამჟამინდელი მიმართულება. რა თქმა უნდა ვხედავდეთ წარსულსაც. ხოლო ის თუ რა მოხდება მომავალში, ამის განსაზღვრა დამოკიდებულია ტრეიდერის გამოცდილებასა და სავაჭრო სტრატეგიის ალგორითმზე.

კლასიკურ ინდიკატორებს, რომლებიც სავაჭრო ტერმინალის საწყის კომპლექტშია, არ აქვთ თვისება ტრენდის მომავალი/პერსპექტიული მიმართულება უშუალოდ, ვიზუალურად დაგვანახონ. თუმცა არსებობს არასტანდარტული ინდიკატორები, რომელთა პროგრამული შიგთავსი ცდილობს ამ ამოცანის გადაწყვეტას.

ცალსახად იმის თქმა რომ პერსპექტიული ტრენდის ინდიკატორების მუშაობა უტყუარია, ან მცდარია – არ შეიძლება. ყველაფერი დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე და იმ პარამეტრებზე, რომლებითაც ხდება ამა თუ იმ ინდიკატორის კონფიგურირება.

გასათვლისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – ყველა ინდიკატორს აქვს გადახაზვის თვისება. ანუ ინდიკატორი მაინც ყოველთვის ფასს მიყვება.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ტრენდის ინდიკატორები

ტრენდის შემობრუნების ინდიკატორები

ინდიკატორების დიფერენციაციის თვალსაზრისით არსებობს ინდიკატორის დამახასიათებელი კატეგორია – “ტრენდის შემობრუნების ინდიკატორები”, რაც იმას ნიშნავს, რომ …