ვაჭრობა ტრენდის მიხედვით

ვაჭრობა ტრენდის მიხედვით

სავაჭრო ტაქტიკა – ვაჭრობა ტრენდის მიხედვით არის ყველაზე ეფექტური და ტრეიდერებს შორის ყველაზე გამოყენებადი ტაქტიკა. ამავე დროს, იგი საკმაოდ მარტივია. მთავარი სავაჭრო პირობაა გრაფიკზე კარგად გამოკვეთილი ტრენდის არსებობა. ტაქტიკის წარმატებული გამოყენებისათვის მნიშვნელოვანია რამდენიმე ქმედების განხორციელება.

ამასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს სტოპ ორდერების სწორად განთავსება, რომელიც კორექციის ზომასთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს, რათა კორექციამ დროზე ადრე არ დაგვიხუროს გარიგება.

  • პირველ რიგში უნდა განვსაზღვროთ წინააღმდეგობის და მხარდაჭერის დონეები, ამასთან ერთად უნდა განვსაზღვროთ დადასტურების ზონაც, რომელიც არხის მთლიანი სიგანის დაახlოებით 10%-ს წარმოადგენს;

ვაჭრობა ტრენდის მიხედვით

  • ბაზარზე შესვლა უნდა მოხდეს იმ მომენტში, როდესაც ფასი მიაღწევს თავის მინიმუმს ან მაქსიმუმს და წავა საპირისპირო მიმართულებით, მაგრამ არა უცებ, არამედ გარკვეული პერიოდის მოცდის შემდეგ, რათა დავრწმუნდეთ დადასტურებული ტრენდის არსებობაში;
  • გარიგების დადების წესები – მხარდაჭერის დონიდან უნდა მოხდეს ყიდვა, ხოლო წინააღმდეგობის დონიდან უნდა გავყიდოთ;

ამ წესების დაცვის შემთხვევაში, პროგნოზირებული მოგება შესაძლებელია იყოს არხის სიგანის 60%-70%. ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა წესს გააჩნია გამონაკლისი. ამ გამონაკლისებისაგან დაგვიცავს მხოლოდ სწორად განთავსებული სტოპ ორდერები.

ტრენდის მიხედვით ვაჭრობა უნდა განხორციელდეს მხოლოდ, გარკვეულ/შერჩეულ ტაიმფრეიმზე მკვეთრად გამოხატული ტრენდის პირობებში.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ზოგადი სავაჭრო ტაქტიკა

ზოგადი სავაჭრო ტაქტიკა

მანამ ზოგად სავაჭრო ტაქტიკას გამოიყენებდეთ, საჭიროა შეადგინოთ მკაფიო გეგმა, რომელშიც უნდა განსაზღვროთ ფასი, რომლის მიღწევის …