ფორექსზე, ისევე როგორც სხვა საფინანსო ბაზრებზე ვაჭრობა წარმოუდგენელია კარგად დამუშავებული ტრეიდინგის სტრატეგიების გარეშე.
მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი მაღალი და სტაბილური შემოსავლის მიღება. ტიპების მიხედვით, არსებობს ტრეიდინგის რამდენიმე ძირითადი სტრატეგიები, რომელთა გამოყენებითაც მუშაობენ პროფესიონალი ტრეიდერები.
თითოეულ ვარიანტს აქვს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები. სწორედ ამ ნიუანსების შესახებ ვისაუბრებთ ამ სტატიაში.
- უპირატესობები – ერთი სავაჭრო ოპერაციისგან მაქსიმალური მოგების მიღების შესაძლებლობა, რადგან მიმდინარე ტრენდი შესაძლებელია არსებობდეს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. დამახასიათებელია დაბალი რისკიანობა და გამოყენების სიმარტივე.
- ნაკლოვანებები – ფლეტის დროს, ამგვარი სტრატეგიების გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია. მოგების მიღებისათვის საჭიროა ბაზრის მაღალი ვოლატილობა.
პრაქტიკული გამოყენებისათვის საჭიროა, შერჩეულ სავაჭრო ტაიმფრეიმზე, ფასის მოძრაობის მიმართულების ზუსტი განსაზღვრა, ასევე არსებული ტენდენციის ძალის გამოვლენა.
ტრენდის მიმართულების განსაზღვრა შესაძლებელია როგორც ვიზუალურად, ასევე ტრენდული ინდკატორების მეშვეობითაც.
- უპირატესობები – ერთი სავაჭრო ორდერის მაღალი შემოსავლიანობა. გადადებული ორდერებით ვაჭრობის შესაძლებლობა.
- ნაკლოვანებები – ტრენდის ცრუ შემობრუნებების ხშირი შემთხვევები (შემობრუნების ნაცვლად ხდება კორექცია).
შემობრუნების წერტილების დაფიქსირების ერთ-ერთი მეთოდის მიხედვით, მათი გამოვლენა ხდება გრაფიკული ანალიზის ფიგურების ან ინდიკატორების მეშვეობით.
იმისათვის, რომ ვივაჭროთ სიახლეებზე, საჭიროა მთავარი ეკონომიკური მოვლენებისადმი თვალყურის დევნება – ფორექს კალენდარის გამოყენებით, ხოლო მისი მონაცემების საფუძველზე საჭიროა აიგოს ვაჭრობის შესაბამისი გეგმა. აღნიშნულის განხორციელება, აგრეთვე შესაძლებელია სავაჭრო ტერმინალში სიახლეების ინდიკატორის ინსტალაციის შედეგადაც, რომელიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს გამოქვეყნებული სიახლის მნიშვნელობა, აგრეთვე ისეთი სიახლეებითაც ვაჭრობა, რომლებიც არ არის მითითებული ფორექს კალენდარში.
როდესაც შევამჩვნევთ ფასის უკუსვლას – ვხურავთ ორდერს.
- უპირატესობები – გამოქვეყნებულ სიახლეზე ფასის რეაქციის მაღალი პროგნოზირებადობა და ვაჭრობის ალგორითმის სიმარტივე.
- ნაკლოვანებები – ტრენდული მოძრაობის მოკლევადიანობა და ფასის უეცარი კორექციის (უკუსვლის) მაღალი ალბათობა.
გარდა ჩემოთვლილი ვარიანტებისა, არსებობს ტრეიდინგის სხვა მეთოდები და ფორექს სტრატეგიები, რომელთა შესახებაც საუბარი გვექნება სხვა სტატიებში.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით