ზარალის შემცირების ტაქტიკა განკუთვნილია ტრენდის მყისიერი შემობრუნბის შედეგად მიღებული ზარალის კომპენსაციისთვის.
ამ ტაქტიკის უფრო ზუსტი სახელია – ზარალის ფიქსირების ტაქტიკა, ვინაიდან იგი შესაძლებლობას იძლევა გავყინოთ ფინანსური რეზულტატი და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება შემდგომი მოქმედებების განხორციელების შესახებ.
მას შემდეგ, რაც გახსენით პირველი პოზიცია და მოხდა ტრენდის მოძრაობის მიმართულების მყისიერი ცვლილება, მაშინ უნდა გაიხსნას, პირველი ორდერის საპირისპირო მიმართულების მეორე ორდერი.
თუ, ამასთან ერთად ბაზარზე არსებობს საკმაოდ ძლიერი სიგნალები, რომლებიც მიუთითებენ ტრენდის, მომგებიანი ორდერის მიმართულებით მოძრაობის შემდგომ გაგრძელებაზე, მაშინ შესაძლებელია ზარალიანი ორდერის დახურვა, ხოლო მომგებიანი ორდერით უნდა დაველოდოთ მოგების საჭირო დონეს.
ამიტომ ასეთი ტაქტიკის გამოყენებისას საჭიროა, ფასის მოძრაობის მიმართულების ზუსტი პროგნოზირება. ზარალიანი პოზიციის დახურვა ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პროგნოზში 100 პროცენტით ხართ დარწმუნებული.
აღწერილი ტაქტიკის შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხავთ სტატიაში – პოზიციების ლოკირება ფორექსზე.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით