ფორექსის ჟარგონზე დეპოზიტის სწრაფი ტემპით დაგროვებას – დეპოზიტის აჩქარებას უწოდებენ.
ძირითადი პრობლემა, რომელსაც დამწყები ტრეიდერი აწყდება ფორექსზე მოსვლის შემდეგ, არის სავაჭრო თანხის არასაკმარისი რაოდენობა.
საწყისი სავაჭრო კაპიტალის დაგროვების რამდენიმე მეთოდი არსებობს, თუმცა თითოეულ მათგანს გარკვეული სირთულეები გააჩნია. ამიტომ საკუთარი ბალანსის გაზრდის ერთ-ერთი ყველაზე ნორმალური მეთოდია საკუთარი დეპოზიტის აჩქარება (აჩქარებული აკრეფა/ზრდა).
თავდაპირველად ჩამოაყალიბეთ ამოცანა, რის მიღწევასაც აპირებთ. ასეთი ტაქტიკით მუდმივად ვაჭრობა არა რეალურია იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან სრულად გაასხამთ დეპოზიტს და დაწყება კვლავ ნულიდან მოგიწევთ. ამიტომ არ გამოიჩინოთ სიხარბე და მაქსიმალური მიზნად დაისახეთ, თქვენს ხელთ არსებული საწყისი კაპიტალის 1000 %-იანი ზრდა. ამგვარი რეზულტატის მიღწევა შესაძლებელია, ფორექსზე რამდენიმე დღიანი წარმატებული მუშაობით.
დეპოზიტის აჩქარება – მაგალითი:
ვაჭრობა მოგიწევთ სკალპინგის მეთოდით, 1:500 საკრედიტო მხარის გამოყენებით, სავალუტო წყვილი ნებისმიერი, თუმცა ჩვენ ავირჩიოთ EUR/USD, საწყის კაპიტალად პირობითად მივიჩნიოთ 100 აშშ დოლარი, ეს საშუალებას იძლევა სავაჭრო პოზიციები გავხსნათ 0,3 სტანდარტული ლოტით, რომელიც ფასის სასურველი მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში მოგვცემს 3 დოლარს ყოველი პუნქტიდან.
ტრეიდინგის ეფექტურობის ზრდისთვის სასურველია ვივაჭროთ ბროკერებთან, რომლებსაც გააჩნიათ მინიმალური სპრედი. ეს საშუალებას მოგვცემს შევამციროთ დროის პერიოდი, რომელიც საჭიროა საბოლოო რეზულტატის მიღწევისათვის.
- ვაჭრობა მიმდინარეობს ყველაზე დაბალ ტაიმფრეიმებზე М1 და М5, ამასთანავე არ დაგავიწყდეთ, არჩეულ ტაიმფრეიმებზე არსებული ტრენდის მიმართულება შევადაროთ ძირითადი ტრენდის მიმართულებასთან Н1 ტაიმფრეიმზე;
- ბაზარზე შესვლის წერტილების მოსაძებნად, შესაძლებელია გამოვიყენოთ ფასური არხი და სტოჰასტიკური ინდიკატორის მაჩვენებელი. ორდერი იხსნება იმ შემთხვევაში, როდესაც ფასი, კორექციის შემდეგ იწყებს მოძრაობას ტრენდის ძირითადი მიმართულების თანხვედრილად, აღნიშნული სიტუაცია კარგად ჩანს ფასური არხის აგების შემდეგ. დამატებით ორიენტირად გვევლინება სტოჰასტიკის ინდიკატორის მაჩვენებელი. ინდიკატორთან მუშაობა აღწერილია სტატიაში სტოჰასტიკური ოსცილატორი;
- სავაჭრო პოზიციის ხანგრძლივობა რამდენიმე წუთს შეადგენს მანამდე, სანამ მივიღებთ 4-5 პუნქტის ოდენობის მოგებას. თუ მოგება აგრძელებს ზრდას, მაშინ ორდერის დახურვა შესაძლებელია მოგვიანებითაც, ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს უნარებზე და არსებულ სიტუაციაზე;
- დეპოზიტის გაორმაგების შემდეგ, სავაჭრო მოცულობა გაზარდეთ 0,5 სტანდარტულ ლოტამდე, ან თქვენი დეპოზიტის შესაბამისად;
- მას შემდეგ, რაც სასურველ რეზულტატს მიაღწევთ, გადადით უფრო ნაკლებად რუსკიანი ვაჭრობის მეთოდზე, რისთვისაც სავაჭრო მოცულობა შეამცირეთ 0,1 სტანდარტულ ლოტამდე (ჩვენი მაგალითის შემთხვევაში, როდესაც დეპოზიტი მიაღწევს 1 000 აშშ დოლარს) და გადაერთეთ უფრო ხანგრძლივპერიოდიან ტაიმფრეიმებზე და შესაბამისად გაზარდეთ სავაჭრო პოზიციის ხანგრძლივობის პერიოდი;
აუცილებლად უნდა გახსოვდეთ სამი რამ:
- ზემოთაღწერილი სკალპინგური ტაქტიკა ძალიან რისკიანია და ტრეიდერისგან მოითხოვს შესაბამის ცოდნას, გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს;
- სკალპინგურ ვაჭრობას თან ახლავს ფსიქოლოგიური სტრესი;
- ორდერები შემთხვევით, ზერელედ, გაუთვითცნობიერებლად არ იხნება, სასურველია ზედაპირულად მაინც ფლობდეთ სიტუაციას ბაზარზე;
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით