ზოგადი სავაჭრო ტაქტიკა

ზოგადი სავაჭრო ტაქტიკა

მანამ ზოგად სავაჭრო ტაქტიკას გამოიყენებდეთ, საჭიროა შეადგინოთ მკაფიო გეგმა, რომელშიც უნდა განსაზღვროთ ფასი, რომლის მიღწევის მომენტში გახსნით პოზიციას და სტოპ-ლოსისა და თეიკ-პროფიტის რაოდენობრივი პარამეტრები.

ამის შემდეგ, თვალყურს ვადევნებთ და ვაანალიზებთ ბაზარს და ველოდებით ბაზარზე შესვლის პოზიციას. მას შემდეგ, რაც ფასი მიაღწევს საჭირო წერტილს, ვხსნით პოზიციას. სასურველია შესვლა განვახორციელოთ ფასის პერსპექტიული მოძრაობის ტენდენციის გაანალიზების შემდეგ. ამასთან ერთად, მკაფიო წარმოდგენა უნდა გვქნდეს იმაზე, თუ რა ზარალის მიღწევის შემდეგ უნდა დაიხუროს პოზიცია და მკაცრად უნდა დავიცვათ გეგმა. არ უნდა ველოდოთ ტრენდის შემობრუნებას, ვინაიდან ამ ცდაში შესაძლებელია მინუსმა საერთოდ შეჭამოს თქვენი დეპოზიტი.

ზარალისგან განსხვავებით შესაძლებელია თეიკ-პროფიტის რეგულირება მისი თანდათანობით წინ გადაწევის მეშვეობით და როცა კი ფასი წამოვა საწინააღმდეგო მიმართულებით, თქვენ დახურავთ პოზიციას მაქსიმალურად დადებითი შედეგით.
ზოგადი სავაჭრო ტაქტიკა – ძირითადი წესები:
  • ეცადეთ ვაჭრობა განახორციელოთ ფასური არხების საზღვრებთან;
  • პოზიცია გახსენით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ფასის მოძრაობის საკმარისი საფუძველი;
  • მკაცრად განსაზღვრეთ სტოპ-ლოსის რაოდენობრივი პარამეტრი;
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

ასევე დაგაინტერესებთ:

ზარალის შემცირების ტაქტიკა

ზარალის შემცირების ტაქტიკა

ზარალის შემცირების ტაქტიკა განკუთვნილია ტრენდის მყისიერი შემობრუნბის შედეგად მიღებული ზარალის კომპენსაციისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.