გარღვევაზე ვაჭრობის ძირითადი პრინციპები

გარღვევაზე ვაჭრობის ძირითადი პრინციპები

ტრეიდინგის ეს ვარიანტი ფართოდ გავრცელებული და ტრეიდერების წრეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი მეთოდია, მათ შორის ჩემთვისაც.

ამ მეთოდით მუშაობის დროს ყველაზე კარგი ინტრუმენტია გადადებული ორდერების გამოყენება. ვაჭრობის სხვა მეთოდებთან შედარებით, გარღვევაზე ვაჭრობა უფრო მარტივია და მოიცავს გრაფიკზე შესაბამისი დონეების აღმოჩენას და მათზე გადადებული ორდერების დაყენებას. ამის შემდეგ კი მხოლოდ მოცდა დაგვრჩენია, სანამ ისინი ამოქმედდებიან.

გარღვევაზე ვაჭრობას გააჩნია უფრო მეტი უპირატესობები, ვიდრე სტანდარტული სახეობების ტრეიდინგს. პირველ რიგში ტრეიდერის მინიმალური კვალიფიკაცია და ამ ვარიანტით დამწყებ ტრეიდერსაც კი შეუძლია წარმატებული ვაჭრობა.

ოღონდ ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი მაინც არსებობს – სწორად უნდა განისაზღვროს გადადებული ორდერების დაყენების წერტილები, და შესაბამისად სტოპ ლოსის და ტეიკ პროფიტის დაყენების წერტილები.

გარღვევაზე ვაჭრობის ძირითადი პრინციპები – ბაზარზე შესვლის წერტილების ვარიანტები:

პირველ რიგში უნდა ააგოთ ფასური არხი, ან ტრენდული ხაზი. ფასის მიერ, ფასური არხის საზღვრების, ან ტრენდული ხაზის გადალახვა არის ორდერების დაყენების ორიენტირი.

ყიდვის პოზიცია იხსნება მას შემდეგ, რაც ფასი გაარღვევს მხარდაჭერის ხაზს და გაივლის არანაკლებ 10-15 პუნქტს, უმჯობესია თუ სავაჭრო ტაიმფრეიმზე ფასი დაიხურება აღნიშნული ხაზის ზემოთ. გაყიდვის პოზიცია კი იხსნება იმ შემთხვევაში, თუ ფასმა გაარღვია წინააღმდეობის ხაზი და გაიარა 10-15 პუნქტი, უმჯობესია თუ სავაჭრო ტაიმფრეიმზე ფასი დაიხურება აღნიშნული ხაზის ქვემოთ. როგორც წესი, სტოპ ლოსი დგება 15-20 პუნქტის მანძილზე გარღვევის საპირისპიროდ.

გარღვევაზე ვაჭრობის ერთადერთი ნაკლია ცრუ გარღვევები, ამიტომ სტოპ ლოსის ამუშავება შესაძლებელია მაშინ, როდესაც ჭეშმარიტი გარღვევის ნაცვლად, საქმე გვაქვს ცრუ გარღვევასთან. თუმცა ამ შემთხვევაში შესაძლებელია ორდერის შემობრუნების ტექნოლოგია გამოვიყენოთ და გარღვევის ნაცვლად ასხლეტის მეთოდით ვიმუშავოთ.

გარღვევაზე ვაჭრობის ძირითადი პრინციპები

  • წერტილების ფსიქოლოგია – ასეთ წერტილებს მიეკუთბნება მრგვალი რიცხვები (1.3000, 1.350, 0.9000, 0.9200 და ა.შ.). ამ ნიშნულების გარღვევა ხშირად ტრენდის მიმართულების გაგრძელებაზე, ხოლო მათთან ასხლეტა ტრენდის შემობრუნებაზე მიგვითითებს. შემობრუნების თვალსაზრისით გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ შემობრუნება უფრო ხშირად მაშინ ხდება, როდესაც ფასი, ფსიქოლოგიური წერტილიდან მინიმუმ ორჯერ მაინც აისხლიტა.

ამასთან ერთად გასათვალისწინებელია ფასის ქცევის ასეთი ალგორითმიც: მაგალითად თუ, სავალუტო წყვილზე EUR/USD ფასი ერთი კვირის განმავლობაში მივიდა ნიშნულებთან: 1.2990, 1.2985, 1.2995, მაშინ მნიშვნელოვან დონედ გვევლინება 1.3000 ნიშნული, რომლის გარღვევის შემდეგ შესაძლებელია დაიგეგმოს საკმაოდ მომგებიანი ორდერი.

  • მნიშვნელოვანი დონეები – მათი განსაზღვრა შესაძლებელია სავალუტო წყვილის გრაფიკის ვიზუალური ანალიზის მეშვეობით. ასეთი დონეებია ის არეები, სადაც ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით, ფასი ყველაზე ხშირად ტრიალდებოდა ხოლმე საპირისპირო მიმართულებით. ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი, რომ ამ წერტილებში მრგვალი რიცხვები მდებარეობდნენ.

დონეები ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ მათი გარღვევა მიუთითებდეს, საპირისპირო მიმართულებით ფასის შემობრუნებაზე. ანუ, თუ მიმდინარე მომენტში ფიქსირდება აღმავალი ტრენდი, მაშინ მნიშვნელოვანი დონე უნდა მდებარეობდეს მის ქვემოთ, ანუ იქ სადაც ადრინდელმა დაღმავალმა ტრენდმა შეიცვალა მიმართულება, გაარღვია ეს დონე და გარდაიქმნა აღმავალ ტრენდად.

  • დროის მონაკვეთის გარღვევა – საკმაოდ გავრცელებული მეთოდია, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია, ფასის საკმაოდ მკვეთრი მოძრაობის დაჭერა. რეკომენდებულია, რომ ამ შემთხვევაში ორდერები გაიხსნას მხოლოდ ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით. ორდერების განთავსების მთავარ სიგნალად გვევლინება ფასის მკვეთი მოძრაობა.

პირველ რიგში განვსაზღვრავთ ტრენდის მოძრაობის სიჩქარეს, მაგალითად 15-20 პუნქტი საათში, შემდეგ ვდებთ ორდერს დაახლოვებით 30 პუნქტის ოდენობით – ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით. ამასთან ერთად მის არსებობას ვზღუდავთ ერთი საათით.

ეს არის გარღვევაზე ვაჭრობის ძირითადი პრინციპები, ხოლო გამოყენების ვარიანტები მრავალნაირია. გარღვევაზე ვაჭრობას საკმაოდ კარგი რეზულტატები აქვს იმ შემთხვევაში თუ სწორად განსაზღვრავთ მნიშვნელოვან დონეებს და სწორად დააყენებთ სტოპ ორდერებს.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ზოგადი სავაჭრო ტაქტიკა

ზოგადი სავაჭრო ტაქტიკა

მანამ ზოგად სავაჭრო ტაქტიკას გამოიყენებდეთ, საჭიროა შეადგინოთ მკაფიო გეგმა, რომელშიც უნდა განსაზღვროთ ფასი, რომლის მიღწევის …