ფასის არხები - აგების წესები და ვაჭრობის თავისებურებები

ფასის არხები – აგების წესები და ვაჭრობის თავისებურებები

ფასის არხებში ვაჭრობა მიეკუთვნება ფორექსზე ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სტრატეგიებს. მისი პოპულარობა განპირობებულია არხების აგების შედარებით მარტივი პრინციპებით და საკმაოდ ეფექტური მუშაობით.

ალბათ შეამჩნევდით, რომ ფასი არ მოძრაობს სწორხაზოვნად, მისი მოძრაობა ზიგზაგურია, იგი ხან ზევით მიიწევს, ხან ქვემოთ და პირიქით – ტრენდის მოძრაობის მიმართულების შესაბამისად.

ამასთან ერთად, დროის ყველა მონაკვეთზე არის რხევის საკუთარი ამპლიტუდა, სწორედ ეს ამპლიტუდა გვევლინება ფასის არხის როლში. ამიტომ, ვაჭრობისთვის სავალუტო წყვილის არჩევისას, პირველ რიგში საჭიროა გავითვალისწინოთ მისი ვოლატილობა.

ფასის არხი შემოსაზღვრულია ორი ხაზით, რომელთაც არხის საზღვრებს უწოდებენ. ქვედა საზღვარს მხარდაჭერის ხაზი, ხოლო ზედას – წინააღმდეგობის ხაზი.

არხის აგება ხდება შემდეგი პრინციპით: მხარდაჭერის ხაზი აერთიანებს, დროის არჩეულ მონაკვეთზე, ყველაზე მნიშვნელოვან მინიმუმებს, ხოლო წინააღმდეგობის ხაზი აერთიანებს, დროის იმავე მონაკვეთის ყველაზე მნიშვნელოვან მაქსიმუმებს.

აგებული არხის სიგანე პირდაპირკავშირშია ტაიმფრეიმის სიდიდესთან, რაც უფრო დიდია ტაიმფრეიმი – მით უფრო ფართეა არხი და პორიქით.

ფასის არხის აგება შესაძლებელია, როგორც ხელით, ასევე არხის სპეციალური ინდიკატორების მეშვეობით. არხის აგების მექანიკური მეთოდი არა მხოლოდ თვით პროცესის დაჩქარების, არამედ ახალი მონაცემების შესაბამისად – არხის საზღვრების დინამიურ ცვლილების საშუალებასაც იძლევა.

ფასის არხები - აგების წესები და ვაჭრობის თავისებურებები

მას შემდეგ, რაც ჩამოვყალიბდით ტაიმფრეიმთან დაკავშირებით და ავაგეთ არხი, უკვე შესაძლებელია გადავიდეთ პრაქტიკულ ვაჭრობაზე.

ფასის არხში ვაჭრობის სტრატეგიები

არსებობს ორი ყველაზე პოპულარული, ფასის არხში ვაჭრობის სტრატეგია – რომელთა ალგორითმია: 1) საზღვრის გარღვევა. 2) საზღვართან ფასის უკუსვლა.

1) საზღვრის გარღვევა.

საზღვრის გარღვევაზე ვაჭრობა ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ წინააღმდეგობის ან მხარდაჭერის დონის გარღვევის შემდეგ, ფასი მაღალი ალბათობით გააგრძელებს მოძრაობას იმავე მიმართულებით. ამიტომ ამ შემთხვევაში ორდერი იხსნება გარღვევის თანმხვედრი მიმართულებით.

მაგალითად, თუ გარღვეულია მხარდაჭერის ხაზი, მაშინ უნდა გაიხსნას გაყიდვის ორდერი და პირიქით, თუ გარღვეულია წინააღმდეგობის ხაზი, მაშინ უნდა გაიხსნას ყიდვის პოზიცია.

გარღვევაზე ვაჭრობისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა წესს ახასიათებს გამონაკლისები. ჩვენს შემთხვევაში ასეთი გამონაკლისია ცრუ გარღვევა. მისი ალბათობა საკმაოდ მაღალია, ამიტომ სანამ შეხვალთ ბაზარზე, საჭიროა დარწმუნდეთ, რომ გარღვევა ნამდვილია. ამისათვის დაელოდეთ, სანამ ფასი გარღვევის შემდეგ გაივლის 5-10 პუნქტს მაინც და მხოლოდ ამის შემდეგ გახსენით ორდერი.

ფასის არხები - აგების წესები და ვაჭრობის თავისებურებები

2) საზღვართან ფასის უკუსვლა.

უკუსვლაზე ვაჭრობა ეფუძნება არხში ფასის მოძრაობის თვისებას. ვაჭრობა ბაზირებულია დერეფნის სიგანეზე. თუ მოძრაობის დიაპაზონი საკმაოდ განიერია, მაშინ ორდერების გახსნა შესაძლებელია, როგორც ტრენდის მიმართულებით, ასევე მის საწინააღმდეგოდ. თუმცა ამ უკანასკნელის დროს ორდერის რისკის მაჩვენებელი უფრო მაღალია.

სტრატეგიების ძირითადი წესი მდგომარეობს შემდეგში – ყიდვის ორდერი იხსნება მხარდაჭერის ხაზთან, ხოლო გაყიდვის ორდერი იხნება ფასის შემობრუნებისას წინააღმდეგობის ხაზთან.

არსებობს ფასის არხების და არხებში ვაჭრობის მრავალი სხვადასხვა ვარიანტი, მაგრამ ტრეიდინგის დროს მთავარი ის კი არ არის, რამდენად რთული იქნება თქვენს მიერ შედგენილი ტექნიკური ანალიზი და გამოყენებული სტრატეგია, არამედ რამდენად ეფექტურად გამოიყენებთ მას ვაჭრობისას.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ტრეიდინგის ძირითადი საფრთხეები

ტრეიდინგის ძირითადი საფრთხეები

არსებობს ტრეიდინგის ძირითადი საფრთხეების ცნება. დამწყები ტრეიდერების უმრავლესობას, რომლებიც ზერელედ ეკიდებინ ფორექსს, წარმოდგენა არ აქვთ, …