ფორექს ტრეიდინგის ვარიანტები

ფორექს ტრეიდინგის ვარიანტები

ფორექსის სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის მრავალი ვარიანტი არსებობს. ყოველი მათგანი ერთმანეთისგან განსხვავდება პროცესით, რისკით და დროის დანახარჯებით. ზოგიერთი ვარიანტი საჭიროებს დამატებით ინვესტირებას, ხოლო ზოგიერთი კი ტრეიდერისგან მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას.

საერთო ჯამში ტრეიდინგი იყოფა რამდენიმე ჯგუფად:
  • დამოუკიდებელი ვაჭრობა (კლასიკური ვარიანტი);
  • ავტომატური ვაჭრობა;
  • ვაჭრობა სიგნალების მიხედვით;
  • ვაჭრობა ორდერების კოპირებით;
  • 1. კლასიკური (დამოუკიდებელი) ვაჭრობა – ტრეიდინგის ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ვარიანტია. ვაჭრობა მიმდინარეობს სტანდარტულ სავაჭრო ტერმინალში, ხორციელდება ბაზრის დამოუკიდებლი/სუბიექტური ანალიზი, რომლის შედეგადაც იხსნება ორდერები. ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ ტრეიდერის კვალიფიკაციაზე და ცოტაოდენ – იღბალზე.

ამ მეთოდის უარყოფითი მხარეა დროის დიდი დანახარჯები და სუბიექტურობა, რომელიც თან სდევს ტექნიკურ ანალიზს. ყველა ტრეიდერი ბაზარს ხედავს თავისი შეხედულებისამებრ.

  • 2. ავტომატური ტრეიდინგი (ავტოტრიდინგი) – მიმდინარეობს სპეციალური სკრიპტების მეშვეობით. ეს პროგრამები საკუთარ თავზე იღებენ ტრეიდერის მთლიან მუშა პროცესს. მრჩევლები შესაბამისი პარამეტრების მეშვეობით, დამოუკიდებლად ახორციელებენ ბაზრის ანალიზს, პოულობენ ბაზარზე შესვლის ყველაზე მომგებიან წერტილებს და ხსნიან ორდერებს, რომლებიც ასევე მათივე (პროგრამების) კონფიგურაციების მიხედვით იხურება. ავტოტრეიდინგის პროგრამებში პარამეტრების შეყვანა ხდება თავად ტრეიდერების მიერ თავიანთი შეხედულებისამებრ, რომელიც როგორც წესი ისტორიულ მონაცემებზე ტესტირების შედეგად უნდა იქნას მიღებული, ან მრჩევლის/პროგრამის მწარმოებელმა თავად უნდა მიაწოდოს ტრეიდერს.

არსებობს ავტომატური ტრეიდინგის ორი ვარიანტი: ფორექს მრჩევლების მეშვეობით და პროგრამა-ტერმინალის მეშვეობით, რომელთა შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია Zulu Trade – ამ პროგრამასთან ბევრი ბროკერი მუშაობს.

პირველ ვარიანტში, სასურველ მრჩეველს ტრეიდერი თავად აყენებს სავაჭრო ტერმინალში. ასევე ცვლის მის პარამეტრებს შეხედულებისამებრ/ტესტირების მიხედვით, ან ინსტრუქციის თანახმად, რომელიც როგორც წესი, ყველა მრჩეველს კომპლექტში მოყვება, ან აღწერილია საიტზე, საიდანაც ტრეიდერი გადმოიწერს ან იყიდის ამა თუ იმ მრჩეველს.

მეორე ვარიანტში, კომპიუტერში ინსტალირდება ავტომატური ტერმინალი, ხოლო შემდეგ კონფიგურაცია ყენდება სიგნალების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ ტერმინალი Zulu Trade, ან მისგან მიღებული სიგნალები ფასიანია, რაც მისი ეფექტურობის იმედს ზრდის. არსებობს Zulu Trade საცდელი პერიოდით გამოყენების შესაძლებლობა, რათა ტრეიდერი დარწმუნდეს მის ეფექტურობაში.

მრჩევლებით ვაჭრობის ეფექტურობა მთლიანად დამოკიდებულია თავად პროგრამის ალგორითმზე და პარამეტრების სწორ კონფიგურირებაზე. მრჩევლები ძირითადად მუშაობენ ტექნიკური ანალიზის საფუძველზე, სადაც დომინირებულია ინდიკატორები.

  • 3. ვაჭრობა ორდერების კოპირებით – ვაჭრობის ეს ვარიანტი არც თუ დიდი ხანია არსებობს. ამ სტილის მსურველი, საბროკერო კომპანიის შესაბამის სიაში ირჩევს საურველ, როგორც წესი წარმატებულ მმართველ ტრეიდერს. მმართველი ტრეიდერის შედეგები გამოყვეყნებულია აღნიშნულ სიაში. მმართველი ტრეიდერის არჩევისა და შესაბამისი ტექნოლოგიური ფუნქციის ჩართვის შემდეგ იწყება კოპირების პროცესი. თქვენი ტერმინალი დაიწყებს მმართველი ტრეიდერის ორდერების კოპირებას. აღსანიშნავია, რომ თქვენი დეპოზიტი და მასზე არსებული თანხა იმყოფება თქვენი სრული კონტროლის ქვეშ. აღსანიშნავია, რომ კოპირების პროცესში კოპირდება არა მხოლოდ წარმატებული გარიგებები, არამედ მმართველი ტრეიდერის ყველა დაშვებული შეცდომაც.

ამ სისტემის მეორე ვარიანტიც არსებობს, როდესაც თქვენ კუთვნილ სადეპოზიტო თანხაზე კონტროლი მთლიანად გადაეცემა მმართველ ტრეიდერს და მის უსაფრთხოებაზე სრულად პასუხისმგებელია საბროკერო კომპანია. მაგრამ ეს პასუხისმგებლობა არ ნიშნავს იმას რომ წამგებიანი სავაჭრო პოზიციები თქვენ დეპოზიტზე არ აისახება.

ორივე შემთხვევაში მმართველ ტრეიდერს თქვენი დეპოზიტიდან ერიცხება საკომისიო გასამრჯელო წარმატებული (შესაძლებელია წარუმატებელი ოპერაციებისათვის – გააჩნია დადებულ ხელშეკრულებას).

  • 4. ვაჭრობა სიგნალების მიხედვით (SMS სიგნალები) – არსებობს მრავალი ანალიტიკური კომპანია, რომლებიც მუდმივ რეჟიმში აანალიზებენ სავალუტო ბაზარს და პროგნოზირებენ ამა თუ იმ ვალუტის კურსს. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მათგან იყიდოთ სიგნალების დაგზავნის მომსახურება – ორდერების გახსნის სიგნალები. ამ სერვისის მეშვეობით შესაძლებლობა გექნებათ გახსნათ სავაჭრო პოზიციები, რეგისტრატორი კომპანიიდან, თქვენ მობილურ ტელეფონზე გამოგზავნილი SMS გზავნილის შესაბამისად. სიგნალების მართვა შესაძლებელია პირდაპირ სავაჭრო ტერმინალიდან.

სერვისის ფასი დამოკიდებულია სიგნალების სიზუსტის სტატისტიკაზე, ამიტომ სანამ გამოიწერთ ამ სერვისს ერთმანეთს შეადარეთ ფასი და დაგეგმილი მოგების მოცულობა.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ტეიკ პროფიტის დაყენების წესები

ტეიკ პროფიტის დაყენების წესები

ტრეიდინგის უმთავრესი ამოცანაა მოგების მიღება, ამისათვის საჭიროა მომგებიანი ორდერის დახურვის სწორი წერტილის, ანუ ტეიკ პროფიტის …