რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ გავხდეთ ტრეიდერი

რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ გავხდეთ ტრეიდერი

ბევრი ადამიანისათვის ტრეიდინგი საიდუმლოებებით მოცული სფეროა, ზოგიერთის წარმოდგენებით, კი იმისათვის, რომ ფორექსის ბირჟაზე იმუშაო/ითამაშო საკმარისია მხოლოდ შესაბამისი თანხის ქონა, თანაც რაც უფრო მეტია ეს თანხა – მით უკეთესი.

როგორც წესი, ფორექსისადმი ამგვარი მიდგომა მთავრდება დეპოზიტის სრული დაკარგვით უახლოეს ერთ კვირაში და რა თქმა უნდა წარუმატებლობის ყველა მიზეზი და ბრალდება ბროკერისკენაა მიმართული.

იმისათვის რომ გახდე პროფესიონალი ტრეიდერი საჭიროა სწავლა. სწავლების ხანგრძლივობა დამოკიდებულია, თითოეული ადამიანის მიერ მასალის შეთვისების უნარზე, თუმცა საშუალო ხანგრძლივობა 6 თვიდან ერთ წლამდე მერყეობს. ამ პერიოდის ნაწილი უნდა დაეთმოს პრაქტიკას. სწავლების დინამიკა რეგულარული უნდა იყოს და ყოელდღიურად საშუალოდ 4-6 საათი უნდა დაეთმოს.

როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევებში სასწავლო რესურსები (საიტები, სტატიები, წიგნები და ვიდეო გაკვეთილები) ეთმობა ფორექსის ანბანურ საკითხებს, ან წარმოდგენას გვიქმნის რომელიმე კონკრეტულ სავაჭრო მეთოდზე ან სტრატეგიაზე. თუმცა არსებობს კომბინირებული ტიპის რესურსებიც, მათ შორის ჩემი საიტი, სადაც ვცდილობ განვიხილო და მკითხველს მივაწოდო ყველა შესაძლო ინფორმაცია საწყისიდან ბოლომდე – კომბინირებულად.

სტატიაში შევეცდები წარმოვადგინო გეგმის მაგალითი, რომლის მიხედვითაც დამწყებმა ტრეიდერმა უნდა განახორციელოს სწავლების პროცესი, პროცესის საშუალო ხანგრძლივობის მითითებით:

ტრეიდერის ჩამოყალიბების ეტაპები:
  • საფუძვლები – ამ ეტაპზე შესწავლილი უნდა იყოს ფორექსის ბაზრის ძირითადი ცნებები, სავალუტო წყვილები და ძირითადი ტერმინები. ხანგრძლივობა 1-2 კვირა;
  • ფორექსის სავაჭრო ტერმინალი – უმრავლეს შემთხვევებში სავაჭრო ტერმინალები მარტივი პროგრამებია და ინტუიტიურად მარტივად აღსაქმელია. ტერმინალის სპეციფიკაციის შესწავლა უნდა მოხდეს დემო ანგარიშის გახსნის პარალელურად. პროგრამაში შესწავლილი თითოეული ინსტრუმენტი გამყარებული ინდა იქნას პრაქტიკით. ხანგრძლივობა 1-2 კვირა;
  • რისკების შემცირების მეთოდები – ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. ტრეიდერმა უნდა ისწავლოს სტოპ ორდერების სწორად დაყენება, სტოპ ორდერების სწორი რაოდენობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა და ზარალის შემცირების ძირითადი მეთოდები. ეს ასპექტი მჭიდრო კავშირშია პრაქტიკასთან. ხანგრძლივობა 2-3 კვირა;
  • ფუნდამენტალური ანალიზი – ანალიზის ამ სახეობის სრულყოფილად შესწავლისათვის არა ერთი თვეა საჭირო. ამიტომ ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ვალუტის კურსებზე. ამ კატეგორიაში შედის ძირითადი ეკონომიკური ინდექსების და მაჩვენებლების დახასიათებები, აგრეთვე სავალუტო კურსებზე გავლენის ანალიზი. ხანგრძლივობა 4-5 კვირა;
  • ტექნიკური ანალიზი – საკმაოდ ვრცელი თემაა, რომელიც შედგება კატეგორიებისაგან, როგორებიცაა: გრაფიკული, სანთლური, ტალღური და კვანტური ანალიზები. რა თქმა უნდა, ჩამოთვლილი ყველა კატეგორიის ცოდნა კარგი იარაღია ტრეიდერის არსენალში, თუმცა პირველ ეტაპზე ერთ-ერთი მათგანის საფუძვლიანი (!!!) ცოდნა საკმარისია, ხოლო მისი თანდათანობით გაღრმავება – აუცილებელია. ხანგრძლივობა 2-3 თვე;
  • ტექნიკური ინსტრუმენტები – იმისათვის, რომ ფორექსის ბაზრის ანალიზის პროცესი გამარტივდეს, არსებობს უამრავი ტექნიკური ინსტრუმენტი (ინდიკატორები, სკრიპტები, მრჩევლები და სხვა პროგრამები). ფორექსზე ეფექტური მუშაობისათვის საჭიროა ვიცოდეთ ამ პროგრამებთან მუშაობა, მათი თვისებები და თვისობრივი მახასიათებლები. ხანგრძლივობა 3-4 კვირა;

ექვსივე პუნქტი არის სწავლების თეორიული ასპექტი. დანარჩენი დრო, ჩემი აზრით 5-6 თვე უნდა დაეთმოს პრაქტიკული ვაჭრობის გზით გამოცდილების მიღებას, შერჩეული სტრატეგიის, მეთოდის და უნარ-ჩვევების დახვეწას.

ჩემი გამოცდილებით სწავლების პრაქტიკული პროცესი თანდათანობით, ტრეიდერისთვის შეუმჩნევლად გადადის რეალური ვაჭრობის პროცესში და პარალელურ რეჟიმში ტრეიდერი იწყებს რეალური შემოსავლის მიღებას, ისე რომ ვერ ხვდება სად დამთავრდა სწავლება და სად დაიწყო ფორექსზე რეალური ვაჭრობა.

როგორც ზემოთ ავღნიშნე, დროის ხანგრძლივობა, რომელიც დაიხარჯება ფორექსის შესწავლისათვის, დამოკიდებულია დამწყები ტრეიდერზე და მის სურვილზე თუ რამდენად ღრმად და საფუძვლიანად სურს მას შეისწავლოს ბიზნესის ეს სახეობა.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ტეიკ პროფიტის დაყენების წესები

ტეიკ პროფიტის დაყენების წესები

ტრეიდინგის უმთავრესი ამოცანაა მოგების მიღება, ამისათვის საჭიროა მომგებიანი ორდერის დახურვის სწორი წერტილის, ანუ ტეიკ პროფიტის …