ფორექს ინვესტიცია - ფულის დაბანდების მომგებიანი ინსტრუმენტი

ფორექს ინვესტიცია – ფულის დაბანდების მომგებიანი ინსტრუმენტი

დამეთანხმებით, გარკვეული რაოდენობის ფულის შოვნა საკმაოდ რთულია, მაგრამ უფრო რთულია დაზოგილი კაპიტალის შენარჩუნება (რა თქმა უნდა თუ არის დაზოგვის შესაძლებლობა).

დაზოგილ კაპიტალს პირველ რიგში “ჭამს” ინფლაცია, მსყიდველობითი უნარის შემცირება და არ აქვს მნიშვნელობა დანაზოგი რომელ ვალუტაშია. იდეალურ ეკონომიკურ პირობებშიც კი მუთაქაში შენახული დანაზოგი, წლის განმავლობაში თავდაპირველი მოცულობის მინიმუმ 10-20 პროცენტს კარგავს. ამიტომ ჭკვიანი ადამიანის ხელში ფულმა უნდა იმუშაოს და მოგვიტანოს მოგება.

ფულის მუშაობის ერთ-ერთი სახეობაა მისი დაბანდება. ხოლო დაბანდების საკმაოდ მომგებიან ინსტრუმენტად კი ითვლება ფულის ფორექსში დაბანდება. თანაც არა დამოუკიდებლად ვაჭრობის სახით სავალუტო ბირჟაზე, არამედ პროფესიონალების მომსახურებით სარგებლობა, რომელიც თავის მხრივ ამცირებს სავალუტო ბირჟის თანმდევ რისკებს.

ფორექს ინვესტიციების მომგებიანობის მაჩვენებელი შესაძლებელია 100 % და ზემოთ იყოს, გააჩნია ანგარიშის მმართველის მუშაობის ხარისხს. თუმცა დამეთანხმებით, რომ წლიური 100%-იანი სარგებელი საკმაოდ მაღალი და ნორმალური შემოსავალია. თუმცა ამ საკითხშიც უნდა გავითვალისწინოთ ერთი გარემოება. თუ ანგარიშის მმართველი გვთავაზობს ძალიან სარფიან პირობებს, მაშასადამე საქმე გვაქვს ან თაღლითთან, ან ძალიან რისკიან ტრეიდერთან. ორივე შემთხვევაში მაღალი ალბათობით, ინვესტორი სრულად ან ნაწილობრივ დაკარგავს დეპოზიტს.

არსებობს ფორექს ინვესტირების ორი მეთოდი:
  • სტანდარტული მინდობილობით მართვა – ამ შემთხვევაში მმართველი სრულად და დამოუკიდებლად მართავს ინვესტორის ფულად სახსრებს, საბანკო დეპოზიტის ანალოგიურად. იმისათვის რომ ინვესტორმა საკუთარი სახსრები გამოიწვიოს, საჭიროა შესაბამისი განაცხადის გაკეთება. დეპოზიტის მინიმალური ოდენობა, როგორც წესი 1000 აშშ დოლარია;
  • PAMM/ПАММ ანგარიში – ამ შემთხვევაში ინვესტორს აქვს სრული წვდომა საკუთარ ანგარიშთან და ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს როგორც დეპოზიტის ოდენობა, ასევე მოხსნას მთლიანი ფული. ამ ანგარიშებისათვის საკმაოდ ლოიალური სადეპოზიტო მინიმუმია და როგორც წესი 50-100 აშშ დოლარია;

სისტემა მდგომარეობს შემდეგში, ინვესტორის მიერ არჩეული მმართველი ვაჭრობს ფორექსზე შესაბამისი დეპოზიტით და მიღებული მოგება ნაწილდება მმართველსა და ინვესტორს შორის. როგორც წესი მმართველის მომსახურება განისაზღვრება მოგებული თანხის 30-50 პროცენტით. მაგრამ, ვაჭრობასთან დაკავშირებული რისკები მთლიანად ინვესტორის კისერზეა. ამიტომ, PAMM ანგარიშზე ფულის დაბანდებისთანავე მიზანშეწონილია დეპოზიტის დაზღვევა, რაც რამდენადმე შეამცირებს სავაჭრო რისკებს.

ასევე არსებობს ფულის დაბანდების გარკვეული სისტემა/პროგრამა, რომლის დროსაც ინვესტორის დეპოზიტზე არსებული თანხა ნაწილდება რამდენიმე მმართველს შორის მმართველების რაოდენობა შესაძლებელია იყოს 5, 10, 20 ან მეტი. ასეთ შემთხვევაში რისკი იმისა, რომ ინვესტორი დაკარგავს დეპოზიტის სრულ თანხას – მინიმალურია, ხოლო საშუალო შემოსავლიანობა საკმაოდ მაღალი.

ასეთი სისტემის სრული აღწერა წაიკითხეთ სტატიაში – “მინდობილობით მართვა ფორექსზე”.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ტრეიდინგის ძირითადი საფრთხეები

ტრეიდინგის ძირითადი საფრთხეები

არსებობს ტრეიდინგის ძირითადი საფრთხეების ცნება. დამწყები ტრეიდერების უმრავლესობას, რომლებიც ზერელედ ეკიდებინ ფორექსს, წარმოდგენა არ აქვთ, …