მინდობილობით მართვა ფორექსზე

მინდობილობით მართვა ფორექსზე

საკუთარი ფინანსური სახსრების ინვესტირება ყოველთვის რთული ამოცანაა, განსაკუთრებით ინვესტირებული სახსრების მმართველის არჩევის ეტაპზე.

უამრავი კომპანია და საინვესტიციო ფონდი გვთავაზობს პასიური შემოსავლების მიღების სხვადასხვა ვარიანტებს. მაგრამ, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს ყველა მათგანი არ არის სანდო.

ინვესტიციების მინდობილობით მართვის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს საკუთარი კაპიტალის დაბანდება ფორექსზე ვაჭრობისათვის. ინვესტირების ეს მეთოდი ერთ-ერთი ყველაზე მომგებიან შემოსავლის წყაროდ ითვლება. იმისათვის, რომ არ დავუშვათ შეცდომა, აუცილებელია ვიცოდეთ ფორექსზე მინდობილობით მართვის ზოგიერთი ნიუანსი.

ყველაზე საუკეთესო ვარიანტია, როდესაც ინვესტირებული სახსრებით საფინანსო ბაზარზე ვაჭრობს არა ერთი რომელიმე ტრეიდერი, არამედ პროფესიონალ ტრეიდერთა ჯგუფი.

მინდობილობით მართვის ასეთი ვარიანტის შერჩევის შემთხვევაში, ინვესტორი შედარებით დაცულია რისკებისგან და დეპოზიტის სრულად დაკარგისაგან. რისკები ყველგან და ყოველთვის არსებობს. საუბარია სხვა ტიპის კაპიტალ დაბანდებებთან შედარებით უფრო მეტად დაცულობაზე. ამგვარი განცხადების საფუძველს წარმოადგენს ის მთავარი გარემოება, რომ ტრეიდერის მიერ ინვესტირებულ დეპოზიტს მართავს არა ერთი, თუნდაც პროფესიონალი ტრეიდერი, არამედ კომპანიის პროფესიონალ ტრეიდერთა ჯგუფი. სწორედ ეს წარმოადგენს პორტფელური ინვესტირების მთავარ ხიბლს, რომელიც ძალიან პოპულარული და მოთხოვნადია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის განვითარებულ ქვეყნებში.

მინდობილობით მართვის ამ ტიპისთვის დამახასიათებელია ინვესტირებული თანხის რაოდენობის მაღალი მინიმალური ზღვარი. სერიოზული და სანდო კომპანიებისათვის მინიმალური მაჩვენებელი 10 000 აშშ დოლარია.

ინვესტირებული თანხა იმართება რამდენიმე ოპტიმალურად შერჩეული მმართველი-ტრეიდერის მიერ, რომლებსაც სტაბილური შემოსავლიანობის რეიტინგებში პირველი პოზიციები უკავით. ანუ როდესაც ინვესტორი აბანდებს თანხა იგი პროპორციულად ნაწილდება პროგრამაში მონაწილე მმართველ-ტრეიდერებს შორის.

რისკების დაზღვევა ხორციელდება იმ ალგორითმით, რომ თუ რომელიმე ტრეიდერი ზარალს დასვამს ან სრულად დაკარგავს ინვესტირებული თანხის მინდობილ წილს, იგი კომპენსირდება პროგრამაში მონაწილე სხვა ტრეიდერებისგან მიღებული მოგებებით. ამიტომაც არსებობს საშუალო წლიური შემოსავლიანობის მაჩვენებლის ცნება.

მინდობილობით მართვის ამგვარი სისტემების მქონე ბროკერების კლიენტების თანხები ირიცხება მაღალი დონის საერთაშორისო ბანკების სახელობით ანგარიშებზე და მათზე მოქმედებს სადაზღვევო მექანიზმებიც.

მინდობილობით ვაჭრობის შემთხვევაში კლიენტებს ეძლევათ საშუალება თავად ჩამოაყალიბონ მართვის პორტფელი და აირჩიონ მათი შეხედულებით ყველაზე პერსპექტიული მართველები. სურვილის შემთხვევაში, არჩევანის გაკეთებაში ინვესტორებს შეუძლიათ მიიღონ კონსულტაციები თავად საბროკერო კომპანიების სპეციალიზირებული მენეჯერებისაგან.

მიჩნეულია, რომ მინდობილობითი მმართველობის პორტფელის სწორად დაგეგმარების შემთხვევაში, ინვესტორებს საშუალება ეძლევათ მიიღონ 30-50 პროცენტი საშუალო წლიური შემოსავალი. უფრო მომგებიანი პორტფელების ვარიანტებს თან სდევს უფრო მაღალი რისკები.

მინდობილობით მართველობის სისტემის გამოყენება მართლაც რომ მომგებიანი კაპიტალ დაბანდების საშუალებაა, თუმცა ამ საკითხში მთავარ ამოსავალ გარემოებას წარმოადგენს ბროკერის სანდოობის ხარისხი. დამერწმუნებით რომ, 10 000 აშშ დოლარის დაბანდება და გადარიცხვა რომელიმე, თუნდაც სანდოობის მაღალი ხარისხის კომპანიის ანგარიშზე – სასიამოვნო პროცედურა ნამდვილად არ არის.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით