ბინარული ოფციონები - გაბრიყვების ტექნოლოგია?

ბინარული ოფციონები – გაბრიყვების ტექნოლოგია?

ბინარული ოფციონები – ინვესტირების ერთ-ერთი სახეობაა. ფინანსური დამოუკიდებლობა – ყველა ადამიანის ოცნებაა. ძალიან რთულია გვერდი აუარო სარეკლამო პროსპექტებს, როგორც ვირტუალურ სივრცეში ასევე რეალურ სამყაროში და არ გადაავლო თვალი სხვადასხვა საფინანსო კომპანიების შეთავაზებებს, რომლებიც გვთავაზობენ ჩვენი ფინანსური მდგომარეობის რადიკალურ ცვლილებას უკეთესობისაკენ. სარეკლამო პროსპექტების მოზღვავებაა აგრეთვე ონლაინ ტრეიდინგის სფეოშიც.

ონლაინ ტრეიდინგის სფეროში ამგვარი მდგომარობა ყოველთვის იყო, მაგრამ ბინარული ოფციონების სეგმენტის განვითარებასთან ერთად იმატა რეკლამებმა და შემოთავაზებებმა ამ კუთხითაც. რამდენადაც აგრესიულია სარეკლამო ველი, მით უფრო მეტად ჩნდება კითხვა – არის თუ არა ეს სფერო ადამიანების გაბრიყვების კიდევ ერთი ტექნოლოგია.

ზემოთაღნიშნულ კითხვაზე ბრიყვული პასუხი იქნება – დადებითი. მაგრამ იმისათვის რომ რეალურად გავცეთ ამ ფართო სპექტრის კითხვაზე პასუხი, ამისათვის საჭიროა კომპლექსურად მივუდგეთ საკითხს და დეტალურად განვიხილოთ სხვადასხვა ასპექტი, რომლებიც აფორმირებენ ოფციონურ ბაზარს.

ბინარულ ოფციონებზე წვდომისათვის პირველ რიგში საჭიროა შესაბამისი სპეციალიზირებული ბროკერის შერჩევა. ასეთი საბროკერო კომპანიები – უამრავია. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ კვალიფიცირებული ბროკერის არჩევა და მისი მუშაობის ეფექტურობა, და ვაჭრობასთან დაკავშირებული კომფორტის დონე განსაზღვრავს ჩვენი, როგორც ტრეიდერის მუშაობის საბოლოო შედეგს და შესაბამისად შემოსავალს. ამიტომ თუ გვსურს მომავალში ავირიდოთ ზედმეტი თავის ტკივილი, საჭიროა სკურპულოზურად მივუდგეთ ამ საკითხს.

კვალიფიციური სადილინგო ცენტრის შერჩევისათვის ბევრი კრიტერიუმი არსებობს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ბროკერი. პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილდეს თავად ტრეიდერის პრაქტიკული საქმიანობის ინტერესები, ანუ – სავაჭრო აქტივების სიმრავლე, ფულის ჩარიცხვის და გამოტანის სიმარტივე, საიმედოობა და გარანტირებულობა. ენის ინტერფეისი, ანუ ყველა გავრცელებული საერთაშორისო ენის მხარდაჭერა, სავაჭრო ტერმინალები და ა.შ.

ზემოთაღნიშნულ ზოგად კრიტერიუმებთან ერთად, არსებობს ზოგიერთი სავალდებულო პუნქტიც, რომელზეც ტრეიდერმა უნდა გაამახვილოს ყურადღება, რათა მართლაც წარმატებული, საიმედო და ეფექტური ბროკერი შეარჩიოს.

შეისწავლეთ კომპანიის აღწერა. როგორც წესი მასში ბევრი საინტერესო მომენტია, მაგალითად: როდის დაფუძნდა, ვინ მართავს, განვითარების სპეციფიკა და ა.შ.
  • დააკვირდით აქვს თუ არა ბროკერს ლიცენზია. მერწმუნეთ, არასერტიფიცირებულ ბროკერთან ურთიერთობა დროის და რაც მთავარია ფინანსების ფუჭი კარგვაა. დღეისათვის ძირითადი მარეგულირებელი ორგანოების ატესტატის მიღება ისედაც დიდი სირთულეს არ წარმოადგენს და თავის თავის პატივის მცემელი ბროკერი ამ ატესტატს ყველა ვარიანტში აიღებს და თუ რომელიმე ბროკერს არ აქვს ლიცენზია/სერტიფიკატი – წარმოიდგინეთ რა დაბალი დონის კანტორასთან გქონიათ საქმე;
  • ობიეტურად გაანალიზეთ ბროკერის შესახებ ინერნეტში არსებული გამოხმაურებები. რა თქმა უნდა მათ შორის უამრავი იქნება უცოდინარი, ხელმოცაული, გაკოტრებული ტრეიდერების, ან კონკურენტი ბროკერების ნეგატიური ტექსტები, მაგრამ საკითხის ობიექტური ანალიზი მაინც შეგიქმნით წარმოდგენას ამა თუ იმ ბროკერის შესახებ;
  • ბროკერები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბინარული ოფციონებით ვაჭრობას, მუდმივად აანალიზებენ მიმდინარე საბაზრო ტენდენციას. აქტივების ფასური მოძრაობები რეალურია. იმ შემთხვევაში თუ არ ენდობით მათ, მაშინ შეგიძლიათ ისინი შეადაროთ სხვა რომელიმე ბროკერის ფასურ ტიკებს;

საქმე იმაშია, რომ ბროკერი არის ტრეიდერსა და საფინანსო ბაზარს შორის დამაკავშირებელი რგოლი, თუმცა იგი ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს საბაზრო ტენდენციებზე, ამიტომ საკუთარი წარუმატებლობის ბროკერზე გადაბრალება რბილად რომ ვთქვათ სისულელეა.

ოფციონური ბროკერის (ისევე როგორც ფორექს ბროკერის) ძირითადი და უმთავრესი დანიშნულებაა, ტრეიდერის მიერ საფინანსო ბაზარზე მოგებული თანხა, დროულად და შეფერხებების გარეშე კლიენტს/ტრეიდერს დაუსვას საბანკო ანგარიშზე.

შესაძლებელია თუ არა ბინარული ოფციონები ადამიანი შემოსავლის ძირითადი ან დამხმარე წყარო გახდეს. ვინც გეტყვით 100 პროცენტიან დადებით პასუხს და თანაც იმასაც გეტყვთ რომ იგი შეძლებს დაგეხმაროთ 100 პროცენტიანი რეზულტატის მიღებაში, შემოტრიალდით და უკანმოუხედავად გაეცალეთ მას. ზემოთხსენებულ კითხვაზე პასუხს ვერავინ გაგცემთ. ონლაინ ტრეიდინგი და საერთოდ ფინანსური ბაზრები არ არის ქველმოქმედების ბიურო. ყველაფერი დამოკიდებულია ტრეიდერის ცოდნაზე, გამოცდილებაზე, ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთში შეხამებაზე და უნარ-ჩვევებზე.

მიუხედავად ზემოთთქმულისა, ზუსტად შეიძლება იმის თქმა, რომ ბინარული ოფციონები – ეს არის სტაბილური შემოსავლის მიღების რეალური მეთოდი. მაგრამ თუ თქვენ არაკეთილსინდისიერ ბროკერთან დაიჭერთ საქმეს, მაშინ ეჭვი მეპარება, რომ მისგან ოდესმე მიიღებთ გამომუშავებულ კუთვნილ თანხას. ამიტომ ძირითადი აქცენტი გააკეთეთ ოფციონური ბროკერის არჩევაზე.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით