პიპსინგის მეთოდის ტაქტიკა

პიპსინგის მეთოდის ტაქტიკა

პიპსინგი, იგივე პიპსოვკა, იგივე სკალპინგი დიდი ხანია ითვლება ყველაზე პოპულარულ სავაჭრო მეთოდად/სტრატეგიად ფორექს ტრეიდერებს შორის.

პიპსოვკა საშუალებას იძლევა მივიღოთ მოგება ყველაზე მოკლევადიან დროის ინტერვალებზე. ზოგჯერ ღია სავაჭრო პოზიციის ხანგრძლივობა არ აღემატება რამდენიმე წამს. დღიური შემოსავალი კი საწყისი დეპოზიტის 100-დან 1 000 პროცენტამდე მერყეობს.

მეთოდს სახელი დაერქვა სიტყვა პიპსი-სგან (პუნქტი), ვინაიდან საშუალოდ ამ ოდენობის მოგებას იღებს ტრეიდერი ერთი სავაჭრო ოპერაციისგან.

პიპსინგის ძირითადი უპირატესობები:
  • დიდი მოგება – გამოცდილი ტრეიდერების აზრით ყველაზე მეტი შემოსავლის მიღება შესაძლებელია სწორედ ამ სავაჭრო მეთოდის გამოყენებით. პიპსოვკის მთავარი საიდუმლო ღია ორდერის მინიმალური ხანგრძლივობაა. ერთი ორდერის მხარდაჭერისათვის შესაძლებელია პრაქტიკულად მთლიანი დეპოზიტის გამოყენება ვინაიდან პიპსინგის დროს არ ვართ ორიენტირებულები უკუსვლებზე. ასევე შესაძლებელია/საჭიროა მაქსიმალური საკრედიტო მხრის გამოყენება.

150 აშშ დოლარიანი დეპოზიტის და 1:1000 საკრედიტო მხარის გამოყენებით შეგვიძლია სტანდარტული 1 ლოტის მოცულობის ორდერის გახსნა, რომლის ერთი პუნქტის მოგება დაახლოებით 10 აშშ დოლარის ექვივალენტია. გასაგებია, რომ ასეთი რადიკალურად აგრესიული მეთოდის გამოყენება უფრო ხანგრძლივ ვადიანი ვაჭრობისათვის არ გამოდგება, რადგან პირველივე კორექცია წამებში გაანადგურებს დეპოზიტს. ხოლო პიპსოვკას 1 სავაჭრო ოპერაციიდან შეუძლია 10-დან 100 აშშ დოლარის და მეტის მოგების მოტანა (განხილული მაგალითის შემთხვევაში).

  • ტრეიდინგის სიმარტივე – არ არის საჭირო ტრენდის მოძრაობის პროგნოზირება, ბაზრის ისტორიული მონაცემების შესწავლა, ტექნიკური და ფუნდამენტალური ანალიზი და ა.შ. ვაჭრობისათვის სავსებით საკმარისია ერთი რომელიმე ტექნიკური ინდიკატორის გრაფიკზე დაყენება და მისი სიგნალების მიხედვით ორდერების გახსნა;
პიპსინგის ძირითადი ნაკლოვანებები:
  • ყველა ბროკერი არ იძლევა პიპსინგით ვაჭრობის საშუალებას. ბროკერების გარკვეულ ნაწილს აქვს შეზღუდვა მოკლევადიანი და მცირე მანძილიანი სავაჭრო ოპერაციების განხორციელებაზე. იმისათვის, რომ არ მოხვდეთ გაურკვევლობაში წინასწარ, ბროკერის საიტზე წაიკითხეთ მისი სავაჭრო სპეციფიკაცია – იძლევა თუ არა იგი სკალპინგით მუშაობის საშუალებას;
  • შრომატევადობა – ამ მეთოდის გამოყენებით მუშაობის დროს იხსნება დიდი რაოდენობის ორდერები და საჭიროა ტერმინალთან ყოფნა მუდმივად – ყურადღების მაღალი კონცენტრაციით. ასეთი მუშაობა ძალიან მალე იწვევს დაღლილობასა და ფსიქოლოგიურ სტრესს. შესაბამისად იზრდება დაშვებული შეცდომების რაოდნობაც, რაც თავის მხრივ აქვეითებს ვაჭრობის ეფექტურობას;
  • რისკი – აგრესიული სკალპინგის დროს დეპოზიტის პრაქტიკულად მთლიანი თანხა იმყოფება გირაოში, არა თუ სავაჭრო, არამედ ელემენტარული ტექნიკური ხარვეზის შედეგადაც კი (კავშირის წყვეტა ბროკერთან, დენის გათიშვა და ა.შ.), გამოიწვევს მთლიანი დეპოზიტის დაკარგვას, მით უმეტეს, რომ პიპსინგის დროს სტოპ ლოსის დაყენების დრო უმრავლეს შემთხვევაში არ არის. პრინციპში პიპსოვკა არც გულისხმობს სტოპ ლოსის დაყენებას;
პიპსინგის ზოგადი სტრატეგია:
სტრატეგიის არსი ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივია, მთავარია სწორად შეირჩეს ტექნიკური ინდიკატორი და მუშაობის ტაქტიკა.
  • ტაქტიკა – ორდერი იხურება მომენტალურად 5-ზე მეტი პუნქტის წაგების შემთხვევაში, ან როდესაც მოგებამ შეადგინა 7 პუნქტი. ასეთი არითმეტიკით შენარჩუნებული იქნება საშუალო მომგებიანობა;
  • მოცულობა – გამოყენებული უნდა იქნას მაქსიმალური სავაჭრო მოცულობა (ლოტი), ამასთან ერთად, უნდა მოვძებნოთ ისეთი პროპორცია, რომ ერთი პუნქტის თანხობრივი ექვივალენტი შეესაბამებოდეს მთლიანი დეპოზიტის 5%-ს. მაგალითად 100 აშშ დოლარის დეპოზიტის დროს – სავაჭრო ლოტი უნდა იყოს 0,5. სტანდარტულ ანგარიშზე ამ შემთხვევაში ერთი პუნქტის ღირებულება დაახლოებით 5 აშშ დოლარია;
  • სტრატეგია – ვირჩევთ ყველაზე ვოლატილურ სავალუტო წყვილს, მის გრაფიკზე ვაყენებთ შერჩეულ ერთ, ან მაქსიმუმ ორ სტანდარტულ ინდიკატორს ან არასტანდარტულ ინდიკატორს, რომლებიც კარგად რეაგირებენ ფასების რყევებზე. ვსაზღვრავთ ტრენდის მიმართულებას М1, М5 და М15 დროის ინტერვალებზე და ბაზარზე შევდივართ მხოლოდ ტრენდის მიმართულებით იმ წერტილში როდესაც დასრულდება კორექცია. დღის ბოლოს მიღებული მოგება აუცილებლად გადაგვყავს სხვა ანგარიშზე და სამუშაო დეპოზიტზე ვტოვებთ მხოლოდ სამუშაო თანხას;

პიპსოვკა ყველაზე შემოსავლიანი, თუმცა რისკის უმაღლესი ხარისხის მქონე სავაჭრო მეთოდია.

ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, არ იფიქროთ – არიქა ეს რა მომგებიანი სტრატეგია ყოფილაო და არ გახსნათ სავაჭრო ტერმინალი და არ დაიწყოთ ეგრევე ამ მეთოდით მუშაობა. პიპსინგი ჰგავს ლომის გალიაში შესვლას, ან გადარჩები ან არა. უფრო სწორად – უფრო ვერ გადარჩები, ვიდრე გადარჩები, თუ თავად არ ხარ ლომების მომთვინიერებელი. ამიტომ თუ არ გაქვთ გამოცდილება, არ გრძნობთ ბაზარს და არ სუნთქავთ ფორექსით – წაგება გარანტირებულია. თვით ძალიან გამოცდილი ტრეიდერებიც კი პიპსინგს იყენებენ იშვიათ შემთხვევებში და ძალიან ფრთხილად.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ზოგადი სავაჭრო ტაქტიკა

ზოგადი სავაჭრო ტაქტიკა

მანამ ზოგად სავაჭრო ტაქტიკას გამოიყენებდეთ, საჭიროა შეადგინოთ მკაფიო გეგმა, რომელშიც უნდა განსაზღვროთ ფასი, რომლის მიღწევის …