წამგებიანი პოზიციების შემოტრიალება

წამგებიანი პოზიციების შემოტრიალება

ფორექსზე ვაჭრობის ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული ტაქტიკა არის წამგებიანი პოზიციების შემოტრიალება.

აღნიშნული ქმედება გულისხმობს – წამგებიანი პოზიციის დახურვას და ერთდროულად ახალი ორდერის გახსნას საპირისპირო მიმართულებით.

ერთი შეხედვით, ასეთი მარტივი ოპერაცია არ მოითხოვს დიდ დაფიქრებას, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მისი განხორციელების შემდეგ, რეზულტატად, მეორე პოზიციაც არ მივიღოთ წამგებიანი. ასევე აღსანიშნავია, რომ ყოველთვის წამგებიანი პოზიციები არ იხურება შემოტრიალებით, ზოგჯერ სიტუაციიდან გამომდინარე მომგებიანი პოზიციების შემოტრიალებით დახურვაც არის საჭირო.

პოზიციის შემოტრიალების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ბაზარი მუდმივ მოძრაობაშია, ამიტომ შეუძლებელია ასი პროცენტით ვიყოთ დარწმუნებული მიმართულების არჩევანის სისწორეში. გონივრული გადაწყვეტილების სწრაფად მიღება და მოქნილი აზროვნება არის წარმატებული ტრეიდინგის საწინდარი.

მთავარია დროულად შევამჩნიოთ არსებული სიტუაციის ცვლილება და უარი ვთქვათ ცრუ იმედებზე, რომლებიც ყოველთვის ზარალის მიზეზს წარმოადგენენ.

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამოც საჭიროა შევცვალოთ უკვე არსებული პოზიციის მიმართულება.

წამგებიანი პოზიციების შემოტრიალების განხორციელების მიზეზები:
  • მოხდა რომელიმე მნიშვნელოვანი დონის გარღვევა, მით უმეტეს თუ გარღვევის მიმართულება არ ემთხვევა ღია ორდერის მიმართულებას;
  • კორექცია აშკარად გაჭიანურდა და უკვე მნიშვნელოვნად აღემატება თავის სტანდარტულ ზომებს, ფასმა გადალახა განვლილი მინიმუმი, ან მაქსიმუმი და გააგრძელა მოძრაობა ღია პოზიციის საპირისპიროდ;
  • გამოქვეყნდა მნიშვნელოვანი სიახლე, რომელსაც შეუძლია შეცვალოს არსებული ტენდენციის მიმართულება და ტრენდიც ადასტურებს ამას. იმისათვის, რომ მუდმივად ადევნოთ თვალყური ფუნდამენტალურ ფაქტორებს გამოიყენეთ ფორექსის კალენდარი ან თქვენ ტერმინალში დააყენეთ სიახლეების ინდიკატორი;
  • გრძელვადიან ტაიმფრეიმზე ხდება კორექციის დასრულება. მაგალითად, გახსენით ორდერი М15 ტაიმფრეიმზე, ამავე დროს М30 ტაიმფრეიმზე აღმავალი ტრენდია და კურსის დაბლა სვლა М30 ტაიმფრეიმისათვის ჩვეულებრივი კორექციაა. ამ შემთხვევაში ორდერი იხურება მაშინაც კი, როდესაც პოზიცია მომგებიანია, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავთ უკვე მოგებულს;

როდის არის შემოტრიალება მიზანშეწონილი:

  • სავაჭრო დღის დასრულებისას, ბაზრის მუშაობის ბოლო საათებში რთულია სავაჭრო პოზიციის სწორი მიმართულების არჩევა, ვინაიდან ბაზარი საკმაოდ არაპროგნოზირებადია;
  • ბაზარი შევიდა ფლეტის მდგომარეობაში, ფასი მოძრაობს ვიწრო დერეფანში და პრაქტიკულად არ იცვლება. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია სტოპ ლოსის შემცირება, რათა იგი მაშინვე ამუშავდეს, როდესაც მოხდება გარღვევა ორდერის საპირისპირო მიმართულებით;
  • მალე გამოქვეყნდება სიახლე სავაჭრო ინსტრუმენტის შესახებ, რომელიც ტრენდზე მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს;
  • ახალი პოზიციის მიმართულება არ შეესაბამება დღიურ ტრენდს, ხოლო არსებული მოძრაობა შესაძლებელია ფასის მორიგი უკუსვლა იყოს;
შემოტრიალების ტაქტიკის გამოყენებისას მთავარი შეცდომა არის ის, რომ ტრეიდერს ერთმანეთში ერევა ტრენდის შემობრუნება და ტრენდის კორექცია. შესაბამისად ხსნის პოტენციურად წამგებიან პოზიციას და ხურავს პოტენციურად მომგებიან პოზიციას. ამიტომ სანამ შემოტრიალების მოქმედებაზე გადახვიდოდეთ, შეამოწმეთ სიტუაცია უფრო გრძელვადიან ტაიმფრეიმებზე.
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

ზოგადი სავაჭრო ტაქტიკა

ზოგადი სავაჭრო ტაქტიკა

მანამ ზოგად სავაჭრო ტაქტიკას გამოიყენებდეთ, საჭიროა შეადგინოთ მკაფიო გეგმა, რომელშიც უნდა განსაზღვროთ ფასი, რომლის მიღწევის …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.