ფლეტი ფორექსზე არის სიტუაცია, როდესაც ბაზარზე ტრენდი პრაქტიკულად არ არის, ამ დროს ფასი მოძრაობს ვიწრო დიაპაზონის საზღვრებში, როგორც წესი ასეთი დიაპაზონი რამდენიმე პუნქტს შეადგენს, თუმცა გასათვალისწინებელია სავაჭრო ტაიმფრეიმიც.
ბაზრის შესვლას ფლეტის მდგომარეობაში, ასევე გვერდითა/გვერდულ ტრენდს ან კონსოლიდაციას უწოდებენ, რომელსაც ზოგჯერ კორექციის სახეც კი აქვს.
როგორ განვსაზღვროთ ფლეტი ფორექსზე:
ტრეიდერისთვის ძალიან სასარგებლოა დაინახოს ფლეტი მისი ჩამოყალიბების პირველ სტადიაზე, ასეთი მიდგომა საშუალებას აძლევს მას ჩამოაყალიბოს საკუთარი სავაჭრო სტრატეგია და მიიღოს მოგება ფასის უმნიშვნელო ცვლილებების დროსაც კი.
მაშ ასე ფლეტის ჩასახვის პირველი სიმპტომები:
- გრაფიკზე წარმოიქმნა ერთმანეთის გადამფარველი უკუსვლები;
- გრაფიკზე წარმოიქმნა რამდენიმე სანთელი, რომელთაც თვალშისაცემად გრძელი კუდები გააჩნიათ, ან ძალიან მცირე ზომის ტანები კუდების გარეშე;
- გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ხდება ახალი მინიმუმებისა და მაქსიმუმების ჩამოყალიბება. ანალიზისთვის საჭიროა განვიხილოთ მინიმუმ 30 წუთიანი ინტერვალი;
- სავაჭრო გრაფიკზე გეპის (ფასური წყვეტის) წარმოქმნის შემდეგ, ასეთი წყვეტა თითქმის ყოველთვის ივსება ხოლმე, მაგრამ ამის შემდეგ როგორც წესი ფასის მოძრაობა ნელდება. ფასი ახდენს კონსოლიდირებას შემდგომი მოძრაობის მიმართულების ჩამოყალიბებამდე;
- ორივე მიმართულების ოპერაციების მოცულობების შემცირება, ე.წ. სიმყუდროვის პერიოდი;
ზოგიერთი ტრეიდერი, ფლეტის გამოვლენის ავტომატიზირებისათვის იყენებს სპეციალურ ფლეტის ინდიკატორს, რომელიც გრაფიკზე მუდმივი დაკვირვების საჭიროებას ხსნის. ხშირ შემთხვევაში, ფლეტის ინდიკატორი საწყის ეტაპზე ავლენს ფლეტის ჩამოყალიბების ტენდენციას და ამის შესახებ ატყობინებს ტრეიდერს.
როდესაც ფორექსზე ჩამოყალიბდება ფლეტი, მაშინ ვაჭრობა იძენს გარკვეულწილად სხვაგვარ სახეს. ვინაიდან ფასის მოძრაობის დიაპაზონი მცირეა, ამიტომ ფლეტის დროს გამართლებულია მხოლოდ სკალპინგური სტრატეგიებით ვაჭრობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ბაზარს წავართვათ თითო ოროლა პუნქტი მაინც.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით