ფორექს კორექცია

ფორექს კორექცია

ისეთი ცნება, როგორიცაა კორექცია, ხშირად გამოიყენება საფინანსო ბაზარზე ვაჭრობის დროს. სხვაგვარად მას უკუსვლას უწოდებენ.

კორექცია – არის ტრენდის უკუსვლითი მოძრაობა, გასულ მოძრაობასთან მიმართებაში. ყველა ტრეიდერმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ფასის ყოველ მოძრაობას, მისი ზემოთა ან ქვემოთა მიმართულების მიუხედავად, შემდეგ ყოველთვის მოსდევს კორექცია. ამის გააზრება იძლევა შესაძლებლობას შევამციროთ შეცდომები ვაჭრობის დროს.

არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა ვაჭრობა კორექციულ ტალღაზე, მაგრამ ეს პროცესი საკმაოდ რთულია და მისი განხორციელება მხოლოდ გამოცდილი ტრეიდერებისათვის არის რეკომენდებული.

კორეცია აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული საკრედიტო მხარის, სავაჭრო მოცულობის არჩევის და სტოპ ლოსის დაყენების დროს. პირველ ორ შემთხვევაში, დეპოზიტის რაოდენობა ისე უნდა შეესაბამოს საკრედიტო მხარსა და სავაჭრო მოცულობას (ლოტს), რომ კორექციულ მოძრაობის წარმოშობისას არ მოხდეს დეპოზიტის გასხმა. მესამე შემთხვევაში, როდესაც სტოპ ლოსს დავაყენებთ მოკლე მანძილზე, ვიდრე კორექციის მანძილია, გამოწვეული იქნება სტოპ ლოსის უმიზნო/უაზრო ამუშავება და სავაჭრო გარიგების დახურვა ზარალით.
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

სტოპ ლოსის დაყენება

სტოპ ლოსის დაყენება

სტოპ ლოსი წარმოადგენს ფორექსზე ვაჭრობის უმთავრეს ინსტრუმენტს. მხოლოდ მისი სწორად დაყენება იძლევა ზარალის შემცირების შესაძლებლობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.