Trader, ტრეიდერი, Трейдер

Trader/ტრეიდერი/Трейдер

Trader/ტრეიდერი/Трейдер – არის ბირჟაზე მოთამაშე სუბიექტი, როგორც იურიდიული პირი (ბანკი, საფინანსო კომპანია და სხვა), ასევე ფიზიკური (კერძო) პირი.

ტრეიდერის მთავარი ამოცანაა ფინანსური აქტივების (ვალუტის) ყიდვა ან გაყიდვა. ამისათვის იგი სარგებლობს, როგორც საკუთარი, ასევე, სხვადასხვა ინვესტორისგან მოზიდული სახსრებით. ზოგჯერ შესაძლებელია, რომ საკუთარი სახსრების რაოდენობა, მოზიდული სახსრების უმნიშვნელო, ან საკმაოდ მცირე პროცენტი იყოს.

ასეთი მიდგომა, მოგების მიღების სოლიდურ საშუალებას იძლევა, მაშინაც კი, როდესაც ფორექსის ბაზარზე სერიოზული ვაჭრობისათვის, ტრეიდერს არ აქვს საკმარისი საკუთარი სახსრები, რადგან სხვისი კაპიტალის მართვისათვის, მმართველი იღებს საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას, რომლის რაოდენობაც ზოგჯერ ჯამური მოგების ნახევარზე მეტია.

ნებისმიერი ტრეიდერის მთავარი ამოცანაა მიიღოს მაქსიმალური მოგება ფორექსის ბაზარზე ვაჭრობის შედეგად და სწორედ აქეთკენ არის მიმართული მისი მთელი ძალისხმევა სავაჭრო სესიის მიმდინარეობის მთლიანი პერიოდის განმავლობაში.

განსხვავებით ადრინდელი პერიოდისგან (დაახლოებით 15-20 წელი), ამჟამად ტრეიდერობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს და ეს საკმაოდ ადვილია. ამისათვის საკმარისია: ფორექსის შესწავლა, საბროკერო კომპანიის არჩევა, მასთან ანგარიშის გახსნა, დეპოზიტის შევსება მინიმალური თანხით და საკუთარ კომპიუტერში სავაჭრო ტერმინალის დაინსტალირება.

ზოგიერთი დამწყები ტრეიდერი ზემოთაღნიშნული ჩამონათვალიდან იგნორირებას უკეთებს პირველ და უმთავრეს საკითხს და სწავლების გარეშე იწყებს ვაჭრობას ფორექსის ბაზარზე. მაგრამ მერწმუნეთ, ესეთი ექსპერიმენტები ყოველთვის მთავრდება დეპოზიტის სრული განადგურებით და ღრმა იმედგაცრუებით.

ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიები: რა უნდა იცოდეს ტრეიდერმა და საფრთხეები, რომლებიც ტრეიდერს მოელის.

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

Take Profit, ტეიკ პროფიტი, Тейк Профит

Take Profit/ტეიკ პროფიტი/Тейк Профит

Take Profit/ტეიკ პროფიტი/Тейк Профит – არის ბრძანება, რომლის ამოცანაა ღია პოზიციის მოგება დააფიქსიროს იმ დონეზე, …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.