Take Profit, ტეიკ პროფიტი, Тейк Профит

Take Profit/ტეიკ პროფიტი/Тейк Профит

Take Profit/ტეიკ პროფიტი/Тейк Профит – არის ბრძანება, რომლის ამოცანაა ღია პოზიციის მოგება დააფიქსიროს იმ დონეზე, რომელიც მითითებულია ტრეიდერის მიერ.

Take Profit ორდერის დაყენება, Stop Loss-ის დაყენების ანალოგიურია და რეკომენდებულია მიმდინარე ფასით პოზიციის გახსნისთანავე, ან გადადებული ორდერის დაყენებისთანავე.

როდესაც ფასი მიაღწევს მოგების დაგეგმილ დონეს სავაჭრო პოზიცია ავტომატურად დაიხურება. თუ ტეიკ პროფიტის პარამეტრებში მივუთითებს იმას, რომ ორდერი დაიხუროს მაშინ, როდესაც ფასი გაიზრდება 50 პუნქტით, მაშასადამე ორდერის დახურვის შედეგად ტრეიდერის მოგება იქნება – 50 პუნქტი.

სავაჭრო ტერმინალში არსებობს ტეიკ პროფიტის დაყენების ორი ვარიანტი – პუნქტებში, ან ფასით. პირველ შემთხვევაში უბრალოდ ვუთითებთ პუნქტების რაოდენობას, რომელიც ფასმა უნდა გაიაროს იმისათვის, რომ ორდერი დაიხუროს მოგებით, ხოლო მეორე შემთხვევაში ვუთითებთ იმ ფასის/კურსის მნიშვნელობას, რომლის მიღწევის შემდეგ მომგებიანი სავაჭრო პოზიცია დაიხურება.

ზოგადად, ტეიკ პროფიტის გამოთვლის უამრავი ვარიანტი არსებობს, მაგრამ ძირითადი ორიენტირებია – ბაზრის ვოლატილობა (დინამიკა), სავაჭრო გარიგების არსებობის ხანგრძლივობა და კორექციების წარმოქმნის სიხშირე.

ტეიკ პროფიტის დაყენებისას გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ ბროკერს აქვს მისი მინიმალური ზღვრული დონის შეზღუდვის პირობა, ასევე შესაძლებელია პრობლემები შეიქმნას მომგებიანი ორდერის დროზე ადრე დახურვის შემთხვევაშიც, მაგალითად, როდესაც ფასი ძალიან ახლოს მივა დაყენებულ ტეიკ პროფიტთან.

მაგალითად: ტეიკ პროფიტი დავაყენეთ ფასთან 1.3575, ხოლო მიმდინარე მომენტში კურსმა მიაღწია 1,3570-ს და გადავწყვიტეთ ორდერის დახურვა ჩვენ თვითონვე ხელით/დამოუკიდებლად. ამის განხორციელებას ყოველთვის ვერ მოვახერხებთ ზოგიერთი ფორექს ბროკერის სავაჭრო სპეციფიკაციის გამო. ამიტომ, როდესაც მუშაობას დაიწყებთ სერიოზულ მოცულობებთან, ყოველთვის ყურადღებით გაეცანით ბროკერის სავაჭრო პირობებს და შეძლებისდაგვარად პრაქტიკაზე შეამოწმეთ ყველა საჭირო პარამეტრი.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Turnover, სავაჭრო ბრუნვა, Торговый оборот

Turnover/სავაჭრო ბრუნვა/Торговый оборот

Turnover/სავაჭრო ბრუნვა/Торговый оборот – არის, მოცემული დროის პერიოდის განმავლობაში ყველა სავაჭრო გარიგების მოცულობა.