Trading Session, სავაჭრო სესია, Торговая сессия

Trading Session/სავაჭრო სესია/Торговая сессия

Trading Session/სავაჭრო სესია/Торговая сессия – წარმოადგენს დროის მონაკვეთს, რომლის პერიოდშიც, ფორექსის ბაზარზე ხორციელდება ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები.

ერთი სავაჭრო სესიის ხანგრძლივობა 9 საათია. არსებობს სამი მნიშვნელოვანი სავაჭრო სესია: აზიური, ევროპული და ამერიკული. სავაჭრო მოედნები მუშაობენ დროის სარტყელების გათვალისწინებით. ასეთი დაყოფა პირდაპირ კავშირშია, დედამიწის შესაბამის ტერიტორიაზე ფინანსური დაწესებულებების სამუშაო პერიოდებთან.

ფორექსის ბაზრის მუშაობა პრაქტიკულად არ წყდება ერთი წუთითაც კი. ეს მიღწეულია იმით, რომ ყოველი ახალი სესია დროის გარკვეული მონაკვეთით ფარავს განვლილ სესიას. მაგალითად, როდესაც ჯერ კიდევ არ არის დასრულებული აზიური სესია, ფუნქციონირებას იწყებენ ევროპული სავაჭრო მოედნები. ამ პერიოდში აღინიშნება ბაზრის მნიშვნელოვანი გააქტიურება და ვალუტის კურსების მნიშვნელოვანი რყევები.

მოცულობების თვალსაზრისით, ყველა დიდი სავალუტო გარიგება ხდება ევროპული სავაჭრო სესიის დროს. ამ პერიოდზე აკუმულირდება ევროპის, აზიის, ამერიკის შეერთებული შტატების, და პოსტსაბჭოთა სივრცის ბანკების ინტერესები.

ტრეიდინგს სხვადასხვა სავაჭრო სესიაზე გააჩნია საკუთარი თავისებურებები. ყველაზე მშვიდი ვაჭრობა მიმდინარეობს ავსტრალიაში – სიდნეის და ველინგტონის სავალუტო ბაზრებზე. ამ დროს ევროპას და ამერიკას სძინავს. ამიტომაც მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენენ სავალუტო ბაზარზე, ნაკლებადაა.

ყველაზე დინამიურად ითვლება ამერიკული სავაჭრო სესია, განსაკუთრებით პირველ საათებში, როდესაც დასასრულს უახლოვდება ევროპული სავაჭრო სესია და იწყება ამერიკული სესია, ანუ სესიების გადაფარვის დროს.

პრინციპში, ვაჭრობა ყველა სესიაზე ხორციელდება ერთი და იგივე წესებით, ტრეიდერების უმეტესობა არც კი აქცევს ყურადღებას იმას, თუ რომელი სავაჭრო მოედანია შემოსული ფორექსის ბაზარზე. თუმცა არსებობს სავაჭრო სესიებზე ვაჭრობის სტრატეგიები, რომელიც აღწერილია საიტის რუბრიკაში “ფორექს თაიმინგი”. ასევე სესიებზე ვაჭრობის სტრატეგიებს შეგიძლიათ გაეცნოთ საიტის სტრატეგიების რუბრიკაში.

სესიების შესახებ, რაც უნდა იცოდეს ტრეიდერმა, რომელიც ფორექს თაიმინგზე არ სპეციალიზდება, ძირითადად არის ფორექსის სესიების განრიგი.

სავაჭრო პერიოდების ვიზუალიზაციისათვის შესაძლებელია სესიებზე სავაჭრო ინდიკატორის გამოყენებაც. იგი შესაბამისი ფონების მეშვეობით გრაფიკზე ასახავს სავაჭრო სესიებს.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Take Profit, ტეიკ პროფიტი, Тейк Профит

Take Profit/ტეიკ პროფიტი/Тейк Профит

Take Profit/ტეიკ პროფიტი/Тейк Профит – არის ბრძანება, რომლის ამოცანაა ღია პოზიციის მოგება დააფიქსიროს იმ დონეზე, …