Turnover/სავაჭრო ბრუნვა/Торговый оборот – არის, მოცემული დროის პერიოდის განმავლობაში ყველა სავაჭრო გარიგების მოცულობა.
ტრენდის ქვემოთსვლა შესაძლებელია გამოწვეული იქნას ფულადი აქტივების უკმარისობის გამო. აქეთან გამომდინარე შესაძლებელია ითქვას, რომ ზოგადად, რაც უფრო დიდია სავაჭრო ბრუნვა, მით უფრო მეტია ფასის აღმასვლის ალბათობა.
ზოგჯერ სავაჭრო ბრუნვას უწოდებენ ფორექსის ბაზრის სავაჭრო მოცულობას. დადებული სავაჭრო გარიგებების რაოდენობის მაჩვენებელი, ყველაზე უკეთ ახასიათებს არსებული ტრენდის ძალას.
აღნიშნული მაჩვენებლის სტაბილური ზრდის პირობებში შესაძლებელია ითქვას, რომ მიმდინარე ფასი აკმაყოფილებს, როგორც მყიდველებს, ასევე გამყიდველებსაც და უახლოეს პერსპექტივაში ფასი შეინარჩუნებს მიმართულებას.
როდესაც ხდება დადებული კონტრაქტების რაოდენობის შემცირება, მაშინ ეს ფაქტი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს მოთხოვნის შესუსტებაზე და უახლოეს პერსპექტივაში ტრენდის შემობრუნების ალბათობის გაძლიერებაზე.
სავაჭრო ბრუნვის ჯამური მონაცემების მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია. ტრეიდერისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ ერთი საბროკერო კომპანიის მონაცემები, რომლის შუამავლობითაც ვაჭრობს ფორექსის ბაზარზე. თანაც ყველა სადილინგო ცენტრი არ გასცემს ამგვარ სტატისტიკურ მონაცემებს.
სავაჭრო ტერმინალში სავაჭრო ბრუნვის შესახებ ინფორმაციის მიღებისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას სავაჭრო მოცულობების ინდიკატორი. მასთან მუშაობისას, კანონზომიერებების გამოვლენისა და გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია საკმაოდ კარგი სავაჭრო მომენტების დაფიქსირება.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით