სარჩევი
სავაჭრო მოცულობების ინდიკატორი – ტრეიდერებისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე საჭირო ინსტუმენტს, ვინაიდან ზოგიერთი ფორექს თეორიის მიხედვით სწორედ სავაჭრო მოცულობები და ღია ინტერესები პერსპექტიული პროგნოზირების ყველაზე ზუსტ შესაძლებლობას იძლევა.
როგორც ცნობილია ფორექსი მუშაობს ძირითადი საბაზრო კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ვალუტაზე მოთხოვნის ზრდა ყოველთვის იწვევს მისი ფასის ზრდას და პირიქით – მიწოდების ზრდა იწვევს ვალუტის ფასის კლებას.
ინდიკატორის მუშაობის პრინციპი
სავალუტო წყვილის სავაჭრო გრაფიკზე ინდიკატორის დაყენების შემდეგ, ცალკე ფანჯარაში გამოისახება მოცულობების ჰისტოგრამა ფერადი სვეტების სახით. ისინი ტენდენციიდან გამომდინარე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ფერების მიხედვით.
ინდიკატორთან მუშაობის მეთოდი
ინდიკატორთან მუშაობის მეთოდი მარტივია. ყიდვის ორდერები იხსნება, თუ ფასი და სავაჭრო მოცულობები ერთდროულად იზრდება. როგორც წესი ასეთი სიტუაცია მეტყველებს აღმავალი ტენდენციის შემდგომ გაგრძელებაზე.
შესაბამისად, გაყიდვების ორდერები იხსნება მაშინ, როდესაც სავალუტო წყვილის ფასის კლების პარალელურად, იკლებს სავაჭრო მოცულობები.
ეფექტური ვაჭრობისათვის, სასურველია რომ გაყიდვის ორდერი გაიხსნას წინააღმდეგობის ზონასთან, ხოლო ყიდვის ორდერი – მხარდაჭერის ზონასთან.
და ბოლოს, ვაჭრობა მხოლოდ ერთი ინდიკატორის გამოყენებით არ არის რეკომენდებული.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით