Trading, ტრეიდინგი, Трейдинг

Trading/ტრეიდინგი/Трейдинг

Trading/ტრეიდინგი/Трейдинг – ეწოდება ოპერაციებს, რომლებიც დაკავშირებულია, ფორექსზე ან სხვა ბირჟებზე, ფასიანი ქაღალდების, ვალუტის ან სხვა აქტივების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებთან.

ტერმინი ტრეიდინგი, ფორექსზე მოვიდა საბანკო სისტემიდან, მანამდე იგი აღნიშნავდა აქციებით სპეკულაციას საბანკო სფეროში.

ტრეიდინგის ცნებას გააჩნია საკმაოდ ვრცელი აზრობრივი დატვირთვა და გამოიყენება, როგორც ფინანსურ, ასევე სასაქონლო ბაზრებზე.

ტერმინის ძირითადი არსი მდგომარეობს აქტივზე ფასთა ცვლილების შედეგად მოგების მიღებაში. აქტივების როლში შესაძლებელია მოგვევლინონ – აქციები, ობლიგაციები, ვალუტა, ლითონები, ენერგომატარებლები და სხვა მატერიალური ფასეულობები, რომლებზეც ხორციელდება ვაჭრობა ბირჟებზე.

ტრეიდინგის განხორციელების მთავარი პირობაა დინამიური ტრენდის არსებობა, ანუ ფასი მუდმივად უნდა იცვლებოდეს გასაყიდ ან საყიდელ აქტივზე. ამ მიზეზით ჩნდება სხვაობა ყიდვასა და გაყიდვას შორის, რასაც ტრეიდერისთვის შესაბამისი მოგება მოაქვს.

აღნიშნული ტიპის საქმიანობა ხორციელდება შუამავლების მეშვეობით, რომელთაც სადილინგო ცენტრები ეწოდებათ. სწორედ ეს კომპანიები, საკუთარ კლიენტებს აძლევენ საფონდო და სავალუტო ბაზრებთან წვდომის საშუალებას, იმის მიხედვით თუ რა წარმოადგენს სავაჭრო ინსტრუმენტს.

სავაჭრო კაპიტალის ზრდის მიზნით, რომელიც განკუთვნილია სავაჭრო ოპერაციების განხორციელებისათვის, სადილინგო ცენტრები, ტრეიდერებს აძლევენ კრედიტს საკრედიტო მხარის სახით, ასეთი უპროცენტო კრედიტის თანხობრივი გამოხატულება, შესაძლებელია ტრეიდერის საკუთარ კაპიტალს აღემატებოდეს რამდენიმე ასეულჯერ და ათასჯერაც კი. სწორედ ამ თვისების/ინსტრუმენტის გამო, საფინანსო ბაზრებზე განხორციელებულ სავაჭრო ოპერაციებს მოაქვთ საგრძნობი შემოსავალი და ტრეიდერის მიერ, ერთი ოპერაციის განხორციელებისათვის ინვესტირებული საკუთარ კაპიტალს, მოგებამ შესაძლებელია რამდენჯერმე გადააჭარბოს.

საფინანსო ბაზრებზე ვაჭრობა შეუძლია დაიწყოს ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც საბროკერო კომპანიაში გახსნის ანგარიშს და დეპოზიტზე შეიტანს თანხას, ამის შემდეგ, თეორიული თვალსაზრისით, იგი ავტომატურად ხდება ტრეიდერი.

ამ საკითხის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ შემდეგ სტატიებში: ინტერნეტ ტრეიდინგი და ტრეიდინგის ვარიანტები.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Take Profit, ტეიკ პროფიტი, Тейк Профит

Take Profit/ტეიკ პროფიტი/Тейк Профит

Take Profit/ტეიკ პროფიტი/Тейк Профит – არის ბრძანება, რომლის ამოცანაა ღია პოზიციის მოგება დააფიქსიროს იმ დონეზე, …