სარჩევი
Trend, Tendency/ტრენდი, ტენდენცია/Тренд, Тенденция – არის საფინანსო ბაზრებზე ფასის მოძრაობის მიმართულება.
Trend/ტრენდის სამი სახეობა არსებობს:
- აღმავალი ტრენდი (ფასის ზრდა);
- დაღმავალი ტრენდი (ფასის კლება);
- გვერდული ტრენდი (როდესაც ფასი მოძრაობს ჰორიზონტალურ დიაპაზონში);
დაღმავალი ტრენდის დროს აღინიშნება საპირისპირო ტენდენცია, ფასი იკლებს და მისი ყოველი მინიმუმი და მაქსიმუმი განვლილი პერიოდის მინიმუმზე და მაქსიმუმზე ნაკლებია.
გვერდითა (გვერდული) ტრენდი არანაკლები სიხშირით გვხვდება ფორექსის ბაზარზე, ვიდრე ზემოთ ხსენებული ტრენდების ვარიანტები. მისი გამოვლენისას შეუძლებელია იმის თქმა, რომ ფასი აბსოლუტურად არ იცვლება, ასეთი რამ ფორექსზე არ ხდება გარდა დასვენების დღეებისა, მაგრამ ფასის ცვლილება იმდენად უმნიშვნელოა, რომ გვერდული მოძრაობის შთაბეჭდილება იქმნება, რომელიც სავალუტო წყვილის გრაფიკის დროის ღერძის პარალელურია.
ფასის ცვლილება იშვიათად არის სწორხაზოვანი, იგი ან იზრდება ან კლებულობს, ამიტომ მისი მოძრაობის მიმართულების განსაზღვრისათვის არჩეული იქნა ტრენდის ცნება, რომელიც მოცემულ მომენტში (დროის პერიოდში) ახასიათებს ბაზარზე არსებულ, ძირითად, დომინირებულ ტენდენციას.
მისი მიმართულება დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე და წარმოიქმნება ზოგჯერ (თუ ხშირად არა) გაუგებარი მიზეზების გამო. ტრენდის არსებობის ხანგრძლივობა სხვადასხვაა. იგი, მთელი რიგი ფაქტორებისა და ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია ვარირებდეს ერთი წუთიდან რამდენიმე წლის პერიოდშიც კი.
აღნიშნული ტერმინის არსის განხილვისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ იგი მჭიდრო დამოკიდებულებაშია შესაბამის ტაიმფრეიმთან, რადგან დროის სხვადასხვა მონაკვეთში (ტაიმფრეიმზე) შესაძლებელია იყოს სხვადასხვა ტრენდი, რომელიც თავის მხრივ, შედარებით მცირე ტაიმფრეიმისთვის გვევლინება ძირითად ტენდენციად და ამავე დროს, არის ბანალური/ჩვეულებრივი კორექცია – უფრო დიდ ტაიმფრეიმისათვის.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით