Trend Line, ტრენდის ხაზი, სატრენდო ხაზი, ტრენდული ხაზი, Линия тренда

Trend Line/ტრენდის ხაზი, სატრენდო ხაზი, ტრენდული ხაზი/Линия тренда

სარჩევი

Trend Line/ტრენდის ხაზი, სატრენდო ხაზი, ტრენდული ხაზი/Линия тренда – არის სავალუტო წყვილის გრაფიკზე დახაზული ჩვეულებრივი წრფე, რომელიც გვიჩვენებს ფასის მოძრაობის მიმართულებას.

წრფე აერთიანებს, რამდენიმე, ერთმანეთის თანამიმდევრულად კლებად, ზრდად ან ჰორიზონტალურად განლაგებულ, მაქსიმუმების ან მინიმუმების წერტილებს

სატრენდო ხაზი აიგება, მინიმუმ ორ მნიშვნელოვან, კრიტიკულ ფასურ წერტილებზე. აგების შემდეგ, იქიდან გამომდინარე, თუ რომელი წერტილები იქნა შეერთებული წრფით, ტრენდული ხაზი წარმოადგენს წინააღმდეგობის ან მხარდაჭერის დონეს.

აღმავალი ტრენდის დროს, სატრენდო ხაზი აიგება ორი მნიშვნელოვანი მინიმუმის წერტილებს შორის, და გადის ფასთა გრაფიკის ქვემოთ.

დაღმავალი ტრენდის დროს, სატრენდო ხაზი აიგება ორი მნიშვნელოვანი მაქსიმუმის წერტილებს შორის, და გადის ფასთა გრაფიკის ზემოთ.

Trend Line მაგალითები

Trend Line, ტრენდის ხაზი, სატრენდო ხაზი, ტრენდული ხაზი, Линия тренда

ჰორიზონტალური ტრენდის დროს, სატრენდო ხაზის აგება სასურველია, როგორც მაქსიმუმებზე, ასევე მინიმუმებზე (თუმცა ეს საკითხი უფრო არხების სფეროს განეკუთვნება და მასზე წაიკითხავთ საიტის სხვა სტატიებში), ან მხოლოდ მაქსიმუმებზე და მხოლოდ მინიმუმებზე.

სატრენდო ხაზი წარმოადგენს ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტს, მისი ძირითადი დანიშნულებაა ტრენდის მოძრაობის მიმართულების ვიზუალიზაცია.

სატრენდო ხაზები გამოიყენება ფორექსის მრავალ სტრატეგიაში, რომლებსაც საფუძვლად უდევს ფასის ქცევის ალგორითმი სატრენდო ხაზებთან ურთიერთქმედებაში. ამავე კატეგორიაში განიხილება ვაჭრობა ფასურ არხებში, ვაჭრობა დონეების გამოყენებით და ა.შ.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Turnover, სავაჭრო ბრუნვა, Торговый оборот

Turnover/სავაჭრო ბრუნვა/Торговый оборот

Turnover/სავაჭრო ბრუნვა/Торговый оборот – არის, მოცემული დროის პერიოდის განმავლობაში ყველა სავაჭრო გარიგების მოცულობა.