Trade forecast, სავაჭრო პროგნოზი, Торговый прогноз

Trade forecast/სავაჭრო პროგნოზი/Торговый прогноз

Trade forecast/სავაჭრო პროგნოზი/Торговый прогноз – არის ფორექსის ბაზარზე, მომავალში ფასის მოძრაობის მიმართულების პროგნოზირება.

სავაჭრო პროგნოზი ხორციელდება ფინანსური ინფორმაციის ანალიზის გზით და შესაბამისი კვლევების ჩატარებით.

ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სახის პროგნოზირებაში, სავაჭრო პროგნოზი საჭიროებს საკითხისადმი ინტელექტუალურ მიდგომას და ეფუძნება შესაბამის გათვლებს.

გარდა იმისა, რომ პროგნოზი განსაზღვრავს ტრენდის მიმართულებას, რომელიც მომავალშია მოსალოდნელი, იგი ასევე პროგნოზირებს ბაზრის საერთო მდგომარეობას, დადებული გარიგებების მოცულობას და ფასების მოსალოდნელ/მომავალ დონეებს.

პროგნოზირების შედეგად მიღებული მონაცემების მიხედვით, ტრეიდერს შეუძლია სავაჭრო პოზიციების გახსნა, როგორც მიმდინარე ფასებით, ასევე გადადებული ორდერებით.

Trade forecast/სავაჭრო პროგნოზი იღებს იმ ინფორმაციების ანალიზის შედეგად, რომელიც მოიპოვება:
  • ტექნიკური ანალიზით – რომლის დროსაც გამოიყენება ტექნიკური ინდიკატორების მონაცემები, ან ხდება ტრენდის მოძრაობის ისტორიული მონაცემების კვლევა;
  • ტალღური ანალიზით– რომლის დროსაც ხდება გრაფიკული მოდელების გამოვლენა, რომლებიც მიუთითებენ ტრენდის მიმართულებაზე, სხვაგვარად მათ ფორექსის ფიგურებს უწოდებენ, მათ შეუძლიათ დაადასტურონ ფასის მოძრაობის არსებული მიმართულება, ან პირიქით მიგვითითონ ტრენდის მოსალოდნელ შემობრუნებაზე;
  • ფუნდამენტალური ანალიზით – რომლის დროსაც ხდება სავალუტო წყვილში შემავალი ნაციონალური ვალუტების ანალიზი, ანუ იმ სახელმწიფოს ეკონომიკის კვლევა, რომელსაც ეკუთვნის ეს ვალუტა;
  • სავაჭრო სიგნალებით – რომელიც აგებულია ფორექსის ბაზრის ანალიზისადმი სხვადასხვა მიდგომების საფუძველზე;

ვალუტის კურსების მოძრაობის პროგნოზირება საკმაოდ რთული ამოცანაა, თანაც უფრო რთულდება, რაც უფრო დიდ დროის პერიოდს მოიცავს იგი, იმავდროულად პროგნოზირების პროცესზე იხარჯება სამუშაო დროის დიდი ნაწილი. მოკლევადიანი პროგნოზების შედგენა უფრო ნაკლებად შრომატევადია და დროის მცირე პერიოდში არის შესაძლებელი მისი განხორციელება.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ რაც უფრო დიდია, ან რაც უფრო მცირეა პროგნოზირების პერიოდი/მონაკვეთი, მით უფრო დიდი იქნება ანალიზური ცდომილებაც, ამიტომ პროგნოზირებისთვის არჩეული უნდა იქნას დროის გონივრული პერიოდი. ჩემთვის ოპტიმალურია – დღიური ტაიმფრეიმი, თუმცა აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული კვირის ტენდენცია და ზოგადად თვის ტენდენციაც.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Take Profit, ტეიკ პროფიტი, Тейк Профит

Take Profit/ტეიკ პროფიტი/Тейк Профит

Take Profit/ტეიკ პროფიტი/Тейк Профит – არის ბრძანება, რომლის ამოცანაა ღია პოზიციის მოგება დააფიქსიროს იმ დონეზე, …