ტექნიკური ანალიზის ფიგურები

ტექნიკური ანალიზის ფიგურები

ტრენდის პროგნოზირებისას, გრაფიკული ანალიზი ყველაზე გამოყენებადი ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობით მიღებული სიგნალები წარმოადგენენ ტექნიკური ანალიზის ფიგურებს.

ამ ფიგურების მეშვეობით შესაძლებელია გავიგოთ ტრენდის შემობრუნების შესაძლებლობა, ან პირიქით არსებული ტენდენციის გაგრძელება.

ანალიზი ბაზირებულია გარკვეულ კანონომიერებზე. თუ რომელიმე ფიგურის გამოსახვის შემდეგ ბაზარი რამოდენიმეჯერ ერთი და იგივენაირად იქცევა, მაშინ ამისთანა ფიგურას ანიჭებენ გარკვეულ თვისებებს.

ყველა სტრატეგია, რომლებშიც გამოყენებულია გრაფიკული ფიგურები, ეფუძნება სავალუტო წყვილის გრაფიკზე ამგვარი ფიგურების მოძიებას, ფიქსაციას და შემდგომ იდენტიფიკაციას. ტრენდზე გავლენის თვალსაზრისით ფიგურები კლასიფიცირდება როგორც – ტრენდის გაგრძელების ფიგურები და ტრენდის შემობრუნების ფიგურები.

ტექნიკური ანალიზის ფიგურების კლასიფიკაცია
  • ტრენდის გაგრძელების ფიგურები – ამ ჯგუფში შედის ისეთი ფიგურები, როგორიცაა სამკუთხედი და დროშა. გრაფიკზე ასეთი ფიგურების გამოსახვა მიუთითებს არსებული ტრენდის ტენდენციის გაგრძელებაზე.
  • ტრენდის შემობრუნების ფიგურები – შესაძლებლობას იძლევა დროზე დავხუროთ გახსნილი პოზიციები, რითიც ტრეიდერს თავიდან ააცილებს შესაძლო ზარალს. ამ ფიგურებს მიეკუთვნება სამმაგი მწვერვალი და სამმაგი ფსკერი, ორმაგი მწვერვალი და ორმაგი ფსკერი, აგრეთვე ფიგურა “თავი და მხრები”.
აღსანიშნავია, რომ ერთი და იგივე ტრენდული თვისებების მქონე ფიგურების განმეორებისას, მათთან მიკუთვნებული სიგნალები ძლიერდება, ხოლო საპირისპირო ტრენდული თვისებების მქონე ფიგურების გამოსახვისას, მათი მოქმედება ნეიტრალდება.

“თავი და მხრები” – ტექნიკური ანალიზის (ტექანალიზის) ყველაზე ცნობილი ფიგურაა, როგორც წესი არის ტრენდის შემობრუნების სიგნალიზატორი. იგი აღმავალი ტრენდის დროს ჩნდება გრაფიკზე. “თავი” არის აღმავალი ტრენდის პიკი და მისი გამოჩენის შემდეგ ჩვეულებისამებრ ხდება ფასის მოძრაობის მიმართულების ცვლილება.

თავი და მხრები

“გადმობრუნებული თავი და მხრები” – ვიზუალურად “თავი და მხრები”-ის სარკისებური მსგავსება გააჩნია. ფიგურა გრაფიკზე ჩნდება დაღმავალი ტრენდის დროს და ტრენდის საპირისპირო მიმართულებით შემობრუნების სიგნალს გვაძლევს. მისი გამოჩენის შემდეგ არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ფასი ზემოთა მიმართულებით წავა.

“ორმაგი ფსკერი” და “სამმაგი ფსკერი” – თავისი არსით მსგავსი ფიგურებია, რომლებიც მსგავს ზეგავლებნას ახდენენ არსებულ ტენდენციაზე, ამიტომ მათი განხილვა ერთად არის შესაძლებელი. ფიგურების გამოჩენისას ფასი მოძრაობს მკაცრად განსაზღვრულ არხში, რამდენჯერმე ეხება წინააღმდეგობის ხაზს და კვლავ მიემართება ზემოთა მიმართულებით. როგორც წესი, ფიგურის გამოჩენის შემდეგ ხდება არხის გარღვევა ზემოთა მიმართულებით.

“ორმაგი მწვერვალი” და “სამმაგი მწვერვალი” – ზემოთ განხილული ფიგურების სარკისებურად საპირისპირო მსგავსების ფიგურებია. გრაფიკზე მათი გამოჩენის შემდეგ ფასი ქვემოთკენ იწყებს მოძრაობას.

ორმაგი მწვერვალი

სამმაგი მწვერვალი

“დროშა” – მცირე დიაპაზონის ფასური არხი, რომელიც დახრილია ზემოთა (დაღმავალი ტრენდის დროს) ან ქვემოთა (აღმავალი ტრენდის დროს) მიმართულებით. ფასური არხის წინააღმდეგობის ხაზის გარღვევის შემდეგ ფასი მიემართება ტრენდის მოძრაობის ძირითადი ტენდენციის მიმართულებით. დროშა არის არსებული ტენდენციის დამადასტურებელი ტექანალიზის ფიგურა.

დროშა

“ალამი” და “სამკუთხედი” – ასევე არსებული ტრენდის გაგრძელების ფიგურებია, თუმცა ზოგ შემთხვევაში მიუთითებენ ტრენდის შესუსტებაზე.

ალამი

ტექნიკური ანალიზისას ფიგურების გამოყენება, ვიზუალიზაციის სუბიექტურობიდან გამომდინარე, საკამათო საკითხს წარმოადგენს, ამიტომ მათი სიგნალების დადასტურებისთვის სასურველია გამოყენებული იქნას ფორექსის ინდიკატორები.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

წინააღმდეგობის და მხარდაჭერის ხაზები

წინააღმდეგობის და მხარდაჭერის ხაზები

წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის ხაზები წარმოადგენს საკმაოდ მარტივ ინსტრუმენტს ფორექსის ბაზარზე.