ბაზრის გახსნისა და დახურვის ფასები

ბაზრის გახსნისა და დახურვის ფასები

ფორექსზე ვაჭრობისას არსებობს უამრავი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია დასკვნების გაკეთება ბაზარზე არსებული მიმდინარე სიტუაციის შესახებ. ერთ-ერთ ასეთ მნიშვნელოვან მომენტებს წარმოადგენენ ბაზრის გახსნისა და დახურვის ფასები.

ხშირად, სწორედ ეს ორი მაჩვენებელი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ შევადგინოთ ტრენდის მოკლევადიანი პროგნოზი და სწორად შევარჩიოთ მომავალი სავაჭრო ოპერაციის მიმართულება. ამასთან ერთად, ეს მაჩვენებლები უნდა განვიხილოთ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, რადგან გახსნის და დახურვის მომენტში ფასის ქცევაზე მოქმედებენ სხვადასხვა ფაქტორები.

  • გახსნის ფასი – როგორც წესი, ამ დროს ბაზარზე გარე ფაქტორები, ჯერ კიდევ გავლენას არ ახდენენ. ფასი მოძრაობს ინერციით და აგრძელებს განვლილი სესიის ტენდენციას. სწორედ ამ მომენტში, მსხვილი მოთამაშეები ისეთ მოქმედებებს ახორციელებენ, რომლებიც იწვევენ ფასის რყევით მოძრაობას უახლოესი მინიმუმის, ან მაქსიმუმისკენ. ვინაიდან ამ დროს ბაზრის საერთო მოცულობა არ არის დიდი, ამიტომ, დიდი მოცულობის ყიდვა/გაყიდვის ოპერაციებს შეუძლიათ ვალუტის კურსი გადაადგილონ რამდენიმე ათეული პუნქტითაც კი, ხოლო მოგვიანებით, როდესაც ფასი ისევ აღიდგენს თავის მდგომარეობას – ამ პუნქტებისგან მიიღონ შემოსავალი.

ეს ფაქტი უარყოფით გავლენას ახდენს ტრეიდინგის საერთო სურათზე, რადგან იწვევს სტოპ ლოსების ამუშავებას, რომლებიც მინიმუმებისა და მაქსიმუმების წერტილებთან ახლოს არიან განთავსებულები. ტრეიდერების ძირითადი მასა იმედოვნებს ტრენდის წყნარ, მონოტონურ გაგრძელებას, ამიტომ რყევა საპირისპირო მიმართულებით – სრულიად მოულოდნელია მათთვის.

ასეთ სიტუაციაზე გავლენის მოხდენა თითქმის შეუძლებელია, ტრეიდერებს ერთიღა დარჩენიათ – გახსნან ორდერები ტრენდის მიერ მძლავრი კორქციის გავლის შემდეგ.

ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სწორედ გახსნის ფასი აფორმირებს დღიურ ტრენდის, მაგრამ იმავდროულად უნდა დავაკვირდეთ, რომ იგი არ ჩამოვიდეს არსებული ტრენდის საპირისპირო მიმართულების პირველი მინიმუმის ქვემოთ, ან არ ავიდეს პირველი მაქსიმუმის ზემოთ.

აღსანიშნავია, რომ თუ ხდება შეუსაბამობა დახურვის და გახსნის ფასებს შორის, მაშინ ბაზარზე ჩნდება გეპი, ამ შემთხვევაში არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, რომელთაგან ერთ-ერთის მიხედვით – არ უნდა ვიჩქაროთ ახალი ორდერის გახსნა და უპირველეს ყოვლისა უნდა დავაკვირდეთ, თუ როგორ მოიქცევა ფასი ახალი ფაქტორების ზეგავლენით. თუმცა არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც გეპი ყოველთვის იხურება. გეპზე ვაჭრობის მეთოდებისა და სტრატეგიების შესახებ წაიკითხავთ საიტის სხვა სტატიებში.

  • დახურვის ფასი – ძალიან კარგად ახასიათებს ტრეიდერების უმრავლესობის მოლოდინებს, მისი მიმართულების მიხედვით შესაძლებელია ვიმსჯელოთ ყიდვა/გაყიდვის გახსნილი ორდერების რაოდენობის შესახებ. იქიდან გამომდინარე, რომ ტრეიდერების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს შიდა დღიურ ვაჭრობას, ამიტომ ისინი ორდერის დახურვას ცდილობენ დღის ბოლოსთვის, ხოლო თუ დღის ბოლო ემთხვევა პარასკევს, მაშინ პრაქტიკულად ყველა ტრეიდერი ხურავს პოზიციას, ყოველ შემთხვევაში მომგებიან პოზიციებს მაინც.

სწორედ ამ მოვლენამ შესაძლოა შექმნას ბაზრის მცდარი/ყალბი სურათი, რომელსაც ტრეიდერების ნაწილი შეჰყავს შეცდომაში. არ შეიძლება ვიმსჯელოთ დღიურ ტრენდზე მისი უკანასკნელი საათების მიხედვით. როგორც წესი, ამ დროს არ არის ტრენდი, ეს არის ტენდის დღიური მიმართულების საპირისპირო უკუსვლა, რომელიც გამოწვეულია ორდერების მასიური დახურვით.

დახურვის ფასის გამოყენებით, შესაძლებელია შემოსავლის მიღება წარმოქმნილ კორექციაზე, თუმცა ორდერების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15-30 წუთს. ძირითადად ამ დროს გამოიყენება პიპსოვკა (პიპსინგი) და სკალპინგი.

მკვეთრად გამოხატული კორექციის არ არსებობა, უმრავლეს შემთხვევაში მიუთითებს ძლიერ ტრენდზე, და იძლევა იმის იმედს, რომ იგი გაგრძელდება ფორექსის შემდეგ სესიაზეც. თუ დღის დახურვამდე ხდება სავაჭრო მოცულობების მკვეთრი ზრდა, მაშინ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ მომენტის მნიშვნელობაზე.

დახურვისა და გახსნის ფასები ხშირად გამოიყენება ტექნიკური ანალიზის ინდიკატორებში, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ფორექს ტრეიდინგის პროცესში.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ტექნიკური ანალიზის მეთოდები

ტექნიკური ანალიზის მეთოდები

ფორექსის ბაზარზე ვაჭრობისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი (თუ ძირითადი არა) ინსტრუმენტია ტექნიკური ანალიზი, რომელიც მოიცავს ბაზრის სიტუაციური …