ფასის სტრუქტურული მოძრაობა შესაძლებლობას გვაძლევს გავარკვიოთ თუ რას უნდა ველოდოთ მომავალში.
არსებობს ფასური მოძრაობის ორი ძირითადი ტიპი:
LRLR (low resistance liquidity run) და HRLR (high resistance liquidity run).
- LRLR – არის ფასის მოძრაობის ტიპი, რომელსაც „კომპრესიას“ ან „შეკუმშვას“ უწოდებენ. იქმნება, როდესაც ხდება დიდი რაოდენობის ლიკვიდურობის დონეების შექმნა, ანუ როდესაც ფასური ექსტრემუმები იმყოფებიან თითქმის ერთ დონეზე.
- HRLR – არის კლასიკური სტრუქტურული მოძრაობა, როდესაც ლიკვიდურობის დონეებად გამოიყენება მოკლევადიანი ექსტრემუმები.
? სურათი 1 – თავად Low resistance & High resistance მოძრაობის სტრუქტურა;
? სურათი 2 – LRLR (low resistance liquidity run) სიტუაცია;
ა) ფასი ქმნის მოძრაობას, რომელშიც მაქსიმუმებზე/მინიმუმებზე არ იხსნება ლიკვიდურობა;
ბ) ამ მოძრაობების მიზანია ლიკვიდურობის დაგროვება ამ ზონებში;
გ) ასეთი ლიკვიდურობები შემდეგ იხსნება მკვეთრი მოძრაობით;
? სურათი 3 – HRLR (high resistance liquidity run) სიტუაცია;
ფასი ქმნის მოძრაობას, რომლის დროსაც მაქსიმუმების/მინიმუმების ზემოთ/ქვემოთ ჩამოიყრება ხოლმე სტოპები, ამიტომ ფასს უჭირს ამ მაქსიმუმების/მინიმუმების მიმართულების თანხვედრილად მოძრაობის გაგრძელება. რის გამოც ფასი სტოპების ჩამოყრის შემდეგ უბრუნდება მოძრაობის ძირითად მიმართულებას.
? სურათი 4
ზედა ლიკვიდურობის ფორმირება, რომელიც შემდეგ მოიხსნება მკვეთრი მოძრაობით ზემოთ.
განმარტება:
⚡️ HTF – „უფროსი“ ტაიმფრეიმი;
⚡️ POI – ინტერესის ზონა;
⚡️ ექსტრემუმი – ფასის უმაღლესი ან უდაბლესი მნიშვნელობა მოცემულ თაიმ ფრეიმზე;
⚡️ თაიმ ფრეიმი – დროის ინტერვალი, სავაჭრო პერიოდი;
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით