ტრენდის ხაზი (Trend Line)

ტრენდის ხაზი Trend Line

ტრენდის ხაზი Trend Line – გრაფიკზე დატანილი წრფეები და მონაკვეთებია, რომლებიც დროის გარკვეულ პერიოდში აერთებენ ყველაზე მნიშვნელოვან მაქსიმუმებს ან მინიმუმებს.

ტრენდის ხაზების აგებისათვის წერტილები შეირჩევა იმ ამოცანების შესაბამისად, რომლის გადაჭრაც უწევს ტრეიდერს.

ტრენდის ხაზის ცნება წარმოადგენს გრაფიკული და ტექნიკური ანალიზის საფუძველს, რადგან საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ტრენდის მიმდინარე მიმართულება და გამოვავლინოთ ფასის ქცევის კანონზომიერებები.

ხაზები, რომლებიც გავლებულია მინიმუმებზე (მხარდაჭერა) გვიჩვენებს ფასების მინიმალურ მნიშვნელობებს მოცემულ ტაიმფრეიმზე, ხოლო ხაზები, რომლებიც გავლებულია მაქსიმუმებზე (წინააღმდეგობა) გვიჩვენებს ფასურ მაქსიმუმებს რომლებსაც ფასმა მიაღწია დროის მოცემულ ინტერვალში.

არსებობს ტრენდული ხაზების აგების რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის ყველაზე მეტად გამოიყენება ორი ვარიანტი – ისტორიული მონაცემების მიხედვით და მიმდინარე სიტუაციის მიხედვით.

  • პირველ შემთხვევაში ტრენდული ხაზების აგებისათვის გამოიყენება გრაფიკზე გამოსახული ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილები, ხოლო თავად აგება ხდება ჩვეულებრივად – მარცხნიდან მარჯვნივ. ამ მეთოდით მივიღებთ შესაბამისად წინააღმდეგობის ან მხარდაჭერის ხაზებს, ხოლო ორივე ამ ხაზების ერთდროული აგებით მივიღებთ ფასურ არხს. ეს არის ვიზუალიზაციის თვალსაზრისით კარგი მეთოდი და სწორედ ამ გზით არის უფრო ეფექტური ფასური არხის ფორმირება;
ტრენდის ხაზები

  • მეორე ვარიანტი ეფუძნება მიმდინარე სიტუაციურ ანალიზს, ამიტომ სატრენდო ხაზები აიგება მარჯვნიდან მარცხნივ. ტექნიკური თვალსაზრისით ეს არაფერს ცვლის, მაგრამ ამ გზით შესაძლებლობა გვეძლევა გავითვალისწინოთ ბაზრის უკანასკნელი ტენდენციები, ხოლო აგებული სატრენდო ხაზი უფრო კარგად ასახავს მიმდინარე სიტუაციას. ეს ვარიანტი უფრო მეტად გამოსადეგია გადადებული ორდერების დონეების გამოსავლენად;

ტრენდის ხაზები

ზოგჯერ აგებენ ე.წ. ღერძულა ხაზს, იგი გადის მინიმუმისა და მაქსიმუმის წერტილების შუაში, ფაქტობრივად სწორედ ეს ხაზი მაქსიმალური სიზუსტით მიგვანიშნებს ტრენდის მოძრაობის მიმართულებაზე.

უფრო ზუსტი ანალიზისათვის საჭიროა სატრენდო ხაზების აგება სხვადასხვა ტაიმფრეიმებზე. ამ გზით მივიღებთ უფრო სრულყოფილ სურათს და ბაზარზე შესვლისა და პოზიციების დახურვის ყველაზე კარგ წერტილებს.

ტრენდის ხაზი Trend Line აგების ტექნიკური მომენტები

სავაჭრო ტერმინალში Meta Trader 4-ში და პრინციპში ყველა სხვა სავაჭრო პლატფორმაში სატრენდო ხაზის აგება სირთულეს არ წარმოადგენს.

სატრენდო ხაზის აგებისათვის გადადით Insert + Lines და აირჩიეთ სატრენდო ხაზი (Trend Line). შემდეგ გადაიტანეთ კურსორი გრაფიკზე სადაც გამოჩნდება პარატრა ჯვარი, ხაზთან ერთად.

ამის შემდეგ ვირჩევთ წერტილს, საიდანაც უნდა დავიწყოთ ხაზის გავლება, ვაფიქსირებთ მასზე მაუსის მარცხენა ღილაკს და ღილაკზე თითის აუღებლად ვავლებთ სატრენდო ხაზს იმ მეორე, ასევე ჩვენს მიერ შერჩეულ წერტილამდე. ამ გზით შეგვიძლია გრაფიკზე გამოვსახოთ უსასრულო რაოდენობის ხაზები, თუმცა გრაფიკის გადატვირთვა არ არის რეკომენდებული და ზომიერების დაცვა ყველაფერშია საჭირო.

სატრენდო ხაზების გამოყენებით ვაჭრობას გააჩნია თავისებურებები. სტრატეგიების უმრავლესობა ეფუძნება ამ ხაზებისგან მიღებულ მონაცემებს. მათ შესახებ წაიკითხავთ სტატიაში არხები და ვაჭრობა მათი გამოყენებით.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ტექნიკური ანალიზის მეთოდები

ტექნიკური ანალიზის მეთოდები

ფორექსის ბაზარზე ვაჭრობისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი (თუ ძირითადი არა) ინსტრუმენტია ტექნიკური ანალიზი, რომელიც მოიცავს ბაზრის სიტუაციური …