ფორექს მოცულობა

ფორექს მოცულობა – მნიშვნელობა და ანალიზი

ბაზრის მდგომარეობის ანალიზის და ტრენდის მოძრაობის შემდგომი პროგნოზირების პროცესში, ისეთ ცნებას, როგორიცაა ფორექს მოცულობა, საკმაოდ დიდი მნიშვნელობა გააჩნია.

ფორექს მოცულობის ცნება მჭიდროდაა დაკავშირებული სხვა ცნებებთან: გაჯერებული გაყიდვა და გაჯერებული ყიდვა. იგი კონკრეტულ ვალუტაზე მოთხოვნის პირდაპირი მახასიათებელია. როგორც ცნობილია, სწორედ მოთხოვნა არის სავალუტო წყვილის მოძრაობის მთავარი მასტიმულირებელი ფაქტორი.

დადებული გარიგებების მოცულობების ანალიზი გვაძლევს საშუალებას გავიგოთ ბაზრის საერთო სიტუაცია, ანუ ვინ ბატონობს დროის კონკრეტულ პერიოდში ბირჟაზე – ხარები თუ დათვები, შესაბამისად რომელი მიმართულებით იდება უფრო მეტი სავაჭრო გარიგება.

ფორექს მოცულობა – კანონზომიერებები
  • აღმავალი ტრენდის პირობებში მოთხოვნის და შესაბამისად მოცულობების ზრდა გვაჩვენებს, რომ მყიდველები დაინტერესებულნი არიან მოცემული ვალუტის ყიდვაში – მიმდინარე კურსით. ეს კი ნიშნავს, რომ უფრო მეტი ალბათობით, კიდევ რამდენიმე ხნის განმავლობაში, ესეთი დინამიკა შენარჩუნებული იქნება და სავალუტო წყვილის კურსი კვლავ გაიზრდება. ე.ი. ამ პერიოდში ბაზარზე ბატონობენ ხარები, ისინი სავალუტო წყვილის ფასის ზრდას უწყობენ ხელს;
  • აღმავალი ტრენდის დროს მოცულობების შემცირება მეტყველებს იმაზე, რომ ბაზარი შედის გაჯერებული ყიდვების ფაზაში. არსებული ფასი უკვე აღარ აწყობს მყიდველებს და უახლოეს მომავალში შესაძლებელია ტრენდის შემობრუნება. ამ მომენტში თანდათანობით იზრდება გაყიდვების შეთავაზებების რაოდენობა, მაგრამ სავაჭრო გარიგებების რაოდენობა ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალ დონეზეა;
  • დაღმავალი ტრენდის დროს მოცულობების ზრდა ადასტურებს არსებულ ტენდენციას და მისი გაგრძელების შესაძლებლობას. ასეთ ვითარებაში ყურადღება უნდა მივაქციოთ ყიდვისა და გაყიდვების განაცხადების რაოდენობრივ მაჩვენებელს, რადგან ყიდვების განაცხადების რაოდენობის ზრდა გაყიდვების რაოდენობებთან შედარებით, იწვევს ტრენდის შემობრუნებას, თუნდაც დიდი მოცულობების პირობებში;
  • აღმავალი ტრენდის დროს მოცულობების კლება მეტყველებს სავალუტო წყვილის კურსის სტაბილიზაციაზე და უახლოეს მომავალში ფასის მოძრაობის მიმართულების შესაძლო ცვლილებაზე;
  • სავაჭრო მოცულობების პიკი, როგორც წესი მეტყველებს, უახლოეს მომავალში ტენდენციის ცვლილებაზე, ხოლო მკვეთრი ზრდა, უმრავლეს შემთხვევებში მეტყველებს ტრენდის გაგრძელებაზე – მაქსიმალურად დინამიური ტემპით;
  • ისტორიული მონაცემების ანალიზი – საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ საბაზრო სიტუაცია არასტანდარტული თვალსაზრისით, მაგალითად, როგორც წესი ბირჟებზე შესვენების საათებში ფიქსირდება სავაჭრო მოცულობების მკვეთრი კლება და თუ ესეთი რამ არ ხდება, მაშასადამე სიტუაცია ვითარდება არსებული ტრენდის სასარგებლოდ. მაშასადამე, ტრეიდერები აგრძელებენ სავაჭრო გარიგებების დადებას არსებული კურსის მიხედვით, რადგან მათი აზრით იგი მიმდინარე მომენტში საკმაოდ მომგებიანი;
  • მოცულობების ანალიზის დროს არ უნდა დავივიწყოთ ფუნდამეტალური ფაქტორების შესახებ, რომლებიც ძლიერ გავლენას ახდენენ სავალუტო წყვილების კურსზე. მიუხედავად სავაჭრო გარიგებების რაოდენობრივი ზრდისა, ნეგატიური ნიშნის მქონე მნიშვნელოვან ფუნდამენტალურ ფაქტორს მაინც შეუძლია ტრენდის შემობრუნება გამოიწვიოს;

ქვემოთ წარმოდგენილ სურათზე თვალნათლივ ჩანს თუ როგორ გავლენას ახდენს სავაჭრო ოპერაციების მოცულობების ზრდა სავალუტო წყვილის კურსზე, მიუხედავად ძირითადი ტრენდის მიმართულებისა.

ფორექს მოცულობა – გრაფიკული მაგალითი

სავაჭრო მოცულობების ინდიკატორი

პრაქტიკული ვაჭრობის დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოცულობების მაჩვენებელი არ უნდა იყოს ბაზარზე შესვლის ძირითადი სიგნალი. მოცულობები უნდა გამოვიყენოთ ფილტრად, სხვა, უფრო მნიშვნელოვანი სიგნალების წყაროებისგან მიღებული სავაჭრო სიგნალების გასაფილტრად.

მაგალითად: გამოქვეყნდა აშშ-ს უმუშევრობის ინდექსი, რომელსაც დადებითი ტენდენცია აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა სავაჭრო მოცულობებმა ზრდა არ განიცადეს, მაშასადამე უნდა ვიგულისხმოთ, რომ გამოქვეყნებულმა ფუნდამენტალურმა ფაქტორმა ბაზარზე დიდი ზეგავლენა არ მოახდინა და ტრეიდერები სიფრთხილით ეკიდებიან ახალი სავაჭრო გარიგებების დადებას.

მოცულობების ანალიზისათვის ტრეიდერები იყენებენ მოცულობების ინდიკატორებს, რომელთა მეშვეობითაც ხდება მოცულობების ცვლილებების დინამიკაზე დაკვირვება.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექსის ბაზრის ტექნიკური ანალიზი

ფორექსის ბაზრის ტექნიკური ანალიზი

ფორექსის ბაზრის ტექნიკური ანალიზი არის ფასის მოძრაობის პროგნოზირების საშუალება, რომელსაც საფუძვლად უდევს ვაჭრობის მოცულობის და …