პიპსინგი, პიპსოვკა

პიპსინგი, პიპსოვკა

ფორექსზე ტრეიდინგისთვის უამრავი მეთოდი არსებობს, მაგრამ არცერთ მათგანს არ ჰყავს იმდენი მომხრე და მოწინააღმდეგე, როგორც პიპსინგს, პიპსოვკას, სხვაგვარად მას სკალპინგს უწოდებენ.

პიპსოვკა (მე ეს სახელწოდება მირჩევნია, ამიტომ პიპსინგის ნაცვლად პიპსოვკას გამოვიყენებ) – არის ფორექსზე ვაჭრობის მეთოდი, რომლის დროსაც, როგორც წესი გამოიყენება დიდი ზომის საკრედიტო მხარი და საკმაოდ დიდი სავაჭრო მოცულობა (ლოტი), ამასთან ერთად ვაჭრობა მიმდინარეობს მოკლევადიან ტაიმფრეიმებზე. ტრეიდინგის ეს სახეობა საშუალებას იძლევა მივიღოთ მაქსიმალური მოგება ფასის მინიმალური მოძრაობის შედეგად. სახელწოდება წარმოიქმნა ტერმინიდან პიპსი (რომელიც იგივე პუნქტს ნიშნავს), რადგან ერთი სავაჭრო ოპერაციიდან მოგება სულ რაღაც ორიოდე პიპსს (პუნქტს) შეადგენს.

მაგალითისთვის, სწორედ ვაჭრობის ეს მეთოდი, საშუალებას იძლევა ერთი სავაჭრო დღის განმავლობაში, 100 აშშ დოლარის საწყისი კაპიტალიდან დეპოზიტი გავზარდოთ 1 000 აშშ დოლარამდე. ისევე როგორც ნებისმიერ სავაჭრო სტრატეგიას და მეთოდსაც გააჩნია რიგი ნაკლოვანებები, რომელთა შესახებაც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს.

პიპსინგის დადებითი მხარეები:
  • მაღალი შემოსავლიანობა – ტრეიდინგის თითქმის არცერთი ვარიანტი არ იძლევა იმდენ მოგებას, რამდენსაც პიპსოვკა. ამ შემთხვევაში ორდერები იხსნება მაღალი საკრედიტო მხრის (1:500, 1:1000) და ლოტის გამოყენებით;
  • ანალიზის მინიმალური საჭიროება – იმისათვის, რომ წარმატებით ვივაჭროთ მოკლევადიან ტაიმფრეიმებზე, საჭიროა კარგად ვგრძნობდეთ ბაზარს. ამასთან ერთად არ არის საჭირო ყოველი სავაჭრო პოზიციის გახსნამდე ჩავატაროთ ტრენდის სკურპულოზური ანალიზი, რომელიც საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს ტრეიდერისგან. პიპსოვკით მუშაობის დაწყებამდე სავსებით საკმარისია გამოვავლინოთ მოძრაობის კანონზომიერებები, ვალუტის კურსის მიმართულების საფუძველზე;
პიპსინგის უარყოფითი მხარეები:
  • ძალიან მაღალი ხარისხის რისკი – პიპსოვკა მიმდინარეობს ყველაზე მოკლევადიან ტაიმფრეიმებზე, ძალიან ხშირად (თუ ყოველთვის არა) სტოპ ორდერების დაყენების გარეშე. ამასთან ერთად დეპოზიტს გააჩნია სუსტი უზრუნველყოფა (დიდი სავაჭრო მოცულობის გამო), ამიტომ კურსის მკვეთრმა ცვლილებამ შესაძლებელია დეპოზიტის გასხმა გამოიწვიოს. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე ხშირად სწორედ პიპსოვშიკები კარგავენ დეპოზიტს. როგორც ცნობილია, მაღალ შემოსავლიანობას ყოველთვის თან სდევს მაქსიმალური რისკი;
  • ბროკერის შერჩევა – სადილინგო ცენტრები განსხვავებულად უდგებიან მოკლევადიან ვაჭრობას. ზოგიერთი მათგანი ზღუდავს ღია ორდერის არსებობის მინიმალურ ვადას, სხვები კი ზღუდავენ განხორციელებული სავაჭრო ორდერების რაოდენობას. ზოგიერთი კი მიზანმიმართულად აგვიანებს ორდერზე გაცემული ბრძანების შესრულებას (რექვოტი). ვინაიდან პიპსოვკის პროცესში ყოველ წამს და პუნქტს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია, ამიტომ ასეთ ბროკერებთან, ამგვარი შეზღუდვები, საერთოდ სპობენ პიპსოვკის მეთოდის გამოყენების რენტაბელურობას. ამიტომ, იმისათვის, რომ ზემოთაღნიშნულმა პრობლემებმა ხელი არ შეგიშალოთ ვაჭრობაში, შეარჩიეთ ისეთი ფორექს ბროკერები, რომლებთანაც დაშვებულია სკალპინგი;
  • სირთულე – მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს, რომ პიპსოვკის მეთიოდი არის ადვილი და ტკბილი ლუკმა ტრეიდერისთვის, მით უმეტეს დამწყებისათვის. ვაჭრობის ასეთი მეთოდის დროს, ორდერები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით კი არ იხსნება, არამედ ვაჭრობა მიმდინარეობს პროფესიონალურ დონეზე, მკაფიოდ ჩამოყალიბებული სქემის მიხედვით. ხოლო მეთოდის მოჩვენებითი სიმარტივე – მხოლოდ ილუზიაა, რომელსაც გამოუცდელი ტრეიდერი ზარალამდე მიჰყავს;
  • დატვირთვა – მაგალითად, თუ ორდერს გავხსნით Н4 ტაიმფრეიმზე, პრინციპში შესაძლებლობა გვეძლევა, რამდენიმე საათით დავივიწყოთ ორდერისა და საერთოდ სავაჭრო ტერმინალის არსებობის შესახებ, მაგრამ სკალპინგის დროს ესე ვერ მოვიქცევით, ვინაიდან ამ შემთხვევაში ნებისმიერი ორდერის მუმდმივი კონტროლი არის საჭირო. და როდესაც საუბარი ეხება არა ერთ და ხუთ, არამედ ათეულობით ორდერს, რომელთა შორისაც 3-4 შესაძლებელია ერთდროულად მუშაობდეს, გარდა ფიზიკური და ემოციური დატვირთვისა, ასეთი ტემპით მუშობას ხშირად მივყავართ ტექნიკურ შეცდომებამდეც კი, მაგალითად ტერმინალში რომელიმე ღილაკს არსაწორად დავაჭირეთ, რომელიც თავის მხრივ საკმაოდ ძვირად დაგვიჯდება;
  • მაღალი საკომისიო გადასახადი – დიდი მოცულობებით ვაჭრობის დროს სპრედის თანხობრივი გამოხატულებაც, რა თქმა უნდა შედარებით მეტია. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია სადაზღვევო თანხის დიდი რაოდენობაც, რომელიც ლოტის სიდიდის და საკრედიტო მხარის პროპორციულია;

სტატიაში ავღწერე პიპსინგით, ანუ პიპსოვკით ვაჭრობის ზოგადი მეთოდი, უფრო ვრცლად ამ თემის შესახებ წაიკითხეთ სტატიაში – მოკლევადიანი ვაჭრობა ფორექსზე.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.