ჩემი აზრით, ბევრი ტრეიდერისთვის, ვინც პირველად შეხვდება ამ ტერმინს, იგი თავისი მნიშვნელობით, გაუგებარი არ უნდა იყოს. მოკლედ განვიხილოთ რას წარმოადგენს მაღალსიხშირული ტრეიდინგი პრაქტიკაში.
მაღალსიხშირულ ტრეიდინგში, პირველ რიგში იგულისმება სკალპინგი, რომელიც ხორციელდება ავტომატური სავაჭრო პროგრამების – რობოტების მეშვეობით.
ყოფილა შემთხვევები, როდესაც დიდი კაპიტალის მაღალსიხშირულ ტრეიდინგს კარდინალურად შეუცვლია ბაზარზე სიტუაცია და ამ შემთხვევაში რიგითი ტრეიდერი გამოსულა მარკეტმეიკერის როლში – ჯერ-ჯერობით ასეთი შემთხვევები დაფიქსირებულია მხოლოდ საფონდო ბირჟაზე.
ამგვარი ტიპის სავაჭრო ოპერაციების განხორციელებისათვის გამოიყენება სპეციალური პლატფორმები, რომლებშიც შესაძლებელია დაპროგრამირდეს სავაჭრო ოპერაციების ჩატარების პირობები (ალგორითმი). იმისათვის რომ ესეთი რამ განვახორციელოთ, საჭიროა ვფლობდეთ ტერმინალური პროგრამირების ღრმა ცოდნას.
ამიტომ ჩვეულებრივ ტრეიდერს, რომელიც არ ფლობს პროგრამირების ენას, ურჩევნია აირჩიოს და გამოიყენოს ჩვეულებრივი ავტომატური სავაჭრო პროგრამა – რობოტი სკალპინგისთვის და ამ გზით შეამციროს რისკები ისეთ მაღალირისკიან ვაჭრობის სახეობაში, როგორიცაა მაღალსიხშირული ტრეიდინგი. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ მაღალსიხშირული ტრეიდინგი უფრო საფონდო ბირჟაზე გამოდგება, ვიდრე ფორექსზე.
აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ფორექსზე ავტომატური სავაჭრო პროგრამების მეშვეობით ვაჭრობას გააჩნია რისკის მაღალი ხარისხი, ხოლო მისი შერწყმა სკალპინგთან, ან უფრო მეტი – მაღალსიხშირულ ვაჭრობასთან – რამდენჯერმე აძლიერებს რისკსს, რაც თავის მხრივ შესაძლებელია თქვენი დეპოზიტისტთვის უბრალოდ დამღუპველიც კი აღმოჩნდეს.
არ იფიქროთ, რომ არსებობს ისეთი პროგრამა, რომელიც თქვენს ჩაურევლად, მილიონს იშოვის თქვენთვის. წარმატებული ტრეიდერების ბიოგრაფიების გადახედვის შემდეგ ნათელი ხდება – იმისათვის, რომ დიდი კაპიტალი იშოვო საჭიროა წლები და ათწლეულიც კი.
ყველაზე კარგი ვარიანტია აირჩიოთ თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი ფორექსის სტრატეგია და დახვეწოთ იგი თითქმის იდეალურ მდგომარეობამდე.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით