ბროკერის საკომისიო, მისი რაოდენობა და მნიშვნელობა

ბროკერის საკომისიო, მისი რაოდენობა და მნიშვნელობა

ფორექსის ბროკერის შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს საკომისიო დანარიცხი.

კომისია არის რამდენიმე სახის:
  • სპრედის სტანდარტული ვარიანტი;
  • ფიქსირებული გადასახადი ყოველი გახსნილი პოზიციიდან;
  • სვოპი (გადასახადი გახსნილი პოზიციის მომდევნო დღეზე გადატანისთვის);
საკომისიოს მნიშვნელობის იგნორირება გაუმართლებელია, ვინაიდან ვაჭრობის სტილიდან გამომდინარე, ზოგჯერ კომისიის რაოდენობამ შესაძლებელია გამომუშავებულ თანხასაც კი გადააჭარბოს, ვინაიდან თქვენ საკომისისოს გადახდა მოგიწევთ, როგორც მომგებიანი, ასევე წამგებიანი გარიგებების შემთხვევაშიც.
ბროკერის საკომისიო – საკომისიო სპრედი

ფორექსზე საკომისიო გადასახადის ყველაზე ცნობილი ვარიანტია სპრედი – ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის ფასებს შორის სხვაობა. მისი გადახდა ხდება პოზიციის გახსნისთანავა და ანგარიშზე მომენტალურად აისახება ზარალის (მინუსის) სახით.

ფორექსის ბროკერის სავაჭრო პირობების გათვალისწინებით, სპრედი არსებობს ფიქსირებული და მცურავი, ხოლო სპრედის ზომა სხვადასხვა ბროკერთან, სავაჭრო ინსტრუმენტებიდან გამომდინარე მერყეობს 0 -და 150 პუნქტემდე.

სპრედის მინიმალური ზომა, ჩვეულებისამებრ 2 პუნქტს შეადგენს. თუ სავაჭრო დეპოზიტი შეადგენს 1000 აშშ დოლარს და ვხსნით ორდერს ერთი ლოტის ოდენობით, მაშინ დეპოზიტიდან, ბროკერის სასარგებლოდ, სპრედის საკომისიო დანარიცხის სახით, ავტომატურად იხსნება 40 აშშ დოლარი ანუ 4%. ეხლა თავად დაიანგარიშეთ 10 გახსნილი ორდერის შემთხვევაში რამდენი გექნებათ გადასახდელი საკომისიოს სახით.

გადასახადის მეორე ვარიანტიც არსებობს, ეს არის საკომისიო – ფიქსირებული ან საპროცენტო განაკვეთი. ზოგიერთი ბროკერის სარეკლამო სლოგანში ხშირად შეხვდებით ტექსტს- “ვაჭრობა სპრედის გარეშე”. ეს არის სწორედ ის შემთხვევა. თქვენ გადასახადის გადახდა მაინც მოგიწევთ, ოღონდ ოდნავ სხვა სახით.

ასეთ ვითარებაში, უმრავლეს შემთხვევაში თქვენ უფრო მეტის გადახდა მოგიწევთ. მაგალითისათვის დავიანგარიშოთ ორი ვარიანტი, სპრედი 3 პუნქტი და საკომისიო დანარიცხი 0,03%, ერთი ლოტის სავაჭრო მოცულობის დროს, სავალუტო წყვილისთვის EUR/USD. ამ შემთხვევაში ერთი პუნქტი 10 აშშ დოლარის ტოლია, შესაბამისად 3 პუნქტი 30 აშშ დოლარი იქნება, ხოლო საკომისიო დანარიცხი გამოითვლება ევროში 100 000 * 0,03/100=30 ევრო. მაგალითიდან ჩანს, რომ მეორე შემთხვევაში უფრო მეტი თანხის გადახდა მოგიწევთ თითოეული სავაჭრო პოზიციის გახსნისას.

ბროკერის საკომისიო – სვოპი

სვოპის გადასახადი თქვენს დეპოზიტზე დაირიცხება სავაჭრო პოზიციის მომდევნო დღისთვის გადატანის შემთხვევაში. იგი შესაძლებელია იყოს, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი, ანუ ზოგოერთ სავალუტო წყვილზე, შესაბამისი მიმართულებით ვაჭრობისას თქვენ კი არ გადაიხდით, არამედ თქვენს დეპოზიტს დაემატება საკომისიო დანარიცხი მოგების სახით.

სვოპის რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ შესაძლებელია ყურადღებაც კი არ მივაქციოთ მას, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ სავაჭრო პოზიციას რამდენიმე თვის განმავლობაში ღიად დავტოვებთ.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით