რა არის სვოპი ფორექსის სავალუტო ბაზარზე

რა არის სვოპი ფორექსის სავალუტო ბაზარზე

სვოპის ცნება უშუალო კავშირშია ხანგრძლივ პერიოდიანი დროის ინტერვალებზე ვაჭრობასთან.

სვოპი ნიშნავს გადასახადს (ზოგჯერ კი შემოსავალს) ღია სავაჭრო ორდერების მომავალ დღეზე გადატანისათვის. თუ ტრეიდერი მუშაობს მხოლოდ და მკაცრად განსაზღვრული შიდა დღიური ტრეიდინგის მეთოდით, მაშინ მას ასეთ გადასახადთან (შემოსავალთან) ურთიერთობა არ მოუწევს.

ფორექსის ბაზარზე პოზიციების უმრავლესობა იხსნება და იხურება ერთი სავაჭრო დღის განმავლობაში, მაგრამ ზოგჯერ ღია პოზიციის ხანრძლივობა შესაძლებელია რამდენიმე დღე კვირა, ან თვეც კი გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ტრეიდერის პოზიციას უპროცენტოდ არავინ დააკრედიტებს. ამიტომ, ვირტუალური ვალუტის გამოყენებისათვის ტრეიდერს, ანგარიშიდან ექვითება გარკვეული პროცენტი. მაგრამ, მეორეს მხრივ სავაჭრო ოპერაციის განხორციელებისათვის ტრეიდერი იყენებს საკუთარ სახსრებსაც, რომელსაც აგრეთვე ერიცხება (ემატება) პროცენტი.

ასე რომ,

ვირტუალური ვალუტით დაკრედიტების პროცენტსა და დეპოზიტზე დარიცხულ პროცენტს შორის სხვაობას ეწოდება სვოპი.
სვოპი (SWAP) შესაძლებელია იყოს, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი. როგორც ავღნიშნე, დადებითი სვოპის დროს, პოზიციის გადატანისთვის ტრეიდერი არა თუ იხდის გადასახადს, არამედ პირიქით, მის დეპოზიტს ემატება თანხა, ანუ იღებს გარკვეულ შემოსავალს.

ასეთი სიტუაცია ხდება მაშინ, როდესაც პროცენტი დეპოზიტზე უფრო მეტია, ვიდრე პროცენტი, ბროკერისგან აღებული კრედიტისათვის, ანუ ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს დადებით სვოპთან. სვოპის გამოთვლისათვის გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ზოგიერთი ბროკერი პოზიციის გადატანისათვის დამატებით საკომისიო გადასახადსაც იღებს.

არსებობს სვოპის გარეშე ანგარიშები. ამ შემთხვევაში ბროკერი მხოლოდ საკომისიო გადასახადს აჭრის დეპოზიტს. ასეთ ანგარიშებს Swap Free ანგარიშებს უწოდებენ. ამ დროს ბროკერი იღებს, არა მცურავ, არამედ ფიქსირებულ საკომისიო გადასახადს ერთი ლოტიდან, შესაბამისი სავალუტო წყვილისთვის.

ქვემოთ მოყვანილია სვოპის გამოთვლის მაგალითი, მხოლოდ იმისთვის, რომ ზოგადი წარმოდგენა შეგექმნათ მასზე:

დავუშვათ, იყიდეთ 100 000 ევრო (1 ლოტი) ფასით 1,400; ოპერაციის განხორციელებისათვის დაიხარჯა 140 000 აშშ დოლარი; ამასთნავე აშშ დოლარი თქვენი საკუთარი თანხაა, ხოლო ევრო ისესხეთ.

  • საკრედიტო განაკვეთი ევროსთვის არის წლიური 4% (მაგალითად);
  • აშშ დოლარის დეპოზიტს კი ერიცხება წლიური სარგებელი 3%;
  • ბროკერის კომისია 1 აშშ დოლარია 1 ლოტისთვის;
  • კრედიტი = 100 000 х 4% / 100 = 4 000 ევრო წელიწადში, ანუ 5 600 აშშ დოლარი წელიწადში, რაც დღე-ღამეში 15.35 აშშ დოლარის ტოლია;
  • დეპოზიტი = 140 000 х 3% / 100 = 4200 აშშ დოლარი წელიწადში, ანუ 11,51 აშშ დოლარი დღე-ღამეში;
  • ბროკერის კომისია 1 დოლარი 1 ლოტისთვის;
  • რეზულტატად კი მივიღებთ, სვოპი ტოლია: 15,35+1-11,51= 4,84 აშშ დოლარი დღე-ღამეში;

როგორც ხედავთ, გამოთვლის სქემა მარტივია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა ბროკერი სხვადასხვა ოდენობის საკომისიოს იღებს, ამიტომ თუ ძალაინ გსურთ სვოპის დადგენა, მაშინ გამოიყენეთ სვოპის გამოთვლის სპეციალური კალკულატორი, რომელიც თითქმის ყველა ბროკერის ვებ საიტზეა განთვსებული.

თუ სავაჭრო პოზიცია პარასკევს საღამოს არ დაიხურება, მაშინ იგი გადატანილი იქნება ორშაბათისთვის და ამ შემთხვევაში დეპოზიტს დაერიცხება, ან ჩამოეჭრება სვოპი 3 დღე-ღამის ანგარიშით.

გარდა ამისა, სვოპის ცნებას აქვს სხვა მნიშვნელობაც. სავალუტო ოპერაციების განხორციელებისას სვოპი არის გარიგებების ერთ-ერთი ვარიანტი, რომელთა შესახებაც წაიკითხავთ სტატიაში – სპოტი.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

ასევე დაგაინტერესებთ:

სტოპ ლოსის დაყენება

სტოპ ლოსის დაყენება

სტოპ ლოსი წარმოადგენს ფორექსზე ვაჭრობის უმთავრეს ინსტრუმენტს. მხოლოდ მისი სწორად დაყენება იძლევა ზარალის შემცირების შესაძლებლობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.