Swap Free ანგარიშები

Swap Free ანგარიშები

ფორექსზე ვაჭრობის დროს ხშირად შეხვდებით ცნებას სვოპი Swap, რაც ღია პოზიციის მომდევნო დღეზე გადატანის საკომისიო გადასახადია. მისი ოდენობა დამოკიდებულია სავალუტო წყვილზე და დღე-ღამის რაოდენობაზე, რომელთა განმავლობაში პოზიცია ღია მდგომარეობაში რჩება.

სვოპის საკომისიო გადასახადის ოდენობა ცვალებადია და დამოკიდებულია სავალუტო წყვილში არსებული თითოეული ვალუტის საპროცენტო განაკვეთზე და მათ ცვლილებაზე, რომელსაც აწესებენ ამ ვალუტების ნაციონალური ბანკები. ამიტომ, სასურველია ამ საპროცენტო განაკვეთების ცვლილებების საქმის კურსში ვიყოთ.

სვოპებით ვაჭრობა აკრძალულია შარიატის კანონების მიხედვით, რაც მუსულმან ტრეიდერებს არ აძლევს საშუალებას გახსნან გრძელვადიანი პოზიციები.

იმისათვის, რომ მუსულმანი ტრეიდერებისათვის ფორექსზე და სხვა საფინანსო ბაზრებზე ვაჭრობა, გრძელვადიანი პოზიციების გახსნის თვალსაზრისით უფრო ხელსაყრელი იყოს, ბროკერების უმრავლესობის საქმიანობაში არსებობს ისეთი ცნება, რომელსაც Swap Free ანგარიშები ეწოდება. ასეთ ანგარიშებს ღია პოზიციის მომდევნო დღეზე გადატანისთვის საკომისიო გადასახადი არ დაერიცხება, სამაგიეროდ ეს საკომისიო გადასახადი ერიცხება განხორციელებული ოპერაციების მოცულობას ყოველ ლოტზე. ასეთი ტიპის ანგარიშებს ტრეიდერულ ჟარგონზე “ისლამურ ანგარიშებს” უწოდებენ.

როდესაც საუბარი ეხება დიდი ოდენობის კაპიტალით ვაჭრობას (ვინაიდან სვოპი დეპოზიტზე მნიშვნელოვნად მოქმედებს, როდესაც ვაჭრობა დიდი მოცულობებით ხორციელდება. მცირე მოცულობებით ვაჭრობისას საუბარია ცენტებზე), swap free ანგარიშები იმითაა ხელსაყრელი, რომ ტრეიდერს აღარ სჭირდება საპროცენტო განაკვეთებზე მუდმივი თვალის დევნება და მათი გათვალისწინება დაგეგმილი, საბოლოო რეზულტატის დაანგარიშებისას.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, Swap Free ანგარიშებზე საკომისიო გადასახადი ერიცხება სავაჭრო მოცულობას. არსებობს დარიცხვის ორი მეთოდი: პროცენტული და ფიქსირებული (მაგალითად 10 აშშ დოლარი თითოეული ლოტიდან).

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

კროს კურსი ფორექსზე

კროს კურსი ფორექსზე

კროს კურსი ფორექსზე გულისხმობს სავალუტო წყვილს, რომელშიც არ არის აშშ დოლარი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.