ეგზოტიკური ვალუტები

ეგზოტიკური ვალუტები

სიტყვა ეგზოტიკურის გაგონებაზე, ალბათ თვალწინ წარმოგვიდგება ოკეანიის კუნძულები, პალმები, ზღვა და ა.შ. (ეს ყველაფერი მოვა, თუ პროფესიონალი ტრეიდერი გახდებით), მაგრამ ვალუტასთან მიმართებაში სიტყვა ეგზოტიკური იძენს ცოტა სხვა დატვირთვას.

ეგზოტიკუტი ვალუტები – იგივე ფულის ერთეულებია, ოღონდ არ გააჩნიათ მაღალი ლიკვიდურობა და ძალიან იშვიათად გამოიყენება ანგარიშსწორებისთვის, მაგრამ მაინც თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტებია.

ეგზოტიკური ვალუტების კატეგორიას მიეკუთვნება – შვედური კრონა (SEK), რუსული რუბლი (RUR), ბრაზილიური რეალი (BRL), სინგაპურული დოლარი (SGD), სამხრეთაფრიკული რენდი (ZAR) და ზოგიერთი სხვა ვალუტა, რომლებიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა საერთაშორისო ბაზარზე და რომლებმაც ჯერ კიდევ ვერ მოიხვეჭეს პოპულარობა.

ეგზოტიკური ვალუტებით ვაჭრობის რაციონალურობა საკმაოდ საკამათო საკითხია, თუმცა, მიუხედავად სპრედის სიდიდისა (ზოგიერთი ეგზოტიკული ვალუტის სპრედი 150 პუნქტს აღწევს), პროფესიონალი ტრეიდერები ამ ვალუტებზე საკმაოდ წარმატებულად ვაჭრობენ. მთავარია სწორად შევარჩიოთ სავალუტო წყვილი, ბაზარზე შესვლის დრო და შესვლის წერტილი.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სავალუტო წყვილია USD/RUB, ბროკერების უმრავლესობა ამ წყილზე ვაჭრობის საშუალებას იძლევა. სავალუტო წყვილი თანდათან იხვეჭს პოპულარულობას. სხვადასხვა ბროკერებთან სპრედი, საკუთარი სპეციფიკაციისა და ბაზარზე სიტუაციიდან გამომდინარე, 8-20 პუნქტის ფარგლებში მერყეობს. სავალუტო წყვილი საკმაოდ დინამიურად მოძრაობს და ფასი საკმაოდ სწრაფად ფარავს სპრედს. სატატიის დაწერის მომენტში ყირიმის კრიზისის დროს (2014 წლის მარტის თვე) USD/RUB დაღმვალ ტრენდზე საკმაოდ წარმატებული ვაჭრობა იყო შესაძლებელი.

ეგზოტიკური ვალუტებით ვაჭრობის ყველაზე მომგებიანი ტაქტიკაა – გადადებული ორდერების გამოყენება რაიმე წინააღმდეგობის ან მხარდაჭერის დონეების გარღვევაზე, რომლებიც საკმაოდ ხშირად ხდება ამ ინტრუმენტებზე ვაჭრობისას.

ჩემი აზრით, ეგზოტიკური ვალუტებით ვაჭრობა საკმაოდ მომგებიანია. მაგრამ არსებობს ერთი შეზღუდვაც, ამ ვალუტებზე აგრესიული და ჩვეულებრივი სკალპინგის, აგრეთვე მცირე ტეიკ-პროფიტიანი ალგორითმის მქონე სტრატეგიების გამოყენება არ შეიძლება, ვინაიდან ამ ვალუტების სპრედი საკმაოდ დიდია, ხოლო აღნიშნულ სტრატეგიებს, როგორც მოგეხსენებათ – მინიმალური სპრედი სჭირდება.

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.