ორდერების გახსნის დროს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სიგნალების ფილტრების გამოყენება.
ყალბი სიგნალების გაცხრილვა შესაძლებლობას იძლევა, თავიდან ავიცილოთ წამგებიანი სავაჭრო გარიგებები და შესაბამისად ზარალიც.
მიღებული სიგნალის ფაქტობრივად ნებისმიერი სახით გადამოწმება არის ერთგვარი ფილტრი, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს გამოვავლინოთ შეცდომა ორდერის მიმართულების არჩევის დროს. ანუ, ინდიკატორისგან მიიღეთ ყიდვის სიგნალი, მაგრამ ეჭვი შეგეპარათ მის სისწორეში და ამიტომ სიგნალი გადაამოწმეთ სხვა ტექნიკური ინდიკატორის მეშვეობით.
აქედან გამომდინარეობს, ამ ცნების ერთგვარი დაყოფა რამდენიმე ძირითად ჯგუფად, ინსტრუმენტების შესაბამისად, რომლებიც გამოყენებულია, როგორც ფილტრები.
აღსანიშნავია, რომ ყალბი სიგნალების გაცხრილვა მიზანშეწონილია საშუალოვადიან და გრძელვადიან დროის მონაკვეთებზე. მოკლევადიანი ტრეიდინგის დროს, სიგნალების ფილტრაციისათვის დრო არ დაგრჩებათ.
ფორექსის ფილტრების გამოყენების სახეობები და ვარიანტები:
- ტექნიკური ინსტრუმენტები – ვაჭრობის დროს ფორექსის ინდიკატორების გამოყენებისას, ყოველთვის რეკომენდებულია ერთზე მეტი ინსტრუმენტის გამოყენება და ორდერების გახსნა მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა მათგანის სიგნალი თანხვედრილია;
თანაც, თუ სიგნალის ძირითად გენერატორად ჩვეულებისამებრ ერთი ინდიკატორი გვევლინება ხოლმე, ფილტრების როლში შესაძლებელია გამოყენებული იქნას რამდენიმე ინდიკატორი. ეს ფაქტი უფრო მეტად აამაღლებს ანალიზის ხარისხს. მაგრამ ინდიკატორების რაოდენობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა ზომიერება უნდა დაიცვათ.
- გრაფიკული ანალიზი – სადაც არსებობენ სანთლები, ან მათი კომბინაციები, რომლებსაც შეუძლიათ მიღებული მონაცემების დადასტურება. როგორც წესი, სანთლური კომბინაციის შემდეგ წარმოიქმნება შესაბამისი სანთელი, რომელიც ადასტურებს უკვე არსებულ სიგნალს;
- სიახლეებზე ვაჭრობის დროს – ფილტრის როლში გვევლინება დრო და არჩეულ ვალუტაზე სხვა სიახლეების არ არსებობა. სიახლის გამოქვეყნების მომენტში, მყისიერად კი არ უნდა გაიხსნას ორდერი, არამედ უნდა დააკვირდეთ ტრენდს და მხოლოდ მას შემდეგ, როცა დარწმუნდებით, რომ გამოქვეყნებულმა სიახლემ თავისი გამოვლინება ჰპოვა ტრენდში, მხოლოდ მაშინ გადახვიდეთ მოქმედებაზე. მაგრამ გაითვალისწინეთ ასეთი მიდგომა არ გამოგადგებათ ყველა სიახლესთან მიმართებაში. არსებობს სიახლეები, რომელთა გამოყვეყნებისთანავე საჭიროა ორდერის გახსნა. ამ თემის შესახებ წაიკითხავთ სხვა სტატიებში;
- კომბინირებული ვარიანტები – არის მიღებული სიგნალების გადამოწმების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ვარიანტი, ანუ ამ დროს ერთიანდება რამდენიმე სახის ანალიზი. მაგალითად, ერთდროულად გამოიყენება გრაფიკული და ტექნიკური ანალიზი;
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით