საკრედიტო მხარი Leverage - მისი უპირატესობები და ნაკლოვანებები

საკრედიტო მხარი – მისი უპირატესობები და ნაკლოვანებები

საკრედიტო მხარი (Leverage) – არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლის წყალობითაც ფორექსზე ვაჭრობა შეუძლია ნებისმიერ ინვესტორს, თავისი რამდენიმე დოლარიანი კაპიტალითაც კი.

სხვაგვარად მას საკრედიტო მხარს უწოდებენ, რაც სრულყოფილად ხსნის მის არსს, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ბროკერის კრედიტის წყალობით, ტრეიდერის დეპოზიტი იზრდება N-ჯერ. ამ ინსტრუმენტის გამოყენებას აქვს, როგორც უპირატესობები, ასევე ნაკლოვანებებიც.

ბროკერისგან შეთავაზებული საკრედიტო მხარი ზომა ვარირებს 1:1-დან 1:1000-მდე. გავრცელებული ვარიანტია 1:100. პრაქტიკაში საკრედიტო მხარის გამოყენების ტექნოლოგია გამოიყურება შემდეგნაირად: ვთქვათ დეპოზიტზე გვაქვს 100 აშშ დოლარი, ხოლო საკრედიტო მხარი უდრის 1:100, მაშასადამე გამოდის, რომ სავაჭრო ოპერაციების განსახორციელებლად ჩვენს განკარგულებაშია 10 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა, ე.ი. დეპოზიტი მრავლდება მხარის გამომხატველი ციფრთა წყობის, მეორე ციფრზე, ანუ დეპოზიტი იზრდება 100-ჯერ.

რას გვაძლევს საკრედიტო მხარის გამოყენება

მაშასადამე, მაგალითის შესაბამისად, ჩვენს განკარგულებაშია 10 000 აშშ დოლარი. ამ თანხით შეგვიძლია ვიყიდოთ 0,1 ლოტი, სავალუტო წყვილზე EUR/USD.

ვყიდულობთ ამ ინსტრუმენტს კურსით 1,4000. კურსის ხელსაყრელი მოძრაობის შედეგად ფასი გაიზარდა 1,4100 მაჩვენებლამდე, დავხუროთ გარიგება და რეზულტატად ვიღებთ 100 პუნქტის მოგებას, რაც დაახლოვებით 100 აშშ დოლარს შეადგენს. ასეთი რეზულტატის მიღება შესაძლებელი გახდა მხოლოდ მარჯინალური ვაჭრობის მექანიზმის გამოყენების შედეგად, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებდით ზუსტად 100-ჯერ ნაკლებ მოგებას.

საკრედიტო მხარის მეშვეობით ვაჭრობა დაშვებულია ე.წ. ცენტურ ანგარიშებზეც. მათზე თანხის რაოდენობა 1 აშშ დოლარიდან იწყება, სამაგიეროდ საკრედიტო მხარი 1:500 ან 1:1000 დიაპაზონში ვარირებს. თანაც ასეთი მიზერული თანხით, რეალური ვაჭრობის განხორციელება და ფორექსის ბაზარის მუშაობის პრინციპების შეგრძნებაა შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ასეთი თანხებით ვაჭრობისას, რეალური შემოსავლის მიღებაზე საუბარი ზედმეტია.

მსხვილი ინვესტორები ვაჭრობენ მცირე ზომის საკრედიტო მხარით, რომელიც მაქსიმუმ 1:10-ის ტოლია, ხოლო მთელ რიგ შემთხვევებში 1:1 ზომის მხარი მათთვის უფრო მისაღებია. ეს არ არის მდიდარი ინვესტორის ახირება, უბრალოდ ამითი ხდება რისკების მინიმუმამდე დაყვანა, სავალუტო ოპერაციების განხორციელებისას.

არსებობს ერთგვარი კანონზომიერება – რაც უფრო დიდია საკრედიტო მხარი, მით უფრო მაღალია გარიგების რისკიანობა. ერთგვარ გამონაკლისად შესაძლებელია ჩავთვალოთ სკალპინგის სტრატეგიებით ვაჭრობა. ამ შემთხვევაში ორდერები იხურება პრაქტიკულად მომენტალურად, ამიტომ არ არის საჭირო ტრენდის კორექციული მოძრაობის გათვალისწინება და შესაბამისად დეპოზიტის მაღალი მდგრადობა.

თუ საკრედიტო მხარის რისკიანობას განვიხილავთთ ზემოთ ნახსენებ მარტივ მაგალითზე, მაშინ სიტუაცია მდგომარეობს შემდეგში. 1:100 ზომის საკრედიტო მხარის გამოყენებისას, თუ ფასის არახელსაყრელი მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში გავრისკავთ დეპოზიტის არაუმეტეს 1%-ით, მაშინ რეალურ ციფრებზე გადათვლით გამოდის 100 პუნქტი, რაც არც თუ ისე დიდი რაოდენობაა. 100 აშშ დოლარიანი დეპოზიტისთვის მხოლოდ 1 აშშ დოლარია. მაგრამ უფრო რთული ვითარებაა დიდი რაოდენობის, ერთდროლად გახსნილი პარალელური ორდერების შემთხვევაში. ასეთ ვითარებაში საოპერაციო რისკები იზრდება არითმეტიკული პროგრესიით.

ამიტომაც არსებობს პირდაპირი დამოკიდებულების კანონზომიერება საკრედიტო მხარის ზომასა და საოპერაციო რისკებს შორის. იმისათვის, რომ უფრო ღრმად შეიცნოთ ეს გარემოება, საკრედიტო მხარის ზომების მონაცვლეობით ივარჯიშეთ/ივაჭრეთ დემო ანგარიშზე.

ზემოთ მოვიყვანე საკრედიტო მხარისა და სადეპოზიტო რისკების ზოგადად გავრცელებული წესი, თუმცა ეს დოგმა არ არის და ყოველი კონკრეტული სავაჭრო სისტემისთვის საკრედიტო მხარი და რისკის პროცენტული მაჩვენებელი შესაძლებელია სხვადასხვა იყოს. ჩემს პრაქტიკაში, ვაჭრობის დროს უფრო მეტ რისკ-ზეწოლას ვახორციელებ დეპოზიტზე, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც 80 პროცენტით მაინც (ვინაიდან ფორექსზე 100 პროცენტიანი არაფერი არსებობს) დარწმუნებული ვარ ორდერის მიმართულების სისწორეში და ამავდროულად ვიცი, თუ რა წერტილში შემოვატრიალებ ორდერს საპირისპირო მიმართულებით, თუ გახსნილმა ორდერმა, მიუხედავად პროგნოზისა მაინც არ გაამართლა.

ისეთ მნიშვნელოვან პარამეტრთან, როგორიცაა Leverage, საკუთარი პოზიციის უკეთ ჩამოყალიბებისათვის დაგეხმარებათ სტატია – ფორექსის საკრედიტო მხარი.

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

სტოპ ლოსის დაყენება

სტოპ ლოსის დაყენება

სტოპ ლოსი წარმოადგენს ფორექსზე ვაჭრობის უმთავრეს ინსტრუმენტს. მხოლოდ მისი სწორად დაყენება იძლევა ზარალის შემცირების შესაძლებლობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.